Sponsored Content

GITA-ს საგრანტო პროგრამის "25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულები კახეთში ცნობილია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის "25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულები კახეთში გამოვლინდნენ.

გამარჯვებული პროექტები:

  • სმარტფერმერი - პროექტი "ჭკვიანი ფერმერი" გულისხმობს მოწინავე ტექნოლოგიებისა და მონაცემების საფუძველზე სოფლის მეურნეობის გადაწყვეტილებების გამოყენებას პროდუქტიულობის, ეფექტურობისა და მდგრადობის გასაზრდელად.
  • აგრიოლი - პროექტის მიზანია ინოვაციური აგრო პლატფორმის შექმნა, რომელიც ერთ სივრცეში აგრო სფეროში მომუშავე მეწარმეებს/ფერმერებს დააკავშირებს დიდ კომპანიებთან/ორგანიზაციებთან.
  • ჩადი / Chadi - პროექტი მიზნად ისახავს ქვევრში ღვინის დაყენების ავტომატიზაციას. პროექტის ფარგლებში შექმნილი პირველი პროდუქტი არის უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული კონსტრუქცია "ჩადი", რომელიც მეღვინეს ქვევრში ღვინის დაყენების პროცესს საგრძნობლად უმარტივებს.
  • რობოტ-ა: შენი პირველი რობოტი - პროგრამირების და რობოტიკის შესწავლა რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის.
  • პრომეთე - პროექტის მიზანია, შეიქმნას ხიდი მცირე და საშუალო ბიზნესებსა და გამოცდილ პროფესიონალებს შორის, რათა მათი ერთობლივი მუშაობით შეიქმნას დინამიური და მხარდამჭერი ეკოსისტემა კახეთში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
  • ჰელპერი - ციფრული პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლებს, აღმოფხვრან მათი ავტომობილების გაუმართაობა, ან უცაბედად წარმოქმნილი პრობლემა.
  • ეკო სივრცე კახეთში - პროექტის მიზანია კახეთში, სოფელ საბუეში (ყვარელის მუნიციპალიტეტი) ეკოტურიზმის ინოვაციური სერვისების დანერგვა და განვითარება
  • Pelper - აპლიკაცია ასკანერებს შინაური ცხოველის სხეულს და მიუთითებს შესაძლო დაავადებასა ან პრობლემაზე, შემდგომ კი სთავაზობს პატრონს ლაივ კონსულტაციას რეგიონში მდებარე ვეტერინართან.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. რეგიონებში. ქვემო ქართლსა და კახეთში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 9 ოქტომბრიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით და შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავს: ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. "ფიჩინგს". საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე www.grants.gov.ge.