GITA-მ ტექნოლოგიური ბანაკების ციკლი დაიწყო ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას ამ სფეროებში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ტექნოლოგიური ბანაკების ციკლი გახსნა. პირველ ეტაპზე, სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტისა და ბიოტექნოლოგიების ბანაკები განხორციელდება.

ტექნოლოგიური ბანაკების ციკლი გაგრძელდება 13-18 აგვისტოს STEAM ბანაკით სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის, ხოლო 20-25 აგვისტოს STEAM მიმართულებების ბანაკში სკოლის 100 მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება შეიძინოს ტექნოლოგიების სფეროში.

ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას ამ სფეროებში.

გახსნის ცერემონიალზე ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ჯობავამ ხაზი გაუსვა ტექნოლოგიების მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებაში და სტუდენტებს წარმატება უსურვა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია