გონივრული ფასები და სტაბილურად მაღალი ხარისხი - Garrison ქსელს აფართოვებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისში, სადაც თავის მოვლა ქალბატონებსაც და მამაკაცებსაც განსაკუთრებულად უყვართ, სალონები და ბარბერშოფები ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. უკვე წლებია, ბარბერშოფი მხოლოდ თმის შეჭრის ადგილი აღარ არის - ეს არის კულტურული სივრცე, სადაც ტრადიცია, სტილი და პროფესიონალიზმი ერთიანდება. თანამედროვე ბარბერები ქმნიან სტილს, რომელსაც მამაკაცი ყოველდღიურ იდენტობის ნაწილად იყენებს.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, თბილისში თავის მოვლის სერვისების ღირებულება განსაკუთრებით გაიზარდა - ბევრი სალონი და ბარბერშოფი მისდევს მაღალი ფასის პოლიტიკას, რომელიც ხშირად რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამოა. მაგალითად, მამაკაცის თმის შეჭრისა და წვერის მოვლის სერვისები 2025 წელს საშუალოდ 30–50%-ით გაძვირდა, ხშირ შემთხვევაში მომსახურების ხარისხის ზრდის გარეშე.

სწორედ ამ რეალობაში, როდესაც ქალაქში სერვისების უმეტესობა ყოველთვიურად ძვირდება, The Garrison ბარბერშოფი განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს მომხმარებლებს: მუდმივად გონივრულ, მისაღებ ფასებს და სტაბილურად მაღალ მომსახურების ხარისხს, რომელიც არ არის დამოკიდებული ბაზრის შემთხვევით ტრენდებსა და ტენდენციებზე.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ფასისა და ხარისხის ბალანსი საკუთარ თავზე იგრძნოს - როდესაც არ იხდი ზედმეტს, მაგრამ იღებ მაქსიმალურ სერვისს," - აღნიშნავს Garrison-ის დამფუძნებელი ლევან ბაწელაშვილი.

საფასო პოლიტიკის კომპრომისი არასდროს ხდება ხარისხის, სერვისისა და გარემოს ხარჯზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარისონში მომხმარებელს უმაღლესი დონის სტერილიზაციის აპარატები, პროფესიონალი ბარბერები, მანიკურისა და ქალის თმის მოვლის პროფესიონალები ხვდება.

Garrison დღეს უკვე ორ მისამართზეა წარმოდგენილი:

  • ვაკე - აბაშიძის 62: კლასიკური, სტანდარტიზებული ბარბერშოფის გამოცდილება, გამოცდილი ბარბერებით და მუდმივად მაღალი შედეგებით.
  • ახალი ფილიალი მუხიანში - გობრონიძის 18: კლასიკური სივრცე, რომელიც ბარბერშოფს, ფრჩხილების მოვლის სტუდიასა და ქალბატონების სრულ სალონურ მომსახურებას აერთიანებს.

ნდობა შენდება პროფესიონალიზმით, რაც Garrison-ის მთავარი უპირატესობაა. რეალურ ღირებულებაზე ორიენტირებული სტრატეგიით, Garrison-ში ყველა მომსახურება ხელმისაწვდომია და მთავარი აქცენტი მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე კეთდება.