Get All Access for $5/mo

Glovo გეგმავს, რომ პარტნიორები ელ-კომერციის მიმართულებით გააძლიეროს: Glovo Brands Day 20 ივლისს გაიმართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მას შემდეგ, რაც Glovo ქართულ ბაზარზე შემოვიდა, მკვეთრად შეიცვალა ელექტრონული კომერციის ბაზარი. აპლიკაცია აერთიანებს ბაზრის თითქმის ყველა კატეგორიას და მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის საჭიროებებს. სწორედ ესაა Glovo-ს მისიაც: გახადოს ყველაფერი ყველასათვის მარტივად ხელმისაწვდომი.

ამ მიზნის მისაღწევად, GlovoApp-ში ერთიანდება სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებები, იქნება ეს სარესტორნო, სასურსათო, ფარმაცევტული, რითეილისა თუ სერვისების კატეგორია. დღეს მომხმარებლებს შეუძლიათ Glovo-დან შეუკვეთონ ყველაფერი: სადილი ფავორიტი რესტორნიდან, სამედიცინო ლაბორატორიის მომსახურება, ტურები და სამოგზაურო დაზღვევა.

არტემ კოლოსიუკი, Glovo- გენერალური მენეჯერი საქართველოში:

"ამ დრომდე, Glovo აკავშირდებდა 3 ძირითად მხარეს: კურიერებს, მომხმარებლებსა და პარტნიორ კომპანიებს. ახლა, ამ სინერგიაში გაჩნდა სტრატეგიული ადგილი ბრენდებისათვის. ბრენდებთან თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულება მიზნად ისახავს, Glovo- არსებული რესურსებით, ბრენდებისათვის ელექტრონულ კომერციაში განვითარებაში დახმარებას. პარტნიორების ჩამონათვალი აერთიანებს FMCG ბრენდებს, ბანკებს, საგადახდო პროვაიდერებს, თუ სხვა იმ კომპანიებს, რომლებიც ციფრულ კომერცია, ბიზნეს განვითარების ძირითად სტრატეგია მოიაზრებენ".

ახალი, 4-Side Marketplace-ის სტრატეგიის წარსადგენად, რომლის მიზანია Glovo-ს სხვადასხვა სერვისების საშუალებით, ბრენდების ელ-კომერციის განვითარებაში დაეხმაროს, 20 ივლისს, თბილისში, Glovo Brands Day გაიმართა. ღონისძიებას მედიის 120-ზე მეტი წარმომადგენელი, არსებული და პოტენციური პარტნიორები, მომხმარებლები, თანამშრომლები და ინვესტორები ესწრებოდნენ.

Glovo-ს სერვისები მოიაზრებს ბრენდებისათვის ციფრული კომერციის მოკლე თუ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას. ბოლო ათწლეულში, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, ბრენდის განვითარებისა და მარკეტინგული სტრატეგიის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. შესაბამისად, Glovo-ს ტექნოლოგიური რესურსებიდან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გააერთიანოს ეს ვერტიკალი და ბრენდებისათვის გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მარკეტინგული პროდუქტები შექმნას.

კატო პეტრიაშვილი, ბრენდის მარკეტინგული სერვისების მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში:

"Glovo- ბიზნეს ინოვაციის მიმართულება მოიცავს Food Corner-, B2B თუ Glovo Express Market-. Glovo Express სპეციალურად მიტანის სერვისისათვის შექმნილი მარკეტის კონცეფციაა, რომელიც აერთიანებს პირველადი საჭიროების ყველანაირ კატეგორიას, ამარტივებს მომხმარებლისათვის პროცესებს და ქმნის . Ultra Fast Delivery შესაძლებლობას. ამ პროცესში უდიდეს როლს თამაშობენ პარტნიორი რესტორნები თუ ქსელური მარკეტები, რომლებიც უწყვეტად განაგრძობენ Glovo-თან ერთად ელქტრონული კომერციის ზრდას.

ამ მიმართულების შექმნის დღიდან, საერთაშორისო თუ ლოკალურ ბრენდებთან, მრავალი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. პარტნიორი კომპანიების ვრცელი სია მოიცავს ისეთ კომპანიებს როგორებიცაა: Visa, Coca-Cola, TBC, BOG, Pepsico, Unilever, Mondelez, სოფლის ნობათი, Heineken, Nestle, Pernior Richard, Brown Forman, Diageo, Colgate-Palmolive და მრავალი სხვა".

დიანა კიღურაძე, Visa– რეგიონალური მენეჯერი კავკასიაში:

"გლოვოს ახალი სტრატეგია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, რომ ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც წარმატებას მსოფლიო მასშტაბით მიაღწია, გეგმავს ელ.კომერციის მიმართულებით დაეხმაროს იმ მცირე და საშუალო ბიზნესებს საქართველოში, ვისთვისაც ეს გამოწვევაა. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნის მისაღწევად, კომპანია ქვეყანაში არსებულ სხვა დიდ კომპანიებთან გეგმავს თანამშრომლობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ამ დიდი გეგმის განხორციელებაში, ჩვენი წვლილი შევიტანოთ".

Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. აპლიკაცია, ასევე მოიცავს კატეგორიას "ყველაფერს", რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს, საშუალებას აძლევს, შეუკვეთოს ყველაფერი, რაც უნდა. Glovo, 2015 წელს, ბარსელობაში დაარსდა და არის ტექნოლოგიური, ცვლილებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც სამხრეთ ევროპის, ცენტრალურ აზიასა და აფრიკის მასშტაბით, 25 ქვეყნის და 1300-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. ჩვენი ხედვაა, რომ ყველა ადამიანს, საკუთარ ქალაქში, უნდა ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე, რაც მას სურს!

Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

https://about.glovoapp.com/en/

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ლიბერთიმ Diebold Nixdorf-ის ჯილდო მიიღო

"Leading Innovator in Banking Functionality Award 2024" ბანკომატებში მომხმარებელთა მომსახურებისა და ტექნოლოგიების სრულყოფისთვის