Get All Access for $5/mo

"ღვინო არ არის რთული" - "მივინოს" ქილაში ჩამოსხმული ღვინო 145 000 ლარი "შარქებისგან" 50%-ის სანაცვლოდ

By ელენე ლომსაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მივინო" თავის მომხმარებელს სთავაზობს სირთულისგან, ჩარჩოებისგან თავისუფალ, ურთიერთობებისთვის შექმნილ ღვინოს ახალგაზრდულ შეფუთვებში.

საქართველოს პირველი არხი სტარტაპერებს ფულადი და ინტელექტუალური ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობას მეორედ შესთავაზებს. 20 აპრილს 4 Emmy Awards-ის მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – "Shark Tank საქართველოს" მეორე სეზონი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ შოუ პირველად 2001 წელს იაპონიაში "ფულის ვეფხვების" სახელით დაარსდა. "შარქ თენქში" მონაწილე ანტრეპრენერები "შარქების", ანუ ერთგვარი ჟიურის წევრების წინაშე წარადგენენ თავიანთ სტარტაპებს, არწმუნებენ ინვესტორებს ამ ბიზნესის პერსპექტიულობაში, პასუხობენ შეკითხვებს და პროექტის მოწონების შემთხვევაში, კომპანიის გარკვეული წილის სანაცვლოდ, კონკრეტულ თანხასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას იღებენ. ამ პროექტმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი საკუთარი ბიზნესის მფლობელად და მეწარმედ აქცია, ხოლო საქართველოში 2021 წლიდან 46 მონაწილე დამწყებ ბიზნესს შორის, ინვესტორების დაფინანსება 14-მა რჩეულმა მოიპოვა. "შარქ თენქ საქართველოს" პირველი სეზონის ფარგლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია გაიცა.

"შარქ თენქ საქართველოს" გენერალური სპონსორია Visa − ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, რომელიც ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. Visa-ს როლი ბიზნეს-ეკოსისტემის განვითარებაში განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, პარტნიორობების ფორმატში განხორციელებულ არაერთ პროექტსა თუ ინიციატივას. სწორედ ასეთ პროექტებს მიეკუთვნება "შარქ თენქ საქართველო" − გადაცემა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის საშუალებით, ბიზნესმენებსა და ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს, ამარტივებს მათ შორის კომუნიკაციას, ზრდის როგორც ადგილობრივი ბიზნესების ცნობადობას, ასევე პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას.

"შარქ თენქ საქართველოს" მეორე სეზონის ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპი "მივინო" და მისი თანადამფუძნებლები − გიორგი მაჭავარიანი და საბა სახვაძე გახდნენ. სტარტაპერებმა "მივინოს" განვითარებისთვის ილია წულაიასგან და სოსო ფხაკაძისგან 145 000 ლარის ინვესტიცია კომპანიის 50%-ის სანაცვლოდ მოიპოვეს.

"მივინო" წარმოადგენს ღვინოს − არამსხვრევად, მსუბუქ, მოსახერხებელ შეფუთვებში, რომელიც მარტივად მოიხმარება ლაშქრობაში, კემპინგისას თუ პიკნიკზე. ასევე, ღია ცის ქვეშ მუსიკალურ ფესტივალებზე, აუზზე, ზღვის სანაპიროზე, თევზაობისას თუ მრავალი სხვა გარე აქტივობისას. მეორე მხრივ, დამფუძნებლების აზრით, "მივინოს" უკეთ ესმის ახალგაზრდების, ვიდრე ღვინის სხვა ბრენდებს, რომელთაც ხმის უფრო მხცოვანი ტემბრი აქვთ.

"ივინოს" შექმნის იდეა გაჩნდა მეგობრებთან ერთად წვეულებაზე, სადაც გასახსნელის არქონის გამო, რამდენიმე ჩანგლის გატეხის შემდეგ მივხვდით, რომ ღვინო არ უნდა ყოფილიყო მსგავს მოუხერხებელ შეფუთვებში. ავიწყეთ ფიქრი ალტერნატიულ შეფუთვებზე, რომელიც იქნებოდა ბევრად მოსახერხებელი, პორტატული, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია − ღვინოსთან თავსებადი, რათა შეენარჩუნებინა ღვინის სტრუქტურა და ხარისხი ხანგრძლივი ვადით. ევრი ალტერნატივის განხილვის შემდეგ, არჩევანი შევაჩერეთ 330 მლ-იან ქილებზე", − Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს გიორგი მაჭავარიანი.

"ღვინო არ არის რთული!" – ეს არის ის მთავარი სათქმელი, რასაც "მივინო" პირველი დღიდანვე გადმოსცემდა. დამფუძნებლების განმარტებით, ღვინო, როგორც სითხე, რთული და კომპლექსური ნივთიერებაა, მაგრამ არ შეიძლება ღვინის ბრენდი იყოს მომხმარებლისთვის რთული, მიუწვდომელი. "სამწუხაროა, რომ დღეს ყველა დიდი ღვინის ბრენდი ცდილობს მთელი საწრმოო სირთულეები, რაც მეღვნეობას ახლავს, მარკეტინგშიც გადმოიტანოს და ამით გაზარდოს მათი ბრენდის ღირებულება, დაამძიმოს მომხმარებელი არასაჭირო ინფორმაციით. მიუხედავად იმისა, რომ "მივინოს" ღვინო ბევრად მაღალი ხარისხისაა, ვიდრე უამრავი დღეს ძალიან ცნობილი და წარმატებული მეღვინეობის ნაწარმი, "მივინო" არასდროს საუბრობდა მომხმარებელთან ღვინის ხარისხზე და არც არასდროს ისაუბრებს", − აღნიშნავს გიორგი მაჭავარიანი.

საზოგადოება "მივინოს" ბაზარზე პირველი გამოჩენისთანავე არაერთგვაროვნად შეხვდა. არსებობდა ადამიანთა დიდი კატეგორია, ვისთვისაც ეს შეფუთვები უბრალოდ მიუღებელი იყო, თუმცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი პროდუქტს დადებითად შეხვდა და პირველი დღიდანვე "მივინოს" გულმხურვალე მხარდამჭერებად იქცნენ. "შარქ თენქში" მონაწილეობის შემდეგ საზოგადოება კიდევ უფრო დადებითად განეწყო პროდუქტის მიმართ. იდეის ავტორების აზრით, ეს განპირობებული იყო იმით, რომ მომხმარებელმა უკეთ დაინახა პროდუქტის მისია და მიზანი, რისთვისაც "მივინო" შეიქმნა.

კომპანიის განვითარების პარალელურად, სტარტაპერებს მრავალი სახის პრობლემა შეხვდათ. პროდუქტის ინოვაციურობიდან გამომდინარე, არ არსებობდა ქილებში ღვინის ჩამოსხმის ტექნოლოგიური ცოდნა და პრაქტიკა. ამიტომაც, ყველაფრის სწავლა სულ პირველი საფეხურიდან მოუწიათ. ასევე, რთული იყო უშუალოდ ქილების მომწოდებლებისგან ნდობის მოპოვება, პარტნიორობის მიღწევა და მრავალი სხვა. თუმცა "მივინოს" გუნდმა გამოწვევები ახალ შესაძლებლობად აქცია და ქართულ ბაზარზე განსხვავებული პროდუქტი გამოიტანა. "მივინო" თავის მომხმარებელს სთავაზობს სირთულისგან, ჩარჩოებისგან თავისუფალ, ურთიერთობებისთვის შექმნილ ღვინოს ახალგაზრდულ შეფუთვებში. ამ ეტაპზე იწარმოება მხოლოდ ორი სახის: თეთრი და წითელი მშრალი ღვინო, ხოლო სამომავლოდ, დაემატება შუშხუნა, ნახევრადტკბილი, ასევე ხილის ღვინის სახეობები და ყველასათვის საყვარელი კოქტეილები.

"შარქ თენქში" მონაწილეობის მიღება, გიორგი მაჭავარიანის თქმით, გუნდმა გადაცემის ხილვის შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც გაიგეს, რამდენად დიდ შესაძლებლობას იძლეოდა აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ინვესტორის მოსაძიებლად. მოლოდინი მეტ-ნაკლებად დადებითი გვქონდა და გვჯეროდა − თუკი შევძლებდით საბაზრო პოტენციალის, ჩვენ მიერ განხორციელებული საქმიანობის, პროდუქტის, ბრენდის კონცეფციის და რაც მთავარია, გუნდის სწორად წარმოჩენას, საინვესტიციო შემოთავაზებასაც მივიღებდით. ახლა უკვე, აღებული ინვესტიციის დიდ ნაწილს საწარმოსთვის საჭირო ძირითადი საშუალებებით შევსებას მოვახმართ, დანარჩენი ნაწილი კი საბრუნავ მასალებსა და ნედლეულით მომარაგებაში დაიხარჯება. საბედნიეროდ, ფულად ინვესტიციასთან ერთად გვყავს ინვესტორები, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვებს, მიდგომებს და ასევე, საკუთარი ბიზნესგამოცდილებიდან გვიზიარებენ რჩევებს, რომელიც კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია წარმატების მისაღწევად.

რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, სტარტაპი ადგილობრივი ბაზრის ათვისებასთან ერთად, საექსპორტო ბაზრებზე გასვლას, პროდუქტის ასორტიმენტის გაზრდასა და მრავალფეროვანი სასმლის დამატებას გეგმავს.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია