Get All Access for $5/mo

გლობალური სტარტაპ ფონდის ინვესტორებმა 8 სტარტაპი შეარჩიეს ღონისძიებაზე ინვესტორებმა 15 სტარტაპის პრეზენტაცია მოისმინეს

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

გლობალური სტარტაპ ფონდის რიგით მე-3 ღონისძიება 27 მაისს სასტუმრო "რუმს თბილისიში" გაიმართა.

ღონისძიებას ადგილობრივი და ისრაელიდან სპეციალურად ჩამოსული ინვესტორები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ინვესტორებმა 15 სტარტაპის პრეზენტაცია მოისმინეს და შედეგად 8 საუკეთესო სტარტაპი დასახელდა, რომელთანაც ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ Angel ინვესტორები ისრაელის სილიკონ ვადიდან, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებიდან, ადგილობრივი ინვესტორები.

Anima Chatbotics • ანიმა ჩეთბოტიქსი, სტარტაპი, რომელიც ქმნის სულიერ მანქანებს.
"ჩეთბოტიქსი" ნიშნავს ალგორითმების შექმნის ხელოვნებას, ხოლო "ანიმა" ლათინურად ნიშნავს "სულს".
სტარტაპი აერთიანებს ამბის თხრობის უძველეს ტექნიკებს - ჰიპერთანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებთან.

CityPay.io, არის პირველი სტარტაპი რეგიონში, რომელიც კრიპტო გადახდების მიმღებ სისტემას სთავაზობს ნებისმიერი სახის ბიზნესს.
სითიფეის გამოყენებით ბიზნესს შუძლია კრიპტო ტრანზაქციების მიღება მომენტალურად 5-ჯერ მცირე ხარჯებით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან თანხის ადგილობრივ ვალუტაში კონვერტაციით ყოველგვარი დანაკარგის გარეშე.

OMOFOX - ომოფოქსი, გლობალური ციფრული სატვირთო გადაზიდვების პლატფორმა. სტარტაპი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მოახდინონ ტვირთებზე ფასის მიღება, დაჯავშნა და თვალყურისდევნება რეალურ დროში, მონაცემთა ღრმა ხილვადობით. ომოფოქსი უზრუნველყოფს სწორ კომუნიკაციას გადაზიდვის პროცესში ჩართულ მხარეებს შორის.

Pevaton, B2B ვებ-პლატფორმა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ ევროპელ დიზაინერებს დასავლეთ ევროპულ ბუტიკებთან.
სტარტაპის მიზანია ბუტიკებმა სწრაფად და ეფექტურად შეძლონ პროდუქციის სორსინგი. მეორესმხრივ დიზაინერებმა შეძლონ თავის დამკვიდრება ევროკავშირში.

DataNinja, არის მულტიფუნქციური ხელსაწყო, რომელიც მომხმარებელს ეხმარება ონლაინ მარკეტინგული კამპანიების ავტომატიზაციაში. დატანინჯას გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია შექმნას ციფრული რეკლამა, მართოს იგი და თვალი ადევნოს მის შედეგიანობას რეალურ დროში. დატანინჯას მიზანია, რომ რაც შეიძლება მარტივად და ყოველგვარი ტექნიკური ცოდნის გარეშე მომხმარებელმა შექმნას რთული კონფიგურაციის მქონე მარკეტინგული კამპანიები და დათვალოს მათი შედეგიანობა.

Biliki • ბილიკი, სტარტაპი ეხმარება მოგზაურებს უმოკლეს დროში დაგეგმონ მოგზაურობა და უსაფრთხოდ გაიარონ მარშრუტი ოფლაინ რეჟიმშიც ინტერაქტიული რუკისა და GPS ტრეკინგის საშუალებით.
ბილიკის გამოყენებით მომხმარებელს შეეძლებათ შექმნან, შეიძინონ ან გაყიდონ საკუთარი მარშრუტები დამატებითი ყოველთვიური გადასახადების გარეშე, მიიღონ სასარგებლო რჩევები და იყვნენ მოგზაურთა დიდი ჯგუფის ნაწილი.

VidooFood • ვიდუფუდი, სტარტაპი მომხმარებელს აძლევს საშუალებას შექმნას საკუთარი ონლაინ რესტორანი სახლიდან გაუსვლელად, დამატებითი ფინანსური და ოპერაციული სირთულეების გარეშე.

B2C • ბითუსი, ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესებს, მარტივად და დამოუკიდებლად შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია და დაიწყონ ვაჭრობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
B2C.GE წარმოადგენს ელექტრონული კომერციის ყველაზე მსხვილ პლატფორმას საქართველოში, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივი მეწარმეების ისე საერთაშორისო, გლობალური ბრენდების ონლაინ მაღაზიებს.

გლობალური სტარტაპ ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდი საქართველოში, რომელიც ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორებისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით BTU-ში დაფუძნდა.

გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორმა, თიბისი სტარტაპერმა ახალი სტარტაპ საინვესტიციო პროდუქტი შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომია კომპანიებისთვის და სტარტაპის დაფინანსების მსურველი ინვესტორებისთვის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას

ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი