Get All Access for $5/mo

გლობალური სტარტაპ ფონდის ინვესტორების მიერ შერჩეული სტარტაპების ვინაობა ცნობილია

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

27 მაისს, BTU-ში დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ადგილობრივი და საერთასორისო ინვესტორები 15 სტარტაპის პრეზენტაციას მოისმენენ და შესაძლო დაფინანსებაზე ისაუბრებენ.

ბილიკი, სტარტაპი ეხმარება მოგზაურებს უმოკლეს დროში დაგეგმონ მოგზაურობა და უსაფრთხოდ გაიარონ მარშრუტი ოფლაინ რეჟიმშიც ინტერაქტიული რუკისა და GPS ტრეკინგის საშუალებით.

ბილიკის გამოყენებით მომხმარებელს შეეძლებათ შექმნან, შეიძინონ ან გაყიდონ საკუთარი მარშრუტები დამატებითი ყოველთვიური გადასახადების გარეშე, მიიღონ სასარგებლო რჩევები და იყვნენ მოგზაურთა დიდი ჯგუფის ნაწილი.

ანიმა ჩეთბოტიქსი, სტარტაპი, რომელიც ქმნის სულიერ მანქანებს.

"ჩეთბოტიქსი" ნიშნავს ალგორითმების შექმნის ხელოვნებას, ხოლო "ანიმა" ლათინურად ნიშნავს "სულს".

სტარტაპი აერთიანებს ამბის თხრობის უძველეს ტექნიკებს - ჰიპერთანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებთან.

პევატონი - B2B ვებ-პლატფორმა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ ევროპელ დიზაინერებს დასავლეთ ევროპულ ბუტიკებთან.

სტარტაპის მიზანია ბუტიკებმა სწრაფად და ეფექტურად შეძლონ პროდუქციის სორსინგი. მეორესმხრივ დიზაინერებმა შეძლონ თავის დამკვიდრება ევროკავშირში.

სითიფეი არის პირველი სტარტაპი რეგიონში, რომელიც კრიპტო გადახდების მიმღებ სისტემას სთავაზობს ნებისმიერი სახის ბიზნესს.

სითიფეის გამოყენებით ბიზნესს შუძლია კრიპტო ტრანზაქციების მიღება მომენტალურად 5-ჯერ მცირე ხარჯებით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან თანხის ადგილობრივ ვალუტაში კონვერტაციით ყოველგვარი დანაკარგის გარეშე.

მულტი, სტარტაპი წარმოადგენს ძირითადი საშუალებების ღრუბლოვან საინვენტარიზაციო/მართვის პროგრამას, რომელიც ინტეგრირებულია RFID ტექნოლოგიასთან;

ვიდუფუდი, სტარტაპი მომხმარებელს აძლევს საშუალებას შექმნას საკუთარი ონლაინ რესტორანი სახლიდან გაუსვლელად, დამატებითი ფინანსური და ოპერაციული სირთულეების გარეშე.

დატანინჯა - არის მულტიფუნქციური ხელსაწყო, რომელიც მომხმარებელს ეხმარება ონლაინ მარკეტინგული კამპანიების ავტომატიზაციაში. დატანინჯას გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია შექმნას ციფრული რეკლამა, მართოს იგი და თვალი ადევნოს მის შედეგიანობას რეალურ დროში. დატანინჯას მიზანია, რომ რაც შეიძლება მარტივად და ყოველგვარი ტექნიკური ცოდნის გარეშე მომხმარებელმა შექმნას რთული კონფიგურაციის მქონე მარკეტინგული კამპანიები და დათვალოს მათი შედეგიანობა.

Ehotelspace, ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული, ციფრული გაყიდვების მართვის პლატფორმა, რომელიც ეხმარება სასტუმროებს მინიმალურ დროში შექმნან საკუთარი ვებ გვერდი, პირდაპირი ჯავშნის მიღების ფუნქციით, ონალაინ ჩატითა და ნებისმიერ ჩენელ მენჯერთან ინტეგრაციის შესაძლებლობით.

B2C.GE, ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესებს, მარტივად და დამოუკიდებლად შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია და დაიწყო ვაჭრობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

B2C.GE წარმოადგენს ელექტრონული კომერციის ყველაზე მსხვილ პლატფორმას საქართველოში, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივ მეწარმეების ისე საერთაშორისო, გლობალური ბრენდების ონლაინ მაღაზიებს.

Kovzy ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ნებისმიერი ტიპის კვების ობიექტს სთავაზობს ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციისთვის საჭირო ინსტრუმენებტს. პლატფორმა ორ უმნიშვნელოვანეს პრობლემას უხსნის კომპანიებს და წარმოადგენს, ერთის მხრივ კვების ობიექტში მიღებული შეკვეთების მართვის და მეორეს მხრივ ონლაინ შეკვეთების მიღება-შესრულების მონიტორინგის ეფექტურ ინსტრუმენტს.

Kovzy-ს პლატფორმა წარმოადგენს სრულ ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც შედგება შემდეგი მოდულებისგან:

  • ელექტრონული კომერცია (პერსოანლური ვებ-გვერდის შექმნა)
  • QR მენიუ

CARU - საშუალებას აძლევს ავტომფლობელებს შეაკეთონ მანქანა, უფრო სწრაფად და გადაიხადონ ბევრად ნაკლები თანხა.

CARU პლატფორმა, მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამოიძახოს ავტო ავტოასისტენტი, რომელიც მანქანაზე იზრუნებს. ავტოასისტენტი წაიყვანს მანქანას, ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად. მოიძიებს საჭირო ნაწილებს, შეაკეთებინებს ავტომობილს და დაუბრუნებს მომხმარებელს. ავტოასისტენტი წინასწარ უთანხმებს მომხმარებელს ყველანაირ ხარჯს და მხოლოდ დასტურის სურვილის შემთხვევაში შეაკეთებს ავტომობილს.

კერნელი, ციფრული ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების მარტივი ვებ-აპლიკაციაა, რომლის მიზანიც მცირე ბიზნესებისთვის ფინანსებისა და ბუღალტრული დოკუმენტაციის მართვის გამარტივებაა. კერნელი ნებისმიერი ადამიანსთვის მარტივად გამოსაყენებელია და არ მოითხოვს არანაირ ფინანსურ ცოდნასა თუ გამოცდილებას.

ომოფოქსი, გლობალური ციფრული სატვირთო გადაზიდვების პლატფორმა. სტარტაპი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მოახდინონ ტვირთებზე ფასის მიღება, დაჯავშნა და თვალყურისდევნება რეალურ დროში, მონაცემთა ღრმა ხილვადობით. ომოფოქსი უზრუნველყოფს სწორ კომუნიკაციას გადაზიდვის პროცესში ჩართულ მხარეებს შორის.

Cyber Lawyer არის იურიდიული დოკუმენტების ონლაინ მომზადების პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იურიდიული დოკუმენტები მოამზადონ იურისტის დახმარების გარეშე.

ClpHub - არის SaaS პლატფორმა სადაზღვევო კომპანიებისთვის. სტარტაპი კომპანიებს აწვდის გამზადებულ სისტემებს პოლისების, ზარალების, ბუღალტერიის, რეპორტინგის და ბილინგის სამართავად. სტარტაპის მოქნილი პლატფორმის დახმარებით კომპანიებს შეუძლიათ გაამარტივონ თავიანთი ბიზნეს პროცესები და გამარტივებულად მოახდინონ კომუნიკაცია საკუთარ კლიენტებთან. სტარტაპი, ასევე ეხმარება კომპანიებს დაჩქარებული წესით მოახდინონ ბაზარზე ახალი და ინოვაციური პროდუქტების გატანაში.

გლობალური სტარტაპ ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდი საქართველოში, რომელიც ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორებისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით BTU-ში დაფუძნდა.

ფონდში პირველი მსხვილი დაფინანსება GITA-სთან პარტნიორობით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში 2019 წელს განახორციელა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი