Black Friday Sale! 50% Off All Access

Google-ის $2- მილიონიანი ფონდი Black Founders Fund, 30 ევროპულ სტარტაპს შორის გადანაწილდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

Google-მა ფონდ Black Founders Fund-ის შავკანიან მეწარმეთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 30 გამარჯვებული ევროპული სტარტაპი გამოავლინა. თითოეული მათგანი, 2-მილიონიანი ფონდიდან თავის წილს Google Cloud სერვისთან წვდომას და Google-ის ჯგუფისაგან უაღრესად ძვირფას ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებს.

ფონდის შესახებ გასული წლის შემოდგომაზე გახდა ცნობილი. Google-მა ამ კამპანიით ყველასათვის თანასწორი და სამართლიანი მომავლის შენებაში, გრანტებითა და სხვა ფინანსური დახმარებებით, თავისი აგურის დადება გადაწყვიტა. საკონკურსო განაცხადი 800-ზე მეტმა სტარტაპმა შეავსო. მათგან Google-ის წარმომადგენლებთან გასაუბრების ეტაპზე მხოლოდ 100 გადავიდა და საბოლოოდ, 30 გამარჯვებული დასახელდა.

თითოეული კომპანია 100 000 დოლარამდე გრანტს მიიღებს, თუმცა გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, Google მონაწილეებს თავის ტექნიკურ და ქსელურ დახმარებას სთავაზობს, რაც ციფრებში არ აისახება, თუმცა ნებისმიერი სტარტაპისათვის უდიდესი გამოცდილებისა და ბიძგის წინაპირობა გახდება.

ყველა სტარტაპის დამფუძნებელი ფერადკანიანია, ხოლო მათგან 40%-ს ქალი მეწარმეები წარმოადგენენ. ერთ-ერთი ასეთია ნენსი დე ფეისი, რომელმაც კომპანია Line დააფუძნა. ეს კომპანია აწარმოებს MacBook Pro-ს დამატებით ბატარეებს, რომელიც მოწყობილობის ავტონომიურად მუშაობის დროს საგრძნობლად ახანგრძლივებს.

30 გამარჯვებულს შორის დასახელების აღსანიშნავად, ნენსი სოციალურ ქსელში განცხადებით გამოვიდა, სადაც კორპორაციებს სოციალური ცვლილებებისათვის გაერთიანებისკენ, ხოლო სტარტაპებს მრავალფეროვნებისა და სამართლიანობის ლიდერად ყოფნისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ, პროდუქტზე მეტად, ღირებულებებსა და სტანდარტს უფრო ვყიდულობთ. თანამედროვე მომხმარებელი მგრძნობიარეა ბრენდისგან წამოსული ფასეულობებისა და გზავნილების მიმართ, რასაც ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს. საზოგადოებაში თანასწორობისა და სამართლიანობის სტიმულირებისთვის, კომპანიებმა უნდა გააჟღერონ და შესთავაზონ მომხმარებელს ძლიერი გზავნილები", − აცხადებს ნენსი დე ფეისი თავის პოსტში, − "დამფუძნებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ გუნდების მრავალფეროვნებას. მათ უნდა გამოიჩინონ ემპათია და პატივისცემა თანამშრომელთა მიმართ, და საუკეთესო ტალანტები მოიზიდონ. კომპანიებმა ღიად უნდა განაცხადონ თავიანთი ღირებულებები, იაზროვნონ გლობალურად და ორგანიზაცია იდეების გარშემო ააწყონ".

ამ საგრანტო კონკურსის სხვა გამარჯვებულებსა და გაცემული გრანტების ფინანსურ ანგარიშებს Google უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი