Get All Access for $5/mo

Google და Facebook თანამშრომლების ვაქცინაციას მოითხოვენ მათი ოფისში დაბრუნებისას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Google და Facebook "სილიკონ ველის" ის პირველი ორი მსხვილი კომპანიაა, რომლებმაც განაცხადეს, რომ თანამშრომლების ვაქცინაციას მოითხოვენ, როდესაც ისინი კომპანიის კამპუსებში დაბრუნდებიან სამუშაოდ.

Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ ელექტრონულ წერილში განაცხადა, რომ ეს პოლიტიკა შეერთებულ შტატებში უახლოეს კვირებში დაინერგება, ხოლო სხვა რეგიონებში - მომდევნო თვეებში, როდესაც ვაქცინები უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება. ჯერ-ჯერობით, არ არის ნათელი, როგორ გეგმავს Google ამ პოლიტიკის გატარებას.

"ვაქცინაცია საკუთარი და ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა იქნება მომდევნო თვეებში", – თქვა პიჩაიმ.

მოგვიანებით, Facebook-ის ვიცე -პრეზიდენტმა ლორი გოლერმა განაცხადა, რომ აცრილი უნდა იყოს ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც კომპანიის ამერიკულ კამპუსებში იმუშავებს. ეს განაცხადი Facebook-ის წარმომადგენელმა Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნენა.

Facebook "პროცესების ორგანიზებას გეგმავს მათთვის, ვისაც არ შეუძლია ვაქცინაციის ჩატარება სამედიცინო ან სხვა მიზეზების გამო და ჩვენს მიდგომას იმის მიხედვით შეაფასებს, თუ როგორ განვითარდება ვითარება სხვა რეგიონებში", – განაცხადა გოლერმა.

ბევრი კომპანია ჯერ კიდევ ცდილობს ზუსტად დაადგინოს, როდის და როგორ უნდა დააბრუნოს თავისი თანამშრომლები უსაფრთხოდ ოფისში სახლიდან მუშაობის თითქმის 16 თვიანი პერიოდის შემდეგ. ვაქცინაცია უზომოდ მნიშვნელოვანია, რადგან Covid -19-ის დელტა ვარიანტი სწრაფად ვრცელდება.

Google-სა და Facebook- ის განცხადებები მსხვილი სამედიცინო ჯგუფების მოწოდებას მოჰყვა, ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციის აუცილებელობის შესახებ Covid-19-ის წინააღმდეგ და იგი წინ უძღოდა აშშ - ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ ყველა ფედერალური თანამშრომელი და კონტრაქტორი უნდა იყოს აცრილი, ან რეგულარულად იტარებდეს ტესტირებას და ასრულებდეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ინფიცირების რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს.

Google ის ტექნოლოგიური კომპანიაცაა, რომელმაც პირველმა გადადო ოფისში მუშაობის განახლების ვადა. როგორც კომპანია გეგმავდა, სახლიდან მუშაობის პერიოდი 1 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო და ამ თარიღის შემდეგ თანამშრომლებს არჩევანის გაკეთება შეეძლებოდათ: ან თავიანთი ოფისებში დაბრუნდებოდნენ, რომლებსაც პანდემიის დროს დაემშვიდობნენ, ან სამუდამოდ გადავიდოდნენ სახლიდან მუშაობის რეჟიმზე, თუ მათი პოზიცია ამის შესაძლებლობას მისცემდათ. როგორც პიჩაიმ თავის წერილში განაცხადა, ახლა თანამშრომლების უმრავლესობა 18 ოქტომბრამდე უნდა დაელოდოს ოფისში დაბრუნებას.

"უსაზღვროდ გვახარებს ის, რომ ჩვენი კამპუსების გახსნა დავიწყეთ და ამას შემდეგშიც გავაგრძელებთ. ჩვენ Google-ის იმ თანამშრომლებს ვუბიძგებთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ, რომლებიც უსაფრთხოდ გრძნობენ თავს",– განაცხადა პიჩაიმ, – "ამავე დროს, ჩვენთვის სრულიად გასაგებია Google- ის ბევრი თანამშრომელის შეშფოთება ოფისში დაბრუნების გამო, რადგან ისინი ხედავენ თუ როგორ მოიმატა დელტას შტამით ინფიცირების მაჩვენებელმა მათ საზოგადოებებში".

Google მინიმუმ 30 დღით ადრე გააფრთხილებს თანამშრომლებს, რომ ოფისებში მუშაობის რეჟიმს უნდა დაუბრუნდნენ.

ეს ინტერნეტ გიგანტი "სილიკონ ველის" ერთადერთი ფირმა არ არის, რომელმაც დელტა შტამის გავრცელების გამო შეცვალა თავისი გეგმები. გასულ კვირას, Bloomberg- მა განაცხადა, რომ Apple თავის გეგმებს გადახედავდა და ოფისების გახსნას მინიმუმ ოქტომბრამდე გადადებდა, ანუ დაგეგმილზე ერთი თვით გვიან. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა ეს გეგმები CNBC-თან 27 ივლისს დაადასტურა.

"Apple ასევე გეგმავს, სავალდებულო გახადოს ნიღბების ტარება მომხმარებლებისა და მისი საცალო მაღაზიების პერსონალის ნახევარზე მეტისთვის, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, რადგან Covid-19- ით ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა", – იტყობინება Bloomberg. ანგარიშის თანახმად, კომპანია საცალო მაღაზიების თანამშრომლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ამჟამად ამას აღარ მოითხოვს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

საახალწლო სურვილები

თუ თქვენს თავს ისე შეხედავთ, როგორც საყვარელი ფილმის გმირს ან წიგნის პერსონაჟს, გაცილებით ცნობისმოყვარე გახდებით საკუთარი ცხოვრების მიმართ

სიახლეები

რა უპირატესობებს სთავაზობს "სილიკონ ველი" სტარტაპებს

ეს ადგილი დღემდე იზიდავს სტარტაპებს მთელი მსოფლიოდან