Sponsored Content

GeorgiAI - საქართველოს მთავარი საინფორმაციო ფონდი BTU და პალიტრას პარტნიორობით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მასშტაბური ციფრული საინფორმაციო ფონდი, რომელიც მრავალფეროვანი სფეროების შესახებ მეგამონაცემებს აერთიანებს და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამუშავებს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და პალიტრა ჰოლდინგის პარტნიორობის ფარგლებში იქმნება.

GeorgiAI ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ერთიანი ციფრული საინფორმაციო ფონდია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, ეკონომიკური მაჩვენებლების, ისტორიული ფაქტების თუ სხვა საკითხების გარშემო, საერთაშორისო თანასაზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებს შორის, სანდო ინფორმაციას ხელმისაწვდომს ხდის. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული პროდუქტი გააერთიანებს მიმდინარე, ახალ და საარქივო მასალას, ინგლისურ ენაზე. მუდმივად განახლებადი ინფორმაცია მოიცავს სხვადასხვა სექტორებს - ეკონომიკას, ბიზნესს, პოლიტიკას, კულტურას, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს, განათლებას და სხვა, მასზე წვდომა კი ნებისმიერი მსურველისთვის, თავისუფალი იქნება. მიმდინარეობს მუშაობა GeorgiAI-ს ქართულენოვანი ვერსიის შექმნაზეც, რომელიც ეტაპობრივად, სექტორების შესაბამისად იქნება ხელმისაწვდომი.

ერთიანი ციფრული საინფორმაციო ფონდის შექმნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიების სწრაფად ცვალებად გარემოში. საერთაშორისო სივრცეში, იცვლება ინფორმაციის მიმღების ქცევა, რომელიც მოკლე დროში, სწორი და საიმედო წყაროს მოძიებას საჭიროებს. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით, საქართველოს მთავარი საინფორმაციო ფონდის გამოყენებით, შესაძლებელი ხდება აღნიშნული პროცესის ავტომატიზაცია და ეფექტურობის ზრდა, პერსონალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ბლოკირება, რეალურ დროში განახლებული მასალის გაცნობა, ფაქტების გადამოწმება, ხარჯების შემცირება და მოცულობით მულტიმედია მასალასთან წვდომა.

GeorgiAI, როგორც საქართველოს მთავარი და ყველაზე მსხვილი საინფორმაციო ფონდი, ღიაა თანამშრომლობისთვის სახელმწიფო ინსტიტუციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, მედიასაშუალებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან.