Get All Access for $5/mo

GIPA-ს და Kings & Generals-ის თანამშრომლობის ფარგლებში დიდგორის ბრძოლის ვიდეო შეიქმნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GIPA-ს და Kings & Generals-ის თანამშრომლობის ფარგლებში დიდგორის ბრძოლის ამსახველი ვიდეო შეიქმნა.

Kings and Generals ერთ-ერთი უმსხვილესი ინგლისურენოვანი ისტორიული YouTube არხია, რომელსაც 2.9 მილიონი გამომწერი ჰყავს. მათი ძირითადი მიმართულება, ისტორიის უმნიშვნელოვანესი ბრძოლების ანიმაციური ეკრანიზაციაა.

Kings and Generals-თან პარტნიორობა GIPA-ს ინიციატივით 2022 წლის იანვარში შედგა და თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დიდგორის ბრძოლის შესახებ ვიდეო დამზადდა. GIPA-ს მხრიდან სამუშაო პროცესში ჩართულები იყვნენ:

ნიკა ხოფერია - ისტორიკოსი, GIPA-ს ასისტენტ პროფესორი;

დავით გურგულია - რეჟისორი, გადაცემის ავტორი Radio GIPA-ში;

კიწი ხარაბაძე - GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

Kings and Generals აშუქებს ისტორიის გადამწყვეტ ბრძოლებს, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო გეოპოლიტიკა და ახლა უკვე საქართველოს ისტორიაც მიიღებს კუთვნილ ყურედღებას. GIPA-ს და Kings and Generals-ის პარტნიორობის შედეგად, უპრეცენდენტო რაოდენობის ინგლისურენოვანი მაყურებელი გაიცნობს ქართულ კულტურასა და ისტორიას. მომავალში, პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია თამარ მეფისა და საქართველოს ოქროს ხანის შესახებ ვიდეოს დამზადებაც.

წყარო: GIPA

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია