Georgian Game Community Meetup - გაიგე როგორ ქმნიან ვიდეოთამაშებს ქართული სტუდიები
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თუ გაინტერესებთ როგორ იქმნება ვიდეო თამაშები ქართული სტუდიების მიერ, გაეცნოთ მათ პროექტებს, გაიგოთ რა ტექნოლოგიებს იყენებენ და რა პროცესები მიმდინარეობს თამაშების შექმნის დროს, აუცილებლად დაესწარით Georgian Game Community-ის ღონისძიებას.
ივენთზე საშუალება გექნებათ ახლოდან გაიცნოთ ქართველი დეველოპერები, დასვათ კითხვები და გაიგოთ ყველა დეტალი თუ როგორ მუშაობენ საკუთარ თამაშებზე.
ღონისძიება ჩატარდება 23 დეკემბერს, 18:00-ზე თბილისის ტექნოპარკში (მის. ინოვაციების ქუჩა #7).
დასწრება უფასოა და დამსწრეთა ასაკი შეზღუდული არაა!
ღონისძიებაზე დასასწრებად შეავსეთ მარტივი ფორმა: https://forms.gle/Jvn762RKmULZJH416
ღონისძიების მსვლელობისას თავის გამოცდილებას გაგვიზიარებენ:
საბა დეკანოსიძე - რომელიც გვაჩვენებს და მოგვიყვება თუ საიდან გაჩნდა Internal Hunt-ის იდეა, როგორ მიმდინარეობს თამაშის დეველოპმენტი და გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას და ურთიერთობას ფაბლიშერებთან.
გიორგი ჩიტიძე - რომელიც ქმნის Horror ჟანრის თამაშს, სახელად The Seven Enchantment. ის გაგვიზიარებს ინფორმაციას მისი თამაშის შესახებ, რა სირთულეები არსებობს დეველოპმენტის პროცესში და მოგვიყვება თუ როგორ მოვემზადოთ ხანგრძლივი დეველოპმენტისთვის.
ზაკო ჯანიკაშვილი - გვესაუბრება საგანმანათლებლო თამაშებზე და გვეტყვის თუ როგორ იქმნება მისი თამაში Base 2.
თორნიკე ჯორთმენაძე (Jortsoft) - გაგვიზიარებს თავის თამაშს ZEPHINALA-ს და გვეტყვის როგორ ქმნის თამაშს მხოლოდ 1 ადამიანი. ასევე გვაჩვენებს თუ რა ტექნოლოგიებს იყენებს ამისთვის და რა მიზნები აქვს სამომავლოდ.
გიორგი ჭყრუნიშვილი და ავთო უგლავა - მოგვიყვებიან თუ როგორ დაიბადა Dumbriel ის იდეა, როგორ იქმნება გრძელვადიანი პროექტი და რა პროცესები მიმდინარეობს AnimatronX-ის გუნდში
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც სპიკერებად ზემოთ ჩამოთვლილ სტუმრებთან ერთად იქნებიან:
• თორნიკე ანდრიაძე - Gamedev და Esport ღონისძიებების ორგანიზატორი
• მარიამ ჯაფარიძე - ფულ-თაიმ ანტრეპრენერი გეიმინგში. Strive Georgia-ს დამფუძნებელი.
• ლუკა კვირიკაშვილი - Game Designer, Dasi Games-ის დამფუძნებელი
• გიორგი გედიანიძე - Senior VFX Artist, Digital Road Studio-ს თანადამფუძნებელი
ღონისძიების ორგანიზატორია GGC (Georgian Game Community) რომელიც ხელს უწყობთ თამაშების ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში.
პროექტის პარტნიორები არიან:
• GITA - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
• Entrepreneur Georgia
• Unreal Engine
• Digital Road Studio
• AnimatronX
• Jortsoft
• Base2
• Revolt Entertainment