GITA - ს სტარტაპი Biliki AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც Google-ის სტარტაპ აქსელერატორში მოხვდა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპი Biliki AI პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც მოხვდა Google-ის სტარტაპ აქსელერატორში Google for Startups Accelerator: AI First.
აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 317 აპლიკანტიდან 15 სტარტაპი შეირჩა. მონაწილე სტარტაპები 10 კვირის განმავლობაში ინტენსიურ ტრენინგებსა და მენტორშიპ სესიებს გაივლიან. აქსელერატორი მნიშვნელოვანი ბენეფიტებით გამოირჩევა:
- გუგლის სერვისებზე წვდომა;
- ბიზნეს, მარკეტინგული და ტექნოლოგიური მიმართულებით მხარდაჭერა;
- ინვესტორებთან შეხვედრები;
- დარგობრივი მიმართულებით, ახალი კავშირების და პარტნიორების გაჩენა;
Google for Startup მსოფლიოს ტოპ 5 აქსელერატორში შედის და მის პორტფელში 20 უნიქორნია.
"გვსურს, Google-თვის წარმატებული პრეცედენტი გავხდეთ, რათა სხვა ქართული სტარტაპებისთვის გაიხსნას გზა და ჩვენი ქვეყნის მეტი სტარტაპი გახდეს აქსელერატორის მონაწილე". - აცხადებს ბილიკის თანადამფუძნებელი.
Biliki AI არის პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია წამებში შექმნას ეკო-მეგობრული სამოგზაურო გეგმა და მიიღოს ინფორმაცია ყოველი დღის აქტივობების, სასტუმროებისა და ტრანსპორტირების შესახებ.