GLOVO და VISA ქართული წარმოების მხარდასაჭერად ერთიანდებიან "Shops and Startups" კატეგორია საშუალებას აძლევს მცირე ბიზნესებს, რომ აპლიკაციის მეშვეობით გაზარდონ ონლაინ გაყიდვები და აიმაღლონ ცნობადობა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo უკვე 2 წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს. ჯერ კიდევ გასულ წელს, Glovo-ს აპლიკაციას ქართველი სტარტაპერების მხარდასაჭერად ახალი კატეგორია დაამატა. "Shops and Startups" კატეგორიაში ქართული კომპანიების პროდუქტების შეძენაა შესაძლებელი.
Glovo ბარსელონაში დაფუძნებული სტარტაპია, რომელისთვისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვნი, სწორედ ახალბედა კომპანიების ხელშეწყობაა. "Shops and Startups" კატეგორია საშუალებას აძლევს მცირე ბიზნესებს, რომ აპლიკაციის მეშვეობით გაზარდონ ონლაინ გაყიდვები და აიმაღლონ ცნობადობა. ამჯერად, ქართული წარმოების მხარდასაჭერად Glovo და Visa გაერთიანდნენ.
დაუჭირე მხარი ქართულ წარმოებას, გამოიწერე Glovo-ს აპლიკაციიდან, გადაიხადე Visa ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნაწილი - 5 ლარი, მეორე დღესვე! გახსოვდეს, #whereyoushopmatters.
COVID-19 პანდემია რთულად გადასატანი აღმოჩნდა ბიზნესებისთვის. ორი თვის განმავლობაში, მათ არამხოლოდ მრავალ შეზღუდვასთან მოუწიათ გამკლავება, არამედ დაიხურა ფიზიკური ვაჭრობის სივრცეები და მათ უმრავლესობა, ონლაინ გაყიდვებზე გადაეწყო. ვაჭრობის ციფრული პლატფორმა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია, რომლის ათვისებას Glovo ქართულ მცირე ბიზნესებს სთავაზობს. Visa-ს მიერ სტარტაპების წახალისება, რთული პერიოდის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონლაინ გაყიდვების გაზრდის თვალსაზრისით.
Glovo-ს მეშვეობით 24 საათის მანძილზე, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც საკვების, ისე ფარმაცევტული პროდუქტის, პარფიუმერიის, ტექნიკისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეკვეთის მომსახურებით. Glovo-თი სარგებლობა ამჟამად საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში ბათუმსა და ზუგდიდშია შესაძლებელი.