"გუდვილი" - 22-წლიანი ისტორია და ბრენდის განვითარების ახალი თავი

By ანო ტვილდიანი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"გუდვილი", პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი ქვეყანაში, 22 წლის იუბილეს მასშტაბური რებრენდინგით აღნიშნავს. განახლებული იდენტობა, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები და პრემიუმგამოცდილება - განვითარების ახალ ეტაპს "გუდვილი" ასე ხვდება.

2025 წელი "გუდვილისთვის" სიმბოლური თარიღია. ბრენდის რებრენდინგი თანამედროვე ვიზუალურ სტილსა და მომხმარებელზე კიდევ უფრო ორიენტირებულ მიდგომებს აერთიანებს.

2000-იან წლებში, როცა ქართული საცალო ვაჭრობა განვითარებას იწყებდა, "გუდვილი" იყო პირველი ბრენდი, რომელმაც მომხმარებელს მასშტაბური სიახლე შესთავაზა. ჰიპერმარკეტი არ იყო უბრალოდ მაღაზია, სადაც პროდუქტს შეიძენდი, ეს იყო ახალი გამოცდილება და ცხოვრების ახალი სტილი.

დღეს, 20 წლის შემდეგ, "გუდვილი" საქართველოში საცალო ვაჭრობის სტანდარტების ჩამოყალიბებას აგრძელებს. ამჯერად, ახალი იდენტობითა და რებრენდინგით, რომელიც თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებსა და მოლოდინებზე სრულიად ორიენტირებულია.

ბრენდის ახალი იდენტობა - თანამედროვე და ღირებულებებზე დაფუძნებული

2024 წელს განხორციელებული რებრენდინგის ფარგლებში გუდვილის ლოგო და მთლიანად ბრენდის ვიზუალური ენა განახლდა.

ახალი Wordmark ლოგო და პატერნი წარმოადგენს თანამედროვე ფორმებში მოქცეულ სახელს - "Goodwill" - რომელშიც ინტეგრირებულია "G" ასო და რიცხვი 1, რაც სიმბოლურად აღნიშნავს იმას, რომ "გუდვილი" არის პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში, რომელიც განვითარებისკენ ისწრაფის და ინოვაციებს ნერგავს.

განახლდა ფერთა პალიტრაც: Deep Green, Golden Beige და Warm Beige ელეგანტურ და თანამედროვე ვიზუალურ იდენტობას ქმნის.

Premium გამოცდილება - ყველა დეტალში

გუდვილი მომხმარებელს სთავაზობს:

  • მრავალფეროვან და ექსკლუზიურ ასორტიმენტს.
  • ევროპულ სტანდარტებზე მორგებულ მომსახურებას.
  • საკუთარ ადგილზე წარმოებულ მზა კერძებს, ხორცპროდუქტებსა და დესერტებს.
  • ადგილობრივ ფერმერებთან სტაბილურ პარტნიორობას.

გუდვილში შოპინგი არის ხარისხის, კომფორტისა და სიახლის სინთეზი.

მისია და ღირებულებები

ბრენდის მისიაა შოპინგის საუკეთესო გამოცდილება შექმნას, რაც მომხმარებელთა ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს. პარალელურად, კომპანია თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნავს, მათთვის პროფესიული ზრდის სივრცეს ქმნის.

ბრენდის ღირებულებებია:

  • მომხმარებლის, თანამშრომლისა და პარტნიორისადმი პასუხისმგებლობა
  • ინოვაცია და მდგრადი განვითარება.
  • ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა.
  • უსაფრთხოების და ეკოლოგიის მაღალი სტანდარტების დაცვა.

გურანდა არჩუაძე, "გუდვილის" მარკეტინგის ხელმძღვანელი:

"ჩვენთვის ეს რებრენდინგი მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ არის — ეს არის ახალი ნაბიჯი მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაძლიერებლად. "გუდვილი" ყოველთვის იყო და იქნება ადგილი, სადაც მაღალი ხარისხი, ადამიანური ურთიერთობები და ყოველდღიური სანდოობა ერთიანდება. ამ ახალი ეტაპით კი მომავალს თამამად შევხვდებით!"

"გუდვილი" - ტრადიციაზე დაფუძნებული ინოვაცია.

"გუდვილმა" ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ევროპული სტანდარტების, ქართული ღირებულებებისა და თანამედროვე ტრენდების გაერთიანება შეძლო. დღეს ის განვითარებას აგრძელებს და ბაზარზე ლიდერობას იმავე ერთგულებით ინარჩუნებს, რაც მას წლებია გამოარჩევს.

"გუდვილი" - შენი გემრიელი ცხოვრებისთვის.

რებრენდინგის კვლევებსა და პროცესებში მონაწილეობდა პიარ სააგენტო "ჯეპრა".

ინდუსტრიული ტრენდები

ქართული ხილის ჭაჭა მსოფლიოს

"რირავო რერა": როცა "გაჭაჭვას" დააპირებ

Business News

"მთავარია გჯეროდეს"

თიბისის ახალი გზავნილი 

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი