Get All Access for $5/mo

გერმანიამ საქართველოს 5 სასუნთქი აპარატი გადასცა აპარატები Covid-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცა ხუთი სასუნთქი აპარატი კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ. გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა აპარატები ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში 2020 წლის 7 ოქტომბერს გადასცა მინისტრის მოდგილეს თამარ გაბუნიას.

ფირმა "დრეგერის" (Dräger) ხუთი სასუნთქი აპარატის დაფინანსება და შეძენა მოხდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდიდან, რომელიც განკუთვნილია კოვიდ-19-ის პანდემიის დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისათვის, რითაც გერმანული მხარის მიერ ადგილზე ხდება კონკრეტული დახმარების გაწევა ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ.

აპარატები განთავსდება ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, ამიტომ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მანანა ეზუგბაიამ და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა გოგიჩაიშვილმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

სიახლეები

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