Get All Access for $5/mo

GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წარსდგა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წარსდგა. საკომიტეტო მოსმენა ინოვაციების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობას ეხებოდა.

სააგენტო ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით და რეგიონების დაფარვა ხორციელდება ტექნოპარკებისა და ინოვაციური ცენტრების მეშვეობით. კერძოდ რეგიონალური ცენტრები წარმოდგენილია: ბათუმში, გურჯაანში, თელავში, კასპში, ზუგდიდში, რუხსა და ახმეტაში. 2021 წელს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისთვის 22 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და მთლიანობაში სააგენტოს პროექტები გააერთიანებს 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებულმა სტარტაპებმა 35 მილიონი ლარის კერძო ინვესტიციების მოზიდვა შეძლეს, აქედან 28 მილიონი ლარი სწორედ პანდემიის წელს, 2020-ში მოიზიდეს, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 11.3 მილიონ ლარს შეადგენს. საგრანტო პროგრამების ფარგლებში გასულ წელს დაფინანსდა 77 სტარტაპი, ხოლო მიმდინარე წელს 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 20 სტარტაპი და დამატებით დაფინანსდება 55-მდე სტარტაპი.

სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ აქსელერატორი 500 Startups-ი, რომელმაც 30 სტარტაპი შეარჩია და 15-მა მათგანმა 2020 წელს გაიარა აქსელერაცია, რომლებმაც პირველი სამი თვის განმავლობაში 4.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხეს, ხოლო მეორე 15 სტარტაპი ამჟამად გადის აქსელერაციის პროცესს და 4 ფინალისტი სტარტაპი, თავიანთ კომპანიებს, ინვესტორების წინაშე აშშ-ში, სილიკონ ველიზე 2021 წელს წარადგენენ.

ასევე, აქტიურ ფაზაში შევიდა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სააგენტო ქართულ სამეცნიერო ტექნოლოგიების ლიცენზირებაზე აქტიურად მუშაობს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსოფლიოში ცნობილ ინდუსტრიულ პარტნიორებთან, როგორიცაა: Airbus helicopters, Naval Group, Urgo და სხვები.

2020 წელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დაიწყო 3000 IT პროფესიონალის გადამზადების საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კურსს საქართველოს 600-მდე მოქალაქე გადის. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის რეფორმა, რომლის მიხედვითაც IT კომპანიებს, რომლებიც უცხოეთში ყიდიან თავიანთ პროდუქტს, საშემოსავლო და მოგების გადასახადი 5%-მდე შეუმცირდათ, ხოლო ქონების და დღგ-ს გადასახადი განულდა. სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში 2020 წლის ოქტომბრიდან საქართველოში შემოვიდა ორი მსხვილი ამერიკული IT კომპანია ეპამი და ექსადელი, რომელთაც საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე დაასაქმეს.

საკომიტეტო მოსმენაზე ავთანდილ კასრაძემ წარმოადგინა ქართული სტარტაპის პროდუქტის პროტოტიპი "MIZ-Mask" - მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისგან დაცვის ელექტრონიღაბი და ასევე ფიზიკურად წარმოდგენილები იყვნენ შემდეგი სტარტაპები:

  1. ქეთევან ვაჩიბერიძე - B2C – ელექტრო კომერციის ფლათფორმა;
  2. ნიკა აბაშიძე - რიგების მართვის ელექტრონული სისტემა;
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"