Get All Access for $5/mo

გლობალური სტარტაპ ფონდის პირველი გარიგება საქართველოში ვინ იქნება შემდეგი?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Influence Georgia

29 მაისს გლობალური სტარტაპფონდის ოფიციალური პრეზენტაცია და პირველი საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა ქართველ სტარტაპებთან, რომელთაგან ინვესტორები Influence Georgia-თი დაინტერესდნენ.

შეგახსენებთ, რომ გლობალური სტარტაპფონდი საქართველოში ისრაელის სილიკონ ვადის და სილიკონ ველი თბილისის პარტნიორობის ფარგლებში წელს დაარსდა. ფონდის მიზანია ქართული სტარტაპების დაფინანსება და მასშტაბირებაში დახმარება. აქვე დავამატებთ, რომ გლობალური სტარტაპფონდის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, და ის აგრეთვე განიხილავს შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს Dollar to Dollar Basis ინიციატივის შესაბამისად (თანადაფინანსების გრანტის პროგრამა), 650 000 ლარის ფარგლებში.

მსგავსი სტატია: საქართველოში გლობალური სტარტაპ ფონდი იქმნება

პირველ საინვესტიციო შეხვედრაზე 50 აპლიკანტიდან 11 ქართულ სტარტაპგუნდს მიეცა შესაძლებლობა წარმდგარიყვნენ და შემდეგ პირისპირ შეხვედროდნენ ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორებს თანამშრომლობის პირობებზე სასაუბროდ.ამ ეტაპზე, ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორები სამისტარტაპით დაინტერესდნენ. მოლაპარაკებების წარმოება კი უკვე დაიწყეს სტარტაპთან InfluenceGeorgia. Entrepreneur Georgia დაინტერესდა მოლაპარაკებების დეტალების გარკვევით, რისთვისაც თავად სტარტაპდამფუძნებელ გიორგი თუშურაშვილთან ისაუბრა.

როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც გლობალური სტარტაპფონდის პირველ შერჩეულ სტარტაპად დასახელდით შემდგომი საინვესტიციო მოლაპარაკებების საწარმოებლად?
პირველ რიგში, საქართველოში ასეთი შეხვედრები ხშირად იმართება. ამ შემთხვევაში, შეხვედრა რეალური მოლაპარაკებებით გაგრძელდა, სადაც უკვე კონკრეტულ ციფრებზე და სქემებზე ვისაუბრეთ დაინტერესებულ ინვესტორებთან.

რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა, რომ ჩვენ აგვარჩიეს, თუმცა ყველასხვა სტარტაპი ძალიან კარგი იყო. ჩვენ შემთხვევაში, საბედნიეროდ, დაემთხვა ინვესტორების ინტერესები ჩვენს საქმიანობას, რამაც ალბათ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა, მოლაპარაკებებისთვის შერჩეულიყო ჩვენი კომპანია. რაც ყველაზე სასიხარულოა, ფონდის ინვესტორები ფულს არ დებენ მხოლოდ იდეაში და კომპანიაში, არამედ ადამიანებში, რაც ძალიან იშვიათია საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ინვესტორებმა სწორად შეაფასეს ჩვენი გუნდის ცოდნა და გამოცდილება ამ ბიზნესში.

გვიამბეთ თქვენი გუნდის შესახებ
კომპანიის თანადამფუძნებლები ვართ მე და ლადი გაბუნია. მანამდე, ორივე ევროპაში ვიმყოფებოდით. მე გერმანიაში ვცხოვრობდი 20 წლის განმავლობაში, სადაც განათლება მივიღე ეკონომიკის მიმართულებით და ვიმუშავე წამყვან საკონსულტაციო/ლობისტურ კომპანიაში. ლადი კი 10 წელზე მეტხანს ცხოვრობდა შვედეთში, სადაც პოლიტიკური მარკეტინგის მიმართულებით მიიღო განათლება. იქვე მუშაობდა ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ერთ-ერთ უდიდეს კომპანიაში. Influence Georgia დავაფუძნეთ 2017 წელს, მას შემდეგ, რაც დავბრუნდით საქართველოში.

