ღირებულებები, როგორც ყველაზე მყარი ორგანიზაციული საძირკველი - Develor Georgia-ს წარმატების ფორმულა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Develor Georgia-მ ბაზარზე შემოსვლა და მუშაობა მაშინ დაიწყო, როცა კორპორაციული ტრენინგების აყვავების ხანა იყო, თუმცა "დეველორის" მიზანი იყო, რომ კორპორაციული ტრენინგების არსებული პრაქტიკები კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა და ბიზნესისთვის განვითარების ახალი, თანამედროვე გადაწყვეტები შეეთავაზებინა.
Develor საერთაშორისო საკონსულტაციო და სატრენინგო კომპანიაა, რომელსაც 17 ქვეყანაში აქვს ოფისი. Develor International-ს 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ბაზარზე, ხოლო საქართველოს ოფისი 8 წლის წინ დაფუძნდა.
"ამ დროს კორპორაციული ტრენინგების მიმართულებით მოთხოვნა უკვე საკმაოდ დიდი იყო, თუმცა "დეველორის" მიზანი ქართული ბიზნესისთვის ევროპული სტანდარტის, ორგანიზაციაზე მორგებული/ადაპტირებული პროგრამების შეთავაზება, პრაქტიკოს ტრენერებთან მუშაობის შესაძლებლობის მიცემა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო", - ამბობს "დეველორ საქართველოს" მმართველი დირექტორი, მარიამ ბერიძე.
Develor ამჟამად კომპანიებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. ესენია: მენეჯმენტისა და ლიდერობის, მომსახურების, გაყიდვებისა და მოლაპარაკებების, პიროვნული ზრდისა და კომუნიკაციის, გუნდური შეჭიდულობისა და თამაშზე დაფუძნებული ტრენინგის, შეფასებისა და დიაგნოსტირების, კონსალტინგისა და ქოუჩინგის მიმართულებები.
"დეველორში" თითოეული პროგრამა ბაზრის კვლევებსა და ბიზნესის ამჟამინდელ და პროგნოზირებულ გამოწვევებზეა დაფუძნებული.
ევროპის ბაზარზე ტრენინგებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავებულია, რაშიც არაერთხელ ვრწმუნდები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს საერთაშორისო კოლეგებს ვხვდები და ისინი თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. "დეველორ საქართველოს" მთავარი მისია 8 წლის წინ სწორედ ეს იყო, - ქართული ბიზნესი დაერწმუნებინა, რომ ტრენინგი ქცევის ცვლილებისთვის გვჭირდება და არა მხოლოდ სასიამოვნო და შთამაგონებელი პროცესისთვის, რადგან უკანასკნელის შემთხვევაში ემოცია და მოტივაცია რამდენიმე დღეში ქრება და თანამშრომელი იმავე ქცევის განხორციელებას სამუშაო ადგილზე განაგრძობს. "დეველორი" კი ზუსტად ამ გამოწვევას პასუხობს თავისი ინოვაციური პროგრამებით - "ჩვენ ვზრდით გუნდებს და ინდივიდებს სამუშაო ადგილზე და მათ ქცევის ცვლილებაში ვეხმარებით".
მარიამის თქმით, დინამიკა მოთხოვნაზე ცალსახად პოზიტიურია - კომპანიები უფრო მეტად უჭერენ თანამშრომლებს მხარს როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული განვითარების მიმართულებით და, რაც ყველაზე მთავარია, სწორად იგეგმება როგორც ტრენინგამდე მოსამზადებელი პერიოდი, ასევე სწორად ხდება კონტენტის შერჩევა და სატრენინგო პროცესის შემდგომ, სტანდარტის შესაბამისად - გუნდის წევრების მხარდაჭერა. ამ სფეროში კი, როგორც მარიამი ამბობს, Develor Georgia გამორჩეული ორგანიზაციაა.
"საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა კორპორაციული ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების მიმართ განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მენეჯმენტი, ტექნოლოგიები, ლიდერობა და ა.შ. Develor-ს კი, გარდა იმისა, რომ დღევანდელ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, აქვს რესურსი, ბიზნესს სრულიად ახალი, განსხვავებული მიდგომები შესთავაზოს და დაეხმაროს ლიდერებს, მომზადებულები დახვდნენ ახალ რეალობას".
Develor-ის მიზანი პროცესში ქცევის შეცვლაა. როგორც მარიამი ამბობს, შეუძლებელია ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ტრენინგების ჩატარებითა და სხვა ქვეყნებში გამოცდილი პროგრამების პირდაპირი გადმოტანით ქართულ რეალობაში. კომპანიას შემუშავებული აქვს ინოვაციური მეთოდები და ხელსაწყოები, რომლებიც ხელს უწყობს ჯგუფებისა და კომპანიის მომზადებას, სწავლებას და შემდეგ ცვლილების დანერგვას ისე, რომ შედეგი ხელშესახები და თვალსაჩინო იყოს.
"დეველორის" ერთ-ერთი ძლიერი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი რგოლის, გამოცდილებისა და გამოწვევების მქონე გუნდებს ინდივიდუალური, მათზე მორგებული ტრენინგები შეგვიძლია შევთავაზოთ, რადგან თუ პროგრამა ადაპტირებული არ იქნება და არ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც ყოველდღიურ მუშაობაში აწყდებიან თანაშრომლები, მაშინ არანაირი აზრი არ აქვს ამ პროცესის დაწყებას".
მარიამის თქმით, Develor Georgia საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი ცოდნის ნაზავია, რომელიც ქართულ მენეჯმენტში დასავლურ სტანდარტებს ნერგავს, თუმცა მაქსიმალურად ერგება იმ რეალურ გამოწვევებს, რაც ქვეყანასა და ორგანიზაციებშია.
Develor Georgia თანამშრომლობს და სერვისს აწვდის როგორც ადგილობრივ ბაზარზე მომუშავე, ისე საერთაშორისო კომპანიებს. მარიამის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ქვეყნის განვითარებისთვისაც.
კომპანიის სურვილი არის ინდივიდებისა და, შესაბამისად, გუნდების გაზრდა და განვითარება მათი სრული პოტენციალის გამოსავლენად. Develor Georgia-ში სჯერათ, რომ სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ ადამიანები სიხარულსა და კმაყოფილებას განიცდიდნენ სამუშაო პროცესში.
"საჭიროა სწავლების პროცესის შემდეგ თანაშრომლებს ჰქონდეთ მხარდაჭერა იმისათვის, რომ არ მოდუნდნენ და რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულად გადაიტანონ დასწავლილი მასალა ყოველდღიურ სამუშაოში, ამ პროცესში კი კომპანიებს ორ არჩევანს ვაძლევთ: ვთავაზობთ ჩვენს რესურსს, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ტექნიკა და განსახვავებული პროდუქტი გვაქვს ამ პროცესის დასარეგულირებლად, ან ვუწევთ რეკომენდაციას და შემდგომ უკვე HR დეპარტამენტი და უშუალო ხელმძღვანელები იღებენ თავიანთ თავზე მათ მხარდაჭერას", - გვიხსნის მარიამ ბერიძე.
გუნდში ფიქრობენ, რომ მათი მუშაობის სტილი ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუ რატომ ირჩევენ კომპანიები Develor-ს. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული თვისება კეთილსინდისიერებაა, რაც მომხმარებლებში ნდობას იწვევს. კომპანიებში Develor ქცევის ცვლილებაზეა ორიენტირებული, თუმცა "არასდროს ვპირდებით კლიენტს იმას, რისაც არ გვჯერა ან ჩვენ თვითონ არ გამოგვიყენებია პრაქტიკაში".
როგორც მარიამი ამბობს, Develor მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყებს თანამშრომლობას, თუკი ხედავს, რომ კომპანიაში ცვლილებებისთვის მზაობა არსებობს.
"თუ ვხედავთ, რომ კომპანია არ არის მზად, შეცვალოს მიდგომა, არ ვიწყებთ თანამშროლობას, რადგან ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს ორგანიზაციამ შედეგი, შეიცვალოს თანამშრომლების ქცევა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში და ორგანიზაციამ მათ ამისთვის შესაბამისი სივრცე და უსაფრთხოება მისცეს. - ამბობს "დეველორი საქართველოს" დირექტორი, მარიამ ბერიძე, Entrepreneur-თან ინტერვიუში.
"დეველორის" ტრენერები მომუშავე პრაქტიკოსები არიან, რომლებიც ყოველდღე აწყდებიან და უმკლავდებიან იმ გამოწვევებს, რომლებიც ძალიან ხშირად მონაწილეებისთვის საინტერესო პრაქტიკულ გამოცდილებად იქცევა. ამიტომ მათ არ სჭირდებათ ტრენინგზე სხვისი, თუნდაც ცნობილი პირების, განყენებული ქეისების განხილვა. მარიამ ბერიძე იხსენებს, რომ მათ მრავალწლიანი გამოცდილება ეხმარებათ, გაამდიდრონ ტრენინგი რეალური ისტორიებით, რაც არაერთხელ დახმარებია ტრენინგის მონაწილეებს ამა თუ იმ გამოწვევის გამკლავებაში.
მნიშვნელოვან ფაქტორად ასახელებენ Develor-ის ტრენერების მაღალ კვალიფიკაციასაც. როგორც მარიამი ამბობს, წელიწადში ორჯერ საერთაშორისო ღონისძიებაზე იკრიბება 100-ზე მეტი ტრენერი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც აქტიურად ასწავლიან ერთმანეთს, გამოცდილებას უზიარებენ და ინოვაციებს ავითარებენ.
"დეველორ საქართველოს" ტრენერები მოწინავე ადგილებს იკავებენ საერთაშორისო გუნდში, ამიტომ ისინი არა მხოლოდ ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებშიც არიან ჩართულები ევროპის ბაზარზე. 2024 წელი სწორედ ასეთი შეკრებით დაიწყო "დეველორ სლოვაკეთში".
"სლოვაკეთიდან უახლესი პროგრამებით დავბრუნდით. ესენია: გაყიდვების მიმართულებით თამაშზე დაფუძნებული ტრენინგი, რომლის მსგავსი აქამდე არსად მინახავს და მიხარია, რომ ამ მიმართულებითაც შეგვიძლია სიახლის შეთავაზება ჩვენი კლიენტებისთვის; ახალი პროგრამები ლიდერებისათვის და ბევრი საინტერესო ტექნიკა, რომლებიც სასწავლო პროცესში სხვადასხვა მიმართულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ. აუცილებლად უნდა ვახსენო ახალი ვორქშოპი Generation diversity/Gen Z, რომელიც პოლონეთის გუნდმა შემოგვთავაზა".
სრულიად ახალი და ბაზრისთვის უცხო საქმიანობის დაწყება, ცხადია, მრავალ სირთულესთან იყო დაკავშირებული. მარიამი იხსენებს, რომ ამ მხრივ პანდემია ყველაზე გამორჩეული პერიოდი იყო . თუმცა, მიუხედავად ამ გამოწვევისა, კომპანიამ შეძლო ჯერ გადარჩენა, შემდეგ კი განვითარება.
მარიამი გვიყვება, რომ რთულ პერიოდებში მოტივაციასა და ინსპირაციას საერთაშორისო გუნდისგან იღებს - იმის გაანალიზებით, თუ როგორ დაიწყო "დეველორის" გუნდის ამა თუ იმ ოფისმა ოპერირება საკუთარ ქვეყანაში და რამხელა წარმატებას მიაღწიეს, როგორ დაეხმარნენ ბიზნესს და ინდივიდებს განვითარებაში. "როდესაც საქმისადმი ასეთ დამოკიდებულებას ვხედავ, წარმოუდგენელია თავს დემოტივაციის უფლება მივცე. გარდა ამისა, დიდი სურვილი მაქვს საქართველომ არა მხოლოდ შეძლოს ხარისხიანი პროდუქტის მიღება ჩვენი დახმარებით, არამედ დამსახურებულად იდგეს საერთაშორისო გუნდის გვერდით", - გვეუბნება მარიამ ბერიძე.
მარიამი ამბობს, რომ მხარდაჭერა, რომელსაც Develor Georgia-ში გრძნობს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. გარდა ამისა, დიდ ყურადღებას აქცევს გუნდურობას, ინდივიდუალურ პიროვნულ თვისებებს და ღირებულებით კავშირებს.
"სხვა შემთხვევაში, გულწრფელი არ ხარ და ამის გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელია კარგად ვიგრძნო თავი ორგანიზაციაში ან/და ბიზნესს რაიმე ღირებულზე ვესაუბრო. ყოველთვის მინდოდა, მემუშავა გუნდში, რომელიც საქართველოში მომცემდა განვითარების შესაძლებლობას, და ასევე მის ფარგლებს გარეთ პოტენციალის რეალიზებაში დამეხმარებოდა. ვფიქრობ, ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო".
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ Develor-ის გუნდში იპოვა ის, რაც მისთვის ყველაზე ღირებული იყო: - თავისუფლება, სილაღე, მიმღებლობა და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება.
მარიამი მიიჩნევს, რომ ყველაზე რთული დაბრკოლებებიც კი გადაილახება, ახდება ყველაზე სანუკვარი ოცნებებიც - მთავარია, ფასეულობებში აცდენა არ იყოს გუნდში, რომელთან ერთადაც ვმუშაობთ.
"გაერკვიეთ საკუთარ თავში - რა გინდათ? რისი კეთება გაბედნიერებთ? შემდეგ შეკარით გუნდი და არასდროს დანებდეთ, ყოველთვის მოიქეცით პასუხისმგებლობით, იშრომეთ ბეჯითად, არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების - პირიქით, ეს ყველაზე მაგარი გზაა ვისწავლოთ და განვვითარდეთ. ეს ყველაფერი კი აუცილებლად სასურველ შედეგებამდე მიგიყვანთ ", -ასეთია მისი რჩევა დამწყებთათვის.
მარიამი ამბობს, რომ Develor Georgia მუდამ ღიაა თანამშრომლობისთვის, რადგან ორგანიზიაციაში სჯერათ, რომ წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღები გუნდური მუშაობაა.
"ზოგადად, Develor Georgia ღიაა კოლაბორაციისთვის, რადგან გვჯერა, რომ ამ პატარა ქვეყანას მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით, ცოდნის/გამოცდილების გაზიარებითა და გუნდური მუშაობით თუ განვავითარებთ", - ამბობს ის.
სამომავლო გეგმებს ამ ეტაპზე ვერ გვიმხელს, თუმცა მარიამი გვეუბნება, რომ იგეგმება საერთაშორისო პროექტები როგორც უცხოელი, ისე ქართველი ტრენერებისა და კონსულტანტების მონაწილეობით.
"უცხოელი და ქართველი კონსულტანტების/ტრენერების მონაწილეობით მთელი წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო ღონისძიებას შემოგთავაზებთ. უკვე თებერვლიდან ვგეგმავთ მასტერკლასების სერიას და ეტაპობრივად უფრო დეტალურ ინფორმაციას ჩვენი ტრენერები ფიზიკური შეხვედრის ფორმატში წარადგენენ", - ამბობს მარიამ ბერიძე Entrepreneur-თან ინტერვიუში.