Get All Access for $5/mo

გიორგი ლიკლიკაძე კოლუმბიის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ისწავლის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როცა გიორგი ლიკლიკაძემ ბევრი შრომის შემდეგ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში, კოლუმბიაში მაგისტრატურაზე აპლიკაცია გააგზავნა, სულ რაღაც 2 კვირაში დაუკავშირდნენ. წარმატებული ინტერვიუს შემდეგ, კი მიიღო საოცნებო ჩარიცხვის წერილი. მაღალი ლიგის უნივერსიტეტები იშვიათად უკავშირდებიან აპლიკანტებს ასეთ მოკლე დროში, რაც გიორგის წარმატებას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის!

გიორგი პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში, Columbia-ში, Master of Science in Applied Analytics-ის ფაკულტეტზე ისწავლის.

რა ეტაპები გაიარა გიორგიმ წარმატების მისაღწევად, ამის შესახებ პირადად გავესაუბრეთ.

როგორ მიაღწიე მიზანს: რა დრო და რესურსები დაგჭირდა ჩასაბარებლად?

სამუშაო პროცესი ინდივიდუალურია ყველასთვის. მე წელიწადზე მეტი დამჭირდა სხვადასხვა პროგრამებს მოსაძიებლად. ვესაუბრებოდი სხვადასხვა უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს და ფაკულტეტის წევრებს. ვფიქრობდი, რამდენად შეესაბამებოდა პოტენციური პერსპექტივა ჩემს სამომავლო კარიერულ გეგმებს. ფაქტობრივად, ეს არის სამუშაოს ყველაზე რთული ნაწილი. საყურადღებოა ამ ყველაფრის შეჯამება და ესეებში და ინტერვიუების დროს სწორი აქცენტების დასმა. მნიშვნელოვანია, ყველა ამ პროცესში გამოცდილი ადამიანებისა და ორგანიზაციების რჩევები სწორი დაკვალიანებისთვის. ჩემს შემთხვევაში, უკვე მეორედ, როგორც მაგისტრატურის, ასევე ბაკალავრიატის შემთხვევაში, განათლების ცენტრი LEAF დამეხმარა, სადაც დაგროვილია ათწლეულის გამოცდილება და კომპეტენცია.

რატომ იყო მიზანი კოლუმბიის უნივერსიტეტი?

კოლუმბიის უნივერსიტეტი არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი და თითქმის ყველა სტუდენტის ოცნება მრავალი მიზეზის გამო.
პირველი, აკადემიური განათლების უმაღლესი ხარისხი და საინტერესო სასწავლო პროგრამებია. ფაკულტეტი, რომელზეც მე მოვხვდი, იძლევა შესაძლებლობას მივიღო განათლება სინთეზირებულად როგორც ბიზნესის, ასევე ტექნიკური მიმართულებით.
თუმცა, აკადემიური მხარე არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, რაც დამეხმარა შერჩევაში. უმნიშვნელოვანესია გარემო, სადაც სწავლა და ცხოვრება გიწევს. უნივერსიტეტი მდებარეობს მანჰეტენზე, ნიუ იორკის გულში, მსოფლიოს ეკონომიკურ და კორპორაციულ ცენტრში, სადაც თავს იყრის მსოფლიოს წამყვანი კომპანიები და ორგანიზაციები. ეს არის ადგილი, სადაც სამყარო ყველაზე მრავალფეროვანია. სტუდენტებისთვის გაცილებით მარტივია საკუთარი თავის გამოცდა ფართო მასშტაბში სხვადასხვა მიმართულებით. ეს გარემო მომცემს შესაძლებლობას შევიძინო მნიშვნელოვანი კავშირები, რომლებიც კარიერის მომავალ საფეხურებზე დამეხმარებიან. ამას ემატება კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გავლენიანი და წარმატებული ქსელი, რომელთან კავშირიც გეხმარება თამამად შეაღო თითქმის ყველა კარი კორპორაციულ სამყაროში.

კოლუმბიის უნივერსიტეტში თავს იყრიან მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერი სტუდენტები სამყაროს ყველა კუთხიდან, რაც საშუალებას გაძლევს იყო მულტიკულტურული, ინოვაციური და გამორჩეულად კონკურენტუნარიანი გარემოს ნაწილი.

რა არის შენი ამჟამინდელი საქმიანობა და რატომ გადაწყვიტე მაგისტრატურის გაკეთება სწორედ ამ ეტაპზე?

სკოლის დასრულების შემდგომ ჩამოვედი გერმანიაში სასწავლებლად იაკობსის უნივერსიტეტში, სადაც ბაკალავრიატის ხარისხი ავიღე ფიზიკაში. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, 2015 წლიდან, ვმუშაობ მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით. ამჟამად ვცხოვრობ მიუნხენში და ვმუშაობ სიმენსის სათავო ოფისში ადამიანური რესურსების მონაცემთა ანალიტიკოსად. ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ მინდოდა საკუთარი თავი და ცოდნა გამომეცადა არააკადემიური მიმართულებით, თუმცა ყოველთვის ვფიქრობდი რომ რაღაც ეტაპზე, როცა ზუსტად გავერკვეოდი იმაში, თუ რისი კეთება მომწონდა, აუცილებლად გავივლიდი სამაგისტრო კურსს.

სწორი დროის და განწყობების შერჩევა ჩემს შემთხვევაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. კოლუმბიის უნივერსიტეტში მოხვედრა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რომელიც ცხოვრების სწორ ეტაპზე უნდა დაიწყო.

რვა წლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, რომელიც ძირითადად ტექნიკურ ხასიათს ატარებდა, გადავწყვიტე უფრო მეტი გამეგო ბიზნესის შესახებ, თუმცა არც ტექნოლოგიურ სამყაროს მინდოდა დავშორებოდი. კოლუმბიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით მონაცემთა ანალიზში გაძლევს საშუალებას თვითონ დააბალანსო ბიზნესის და ტექნიკური კურსები და ფაქტობრივად ამ ორი სამყაროს სინთეზი ისწავლო მსოფლიოს წამყვანი პროფესორებისგან და კორპორაციულ სამყაროში წარმატებული პერსონებისგან.

სამომავლო გეგმები:

გერმანიაში თითქმის 12 წლიანი ცხოვრების, სწავლის და მუშაობის შემდეგ, ვფიქრობ, დროა გარემო შევიცვალო. ამ ეტაპზე მგონია, რომ ამერიკული განათლება, იქაური კონკურენტუნარიანი გარემო და მიდგომები დამეხმარება შემდეგ კარიერულ საფეხურზე ასვლაში. სწავლის დასრულების შემდგომ ვფიქრობ 3-4 წლიან ამერიკულ სამუშაო გამოცდილებაზე, რის შემდეგაც ჩემი დიდი სურვილია საქართველოში დაბრუნება.

რჩევა სტუდენტებს:

სტუდენტებს ვურჩევ ისწავლონ, ის რაც თვითონ აინტერესებთ, აკეთონ ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მოსწონთ და არასდროს დაკარგონ ენთუზიაზმი ახლის შეცნობის, კომფორტის ზონიდან გამოსვლის და გამოწვევების შესაძლებლობებად მიღების.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

COSMO-ს კოსმიური ამბავი: ბიზნესადქცეული ჰობი

ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო საქართველოს მასშტაბით