როგორ გაჩნდა InfluenceGeorgia-ს იდეა? რაში მდგომარეობს თქვენი იდეის ახალი ღირებულება?
იდეა დაიწყო ერთი ძალიან ცნობილი მარკეტინგული წიგნიდან − Contagious, სადაც საუბარია, თუ როგორ ხდება თემა ვირუსული (Viral), რასახისფაქტორები არსებობს და როგორ უნდა მიაღწიო ბევრ ადამიანს. იქ იყო ასეთი მაგალითი კომპანიის, რომელიც ამერიკაში მუშაობს და რომელიც მსურველებს სხვადასხვა ახალ პროდუქტს უგზავნის გასატესტად.შემდეგ, ეს ადამიანები ხშირად ლაპარაკობენ ამ პროდუქტზე და სანამ ის ბაზარზე შემოდის, უკვე ბევრმა ადამიანმა იცის, თუ რა გამოცდილება აქვს პერსონას, ვინც გატესტა პროდუქტი. იდეა ძალიან მოგვეწონა და გადავწყვიტეთ მსგავსი რამ გაგვეკეთებინა. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ასეთი კომპანიები უკვე არსებობდასაზღვარგარეთ, თუმცა ეს ბარიერი არ ყოფილა. პირიქით− კარგად შევისწავლეთ როგორ მუშაობდნენ საერთაშორისო კომპანიები და გადავწყვიტეთ მოგვეკიდა ხელიინფლუენსერ-მარკეტინგისთვის.

ჩამოვწერეთ ყველაზე ცნობილი ადამიანები, რომლებიც საქართველოში არიან და სოციალურ მედიაში აქტიურობენ, და ნელ-ნელა დავუკავშირდით მათ, რომ შეგვექმნა ინფლუენსერების (გავლენიანი ადამიანების) ბაზა. ამის შემდეგ დავუკავშირდით კომპანიებს და შევთავაზეთ უკვე პირველი კამპანიების ჩატარება. თავიდან ჩვენც ექსპერიმენტისა და გარკვევის პროცესში ვიყავით, საერთოდ რას ვაკეთებდით და ეს რამდენად მუშაობდა.

ნელ-ნელა დავიწყეთ უკვე ბევრ სხვადასხვა ბრენდთან მუშაობა, მათ შორის "კოკა-კოლა", "სამსუნგი", ბანკები და სხვა. დღეს ჩვენი კომპანია უკვე წარმატებით მუშაობს,35 კორპორაციული კლიენტი გვყავს და ყოველწლიურად გვეზრდება შემოსავლები.

შარშან ჩვენი კომპანიის სერვისების ავტომატიზება გადავწყვიტეთ, მისი ონლაინ-პლატფორმად ჩამოყალიბების საშუალებით. GITA-ს 100 000- ლარიანი გრანტიც მივიღეთ პლატფორმის შესაქმენლად, რომელსაც სახელად Ecolize ერქმევა. ამჯერად, დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის ეტაპზე ვართ, რომელიც გვინდა წლის ბოლომდე დავასრულოთ.

როგორ იმუშავებს პლატფორმა?
პლატფორმა საშუალებით, ნებისმიერი ბიზნესი ძალიან მარტივად შეძლებს კამპანიის დაგეგმვას, მართვას და შედეგების ანალიზს. მომხმარებელს შეეძლება თავისი მოთხოვნებიდან გამომდინარე გაფილტროს ინფლუენსერები, გამოავლინოს ის ინფლუენსერი რომელიც თავის კამპანიაში გამოადგება. ეს შეიძლება იყოს ასაკის მიხედვით, გენდერის, გეოგრაფიული ლოკაციისან ინტერესის მიხედივთ.

როგორ ახდენთ ინფლიენსერების იდენტიფიცირებას?
ეს რამდენიმე რამეზეა დამოკიდებული. ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ ადამიანებს, რომელსაც ბევრი მიმდევარი ყავს. ზოგადად ეს მიმართულება იმ კუთხით ვითარდება რომ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ე.წ. ნიშური ინფლუენსერი, ანუ ადამიანი რომელიც კონკრეტულ თემატიკაში არის ძალიან ძლიერი. ამდენად, ჩვენი მთავარი კრიტერიუმია პროფესიონალიზმი და პროფესიული ავტორიტეტი. ასევე ვაკონტროლებთ ინფლუენსერს ჰყავს თუ არა ყალბი მიმდევრები, რაც მნიშვნელოვანი დეტალია.

პლატფორმის შემდეგ პროდუქტი გაიაფდება, რადგან იქ ადამიანური რესურსი ნაკლები იქნება საჭირო ავტომატიზებული პროცესებიდან გამომდინარე. ამასთან, თავად აქვს სწრაფი ზრდის და მასშტაბირების პოტენციალი. სწორედ ეს არის, რაც დაგვეხმარა შემდეგი ინვესტიციის მოზიდვაში.

რას ელოდებით ამ საინვესტიციო მოლაპარაკებიდან? ელოდებით თუ არა, რომ იმ გარიგებას მიაღწევთ, რაც ემ ეტაპზე თქვენ გსურთ?
ცალსახად ველოდებით. რეალურად, ჩვენ შემდეგი რაუნდისთვისაც მომზადებულები ვიყავით. გვქონდა მოლაპარაკება საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია და მზადაა ვენჩურული კაპიტალი ჩადოს სხვადასხვა სტარტაპში. მომზადებული გვქონდა საინვესტიციო პრეზენტაცია, თუ რას ვაკეთებთ და შესაბამისად, ამიტომ გადავწვიტეთ, გლობალური სტარტაპფონდის კონკურსში მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენთვის ამ მოლაპარაკებაში მთავარი არ იყო ფულის "აწევა". ვეძებდით პარტნიორს, რომელიც ფულის გარდა კავშირებით და იმიჯითაც დაგვეხმარებოდა, რაც მომავალში უფრო მეტად გამოგადგებოდა. ამ შემთხვევაში, დავინახეთ ეს პერსპექტივა.

გარდა ამისა, გლობალური სტარტაპფონდი თანამშრომლობს ისრაელის ტექჰაბთან თბილისში, რომელიც ჩვენს სრულ ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფს პლატფორმისთვის. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიაში ტექნიკური განათლების მქონე წევრი არ გვყავს. კარგია, როცა მსგავს სტრატეგიულ თანამშრომლობასთან ერთად, არსებობს ფინანსური კომპონენტიც, რომლითაც ჩვენ შევძლებთ მასშტაბირებას და საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბიბებას.

ეს ინვესტიცია კონკრეტულად რაში დაგეხმარებათ?
თანხის უდიდესი ნაწილი ამ ინვესტიციიდან დაიხარჯება სწორედ პლატფორმის განვითარებაზე. დანარჩენი თანხა ახალი ბაზრების ათვისებას მოხმარდება. პირველი სამიზნე ბაზარი უკრაინაა, რაც გაგრძელდება ევროპის სხვა ქვეყნებით.

ჩვენ გვინდა გავხდეთ გლობალური სტარტაპი. ინფლუენსერ მარკეტინგის მსგავსი პლატფორმები არსებობს, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს გამოკვეთილი ლიდერი ბაზარზე. ჩვენი მიზანია გავხდეთ ერთ-ერთი ლიდერი ამ მიმართულებით გლობალურ ბაზარზე.

მენი ბენიში

გლობალური სტარტაპფონდის ინვესტორი

მჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. როგორც კი შეიქმნება წარმატების ქეისები და სტარტაპები დაინახავენ ფონდთან თანამშრომლობის ღირებულებას, განაცხადების რაოდენობა 3-4-ჯერ გაიზრდება.

ზოგადად, ჩვენ ინვესტიციას ვდებთ ადამიანებში, და არა იდეებში. Influence Georgia-ს გუნდის სახით, შევარჩიეთ ძალიან ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები. გვჯერა, ჩვენი დახმარებით ისინი დაინახავენ, რომ "ცაც კი ლიმიტია".

საქართველოსთან მიმართებაში, გეგმაში გვაქვს 2 პანელის მოწყობა ყოველწლიურად და 7-დან 10-მდე სტარტაპის მხარდაჭერა. ასევე, მოვაწყობთ შეხვედრებს, რათა დავეხმაროთ სტარტაპებს სწრაფ ზრდაში და მასშტაბირებაში.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია