Get All Access for $5/mo

Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2022 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საერთაშორისო გამოცემამ- Global Finance- მა საქართველოს ბანკი 2022 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. სარედაქციო ჯგუფმა შეისწავლა 7 რეგიონსა და 80 ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები, ჩაატარა ბაზრის კვლევა, გაითვალისწინა ექსპერტთა მოსაზრებები, რათა შეერჩია ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ საუკეთესო სერვისების მიწოდებას ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში. საუკეთესო კასტოდიან ბანკები შემდეგი კრიტერიუმით შეარჩიეს: კლიენტებთან ურთიერთობა, მომსახურების ხარისხი, ტექნოლოგიური პლატფორმები, ანგარიშსწორების შემდგომ ოპერაციები, ბიზნესის უწყვეტობის გეგმები, მომხმარებელთა კმაყოფილება და ადგილობრივი რეგულაციების ცოდნა. საერთაშორისო გამოცემამ 2021 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდი შეაფასა.

"პანდემიამ დააჩქარა კასტოდიანი ბანკების დიჯიტალიზაციის ტემპი. ბანკები აგრძელებენ ადაპტირებას, რათა უზრუნველყონ საუკეთესო ხარისხის ფასიანი ქაღალდების სერვისები საკუთარი კლიენტებისთვის მთელს მსოფლიოში", - განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ. "Global Finance Sub-custodian Bank-ის ჯილდოები გადაეცემათ ორგანიზაციებს, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ ინოვაციურ იდეებს, ეფექტურ გადაწყვეტილებებსა და რჩევებს",- დასძენს ჯოზეფ ჯიარაპუტო.

შეგახსენებთ, კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. "საქართველოს ბანკი" არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებასა და შენახვას სთავაზობს. "საქართველოს ბანკი 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას Best Sub-Custodian Bank Award-ში და ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერობას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია