Get All Access for $5/mo

GITA-ს, Capstone Group-სა და Auto Gallery-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, Capstone Group-სა და Auto Gallery-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

Capstone Group-ი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, მისი მიზანია სტარტაპებს განვითარების მეტი პერსპექტივა გააჩნდეთ, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ფლობდნენ ინფორმაციას მენეჯმენტის ეფექტური მოდელების, საერთაშორისო ფინანსური და იურიდიული სისტემებისა და სტანდარტების შესახებ. შესაბამისად, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეები განახორციელებენ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის ერთობლივ პროექტებს, როგორც ადგილობრივად, ასევე საერთაშორისო დონეზე.

Auto Gallery -თან მემორანდუმი ითვალისწინებს, 100 000 ლარიანი საგრანტო პროექტის ფარგლებში შერჩეული ორი სტარტაპის დაფინანსებას 100 000 და 50 000 ლარიანი საინვესტიციო კომერციული წინადადებით, ხოლო Capstone Group-ი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეშვიდე რაუნდის სამ გამარჯვებულს დააჯილდოებს საკონსულტაციო პაკეტებით. პაკეტი მოიცავს ჯამში დაახლოებით 87 000 ევროს ღირებულების სერვისებს; ასევე GITA-ს ყველა ბენეფიციარისთვის დააწესებს 30%-ფასდაკლებას სერვისებზე, რაც მოიცავს ბიზნეს, იურიდიულ და საგადასახადო კონსულტაციებს და მენტორობას, როგორც Capstone-ის, ისე მისი პარტნიორი ორგანიზაციებისგან.

კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა სტარტაპების ინვესტიციების და მენტორობის პროცესში მნიშვნელოვან როლს იძენს ქართული სტარტაპების ინტერნაციონალიზაციის პროცესში. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო Capstone Group -თან თანამშრომლობას სხვა ,,ენჯელ ინვესტორების" დაინტერესების კუთხითაც გააგრძელებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!