გზავნილის კურსის აქცია საქართველოს ბანკისგან - ისარგებლე განსკუთრებული შეთავაზებით
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები შესთავაზოს. ამჯერად, ბანკი მომხმარებლებს გზავნილის კურსის აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც 18 სექტემბრიდან მათ გზავნილის განსაკუთრებული კურსით სარგებლობა შეუძლიათ.
აქციის ფარგლებში, ის ვინც გზავნილს საქართველოს ბანკის მობილბანკში მიიღებს, ციფრული არხებით განაღდების ოპერაციის შესრულებისას თანხის დაკონვერტირებას შეღავათიანი კურსით შეძლებს როგორც ლარში, ასევე დოლარში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში. ეს პირობა ვრცელდება ვესტერნ იუნიონის, მანიგრამის, რიკოგრამის, კონტაქტის, ინტელექსპრესისა და რიას გზავნილის სისტემებით მიღებულ გზავნილებზე.
აღსანიშნავია, რომ გზავნილის აქციით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნიდან მიღებული გზავნილების შემთხვევაში, გარდა რუსეთისა.
აქცია ძალაშია 2023 წლის 18 სექტემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
"საქართველოს ბანკის მთავარ ღირებულებას მომხმარებელი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დროულად ვუპასუხოთ მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და მივაწოდოთ მათზე მორგებული შეთავაზებები. სწორედ ამ მიზნით, ბანკი მომხმარებლებს გზავნილის კურსის აქციას სთავაზობს. ის მომხმარებლები, რომლებიც ციფრული არხებით გაანაღდებენ გზავნილს, შეძლებენ საქართველოს ბანკის მობილბანკში განსაკუთრებული კურსით გადააკონვერტირონ თანხა, როგორც ლარში, ასევე დოლარში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში. ჩვენ არ ვჩერდებით, აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განვითარებას, მომხმარებლებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას" - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს