Get All Access for $5/mo

,,Globalize UK 2022"-ის ინიციატივაში უდიდესი პოტენციალია და მე მისი მხარდამჭერი ვიქნები" - სალომე ზურაბიშვილი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ,,Globalize UK 2022":

რატომ მოვიდა საქართველოს პრეზიდენტი ამ კონფერენციის მხარდასაჭერად? ჩემი აზრით, აქ წარმოდგენილია ის ყველაფერი, რაც დღეს საქართველოს ესაჭიროება.

პირველ რიგში, გლობალიზება. ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილად ყოფნა გვჭირდება.

ზოგს შესაძლოა, სურდეს ჩვენი იზოლირება, ზოგს შესაძლოა, სურდეს იხილოს საქართველო, რომელიც უკან და უკან მიდის. მაგრამ, თუ საქართველოს მომავალ სამყაროში არსებობა სურს, ის გლობალური სამყაროს ნაწილი უნდა გახდეს.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ პატარა ქვეყნისთვის, გარკვეულ დარგებში ჩვენ საკმაოდ ვართ წარმოდგენილი - იქნება ეს ღვინო, სპორტი თუ კულტურა და ტექნოლოგიები.

ქართველები ყოველთვის ძალიან ინოვაციურები იყვნენ. და როდესაც პირველად შევედი ქართულ პოლიტიკაში, გამაოცა ხანშიშესული, თუ შუახნის ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც სხვადასხვა ინოვაციებით მოდიოდნენ. ეს, რა თქმა უნდა, არსად წასულა, რადგან იდეები ყოველთვის იყო. იმ დროს, არ არსებობდა რეალური გზა, რომლითაც უბრალო იდეის პრაქტიკულ ინიციატივად, ან ბიზნესად განვითარება იქნებოდა შესაძლებელი.

დღეს კი მსოფლიოში ეს ხდება. შეგიძლია იდეები რეალობად აქციო, აქციო ქვეყნისა და დარგის განვითარების გლობალურ ინსტრუმენტად.

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დარგში საქართველო იწყებს სვლას და საქართველო ,,სტარტაპია" და ვფიქრობ, წარმატებული ,,სტარტაპი", ჩვენ უნდა ვაქციოთ ის წარმატებულად.

ასე რომ, აქ გაერთიანებულია საქართველოსათვის საჭირო ყველა ელემენტი - ინოვაცია, ახლგაზრდობა, ქალები, ტექნოლოგია. თუ არ ვცდები, გუშინ პარლამენტის წარმომადგენელმა, რომელიც აქ იმყოფება, ამბობდა, რომ ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები, როგორიც გაზია - ჩვენ გვაქვს ღვინო, ეს ბუნებრივი რესურსია. ჩვენ გარკვეულწილად, გვაქვს ელექტროენერგია და მეტის ქონა შეგვიძლია.

რაც გვაქვს, ესაა დიდი რაოდენობით ადამიანური ძალა, ადამიანური გონება და საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის სურვილი.

თითოეული ქართველი და შესაბამისად, დიასპორა, უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველი, რომელმაც დატოვა ქვეყანა, უკან ბრუნდება, თუ სხვა გზას ირჩევს, ყოველთვის დაკავშირებულია საქართველოსთან და ყოველთვის სურს სულ ცოტა საქართველოს ექსპორტი და როგორც იცით, ახლა ჩვენი მოსახლეობის ¼ საზღვარგარეთაა, რაც საუკუნეების განმავლობაში, არ იყო საქართველოში. ეს ამ ბოლო 20-30 წლის ახალი ელემენტია. და ეს კაპიტალია. კაპიტალია, როცა შეგვიძლია დიასპორასთან ამ კავშირის შენარჩუნება და როცა დიასპორა ჩართული გვყავს ქვეყნის განვითარებაში, საქართველოს ეკონომიკისა და კულტურის განვითარებაში.

ეს ინიციატივა, ეს წამოწყება, მათი ჩართულობის, ერთგულების შენარჩუნების და ზრდის ერთ-ერთი გზაა, რადგან, ეს საქართველოსთან ამ კავშირს საინტერესოს და ცოცხალ ხიდს.

ეს არამხოლოდ გარედან ეხმარება თქვენს ოჯახებს, გარკვეული სოციალური პროექტების მხარდაჭერით, (რაც ძალიან კარგია), არამედ ეს ხდება საქართველოს განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკის ნაწილი.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქართული დიასპორის ძალიან დიდი ნაწილი დაინტერესებულია, ამ გამოწვევასთან გამკლავებით.

ჩვენ მათ უნდა შევთავაზოთ საშუალებები და მათთან უფრო ახლოს უნდა მივიტანოთ ინფორმაცია, რათა იცოდნენ სად და რა მიმართულებით შეუძლიათ განვითარება.

ასე რომ, ვფიქრობ, ამ ინიციატივაში უდიდესი პოტენციალია და რა გზითაც იქნება შესაძლებელი მსურს, მისი მხარდამჭერი ვიყო.

გუშინ უკვე ვუთხარი ორგანიზატორებს, რომ, პრეზიდენტის სასახლის კარი ღიაა, ნებისმიერ დროის გარკვეული ღონისძიებებისთვის - ინვესტორების მიღებისა თუ დიასპორისათვის, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ჩართულები ასეთ პროცესებში.

სწორედ ესაა პრეზიდენტის სასახლის დანიშნულება, რომ იყოს გარკვეული ინიციატივების მხარდამჭერი ინსტრუმენტი.

და კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც ამ ინიციატივას ძალიან ღირებულს ხდის, არის ის, რომ ის ძალიან თავისუფალია. ეს არ არის ის, რასაც ან მთავრობა, ან საზოგადოება განკარგავს.

ეს უნდა იყოს მხარდაჭერილი და ვფიქრობ, რომ ყველა წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს აქ ყოფნა სწორედ ამას ნიშნავს, რომ ის მხარდაჭერილია, მაგრამ ის, ამავე დროს, თავისუფალი უნდა იყოს. უნდა დარჩეს იმათ რაც არის, რაც თავისუფალ ინიციატივას ეფუძნება და ასეთ სწორედ ეს აძლევს მას ძალას.

დაბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ მომავალი წლის ივლისში, ჩვენი ,,ქალთა საერთაშორისო კონფერენცია" მეორედ ჩატარდება, რომელიც უსაფრთხოების, მშვიდობისა და კონფლიქტების საკითხებს ეძღვნება.

გვექნება მრავალფეროვანი პანელები. ერთ-ერთი მათგანი ქალებს და ტექნოლოგიებს უნდა მიეძღვნას. ასე რომ, ამ კონფერენციაში "გლობალაიზ პლატფორმის" წარმომადგენელთა ადგილიც იქნება.

ძალიან მაინტერესებს, ამ იდეებიდან და ინოვაციებიდან ზოგიერთი იმისკენ თუ იქნება მიმართული, ამ ახალი ტექნოლოგიების, სტარტაპების და "გლობალაიზ პლატფორმის" გამოყენებით, რა შეიძლება გაკეთდეს რათა კონფლიქტები გადავლახოთ, როგორ გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობისას მომავალში. ეს მხოლოდ გახსნითი შეკითხვაა.

დაბოლოს, აქ დავასრულებ. მცირე სიურპრიზი მაქვს. მსურს მოვუხმო ანა რობაქიძეს. არ წარგიდგენთ მას, ვფიქრობ, აქ მყოფთაგან ყველამ იცის მის შესახებ.

გთხოვ, მოდი აქ. [ვიცი, სხვა მრავალი წარმატებული ქალია და არ მსურს ვთქვა, რომ მხოლოდ ერთია], რადგან დღეს შენ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხარ, რომ მომავალ კონფერენციაზე, ან მომავალ წელს მეტი და მეტი შენნაირი იყოს.

ამიტომ, მე გადავწყვიტე, როგორც მაგალითი და სიმბოლო დაგაჯილდოვო პრეზიდენტის ღირსების მედლით, როგორც ყველა სხვა [წარმატებული ქალის] სიმბოლო.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი