Hapttic გახდა საქართველოში პირველი მარკეტინგული ინტელექტის Software 3.0 პლატფორმა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მარკეტინგული ტექნოლოგიები უპრეცედენტო სისწრაფით ვითარდება. თუ ადრე კომპანიები მონაცემებს სხვადასხვა პლატფორმიდან აგროვებდნენ და საათებს ატარებდნენ ანგარიშების მომზადებაში, დღეს ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესს სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს.
მსოფლიო ტექნოლოგიურ სივრცეში სულ უფრო ხშირად ისმის ტერმინი Software 3.0 - ახალი მიდგომა, სადაც პროგრამული უზრუნველყოფა აღარ არის მხოლოდ სტატიკური ფუნქციების ერთობლიობა. ის თავად აანალიზებს, მსჯელობს, პასუხობს შეკითხვებს და მომხმარებელს გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
სწორედ ამ მიმართულებით განვითარდა Hapttic - AI Marketing Intelligence პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა წყაროდან მიღებულ მარკეტინგულ მონაცემებს აერთიანებს, აანალიზებს და რეალურ ბიზნეს გადაწყვეტილებებად გარდაქმნის.
Software 3.0 - ახალი პარადიგმა
ბოლო წლებში პროგრამული უზრუნველყოფა სამ ეტაპად განვითარდა.
Software 1.0-ში ადამიანი წერდა ზუსტ კოდს. შედეგი იყო Dashboard-ები, რომლებიც თავად უნდა გაეხსნა და გაეაანალიზებინა;
Software 2.0-ში ადამიანი ამზადებდა მონაცემებს და ნეირონული ქსელები თავად სწავლობდნენ. ანალიტიკა გახდა უფრო ჭკვიანი, მაგრამ კვლავ საჭირო იყო მრავალი Dashboard-ის გახსნა და მონაცემების ხელით დაკავშირება;
Software 3.0-ში კი "პროგრამა" აღარ არის არც კოდი და არც ნეირონული ქსელები - პროგრამა არის ბუნებრივი ენით დაწერილი კონტექსტი. მომხმარებელი უბრალოდ სვამს კითხვას, ხოლო სისტემა თავად პოულობს საჭირო მონაცემებს, აკავშირებს მათ სხვადასხვა წყაროდან, აანალიზებს მიზეზებს და გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს.სწორედ ამ პარადიგმით მუშაობს Hapttic - პირველი ქართული პლატფორმა, რომელიც მარკეტინგულ ანალიტიკას Software 3.0-ის დონეზე გადაჰყავს.
თუმცა Software 3.0 მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, თუ რას სთავაზობს პლატფორმა მომხმარებელს. ის ასევე ცვლის თავად პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესსაც. დღეს Hapttic-ის საინჟინრო გუნდი ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურად იყენებს ახალი ფუნქციების განვითარებაში, კოდის გენერირებაში, ტესტირებაში, დოკუმენტაციის მომზადებასა და განვითარების დაჩქარებაში. შედეგად, დეველოპერები აღარ წერენ სისტემის თითოეულ კომპონენტს ნულიდან - AI განვითარების პროცესის ყოველდღიური ნაწილია, ხოლო საბოლოო არქიტექტურასა და პროდუქტის ხარისხზე პასუხისმგებლობა კვლავ გუნდის ინჟინრებს ეკისრებათ.
მიუხედავად იმისა, რომ Software 3.0-ის კონცეფცია ჯერ კიდევ ახალია, Hapttic პირველი ქართული Marketing Intelligence 3.0 პლატფორმაა, რომელიც ამ პრინციპებით მუშაობს და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მონაცემებთან ურთიერთობა ბუნებრივი ენით, AI-ის დახმარებით ჰქონდეთ.
მარკეტინგული ანალიტიკის ახალი ეტაპი
ტრადიციულად, მარკეტინგული ანალიტიკა უამრავ სხვადასხვა სისტემაში მუშაობას მოითხოვდა - სოციალური მედია, რეკლამები, ვებ-ანალიტიკა, მომხმარებლის უკუკავშირი, ონლაინ მედია და სხვა მონაცემები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშავდებოდა.
ანალიტიკოსებსა და მარკეტერებს უწევდათ ათეულობით Dashboard-ის გახსნა, მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნების ხელით გამოტანა.
Software 3.0 ამ მიდგომას ცვლის.
დღეს მომხმარებელს შეუძლია AI-ს უბრალოდ ჰკითხოს:
- როგორ მუშაობს ჩემი მიმდინარე კამპანია?
- რომელი რეგიონიდან მოდის ყველაზე პოზიტიური გამოხმაურება?
- რა გახდა ნეგატიური კომენტარების მიზეზი?
- რომელი კონკურენტი იზრდება ყველაზე სწრაფად?
- რა უნდა გავაკეთო უკეთესი შედეგისთვის?
და პასუხი რამდენიმე წამში მიიღოს - არა მხოლოდ მონაცემების სახით, არამედ ანალიზით, მიზეზებითა და კონკრეტული რეკომენდაციებით.
ლუკა ლორთქიფანიძე, Hapttic-ის ტექნოლოგიური დირექტორი (CTO)
ბოლო დროს ხშირად გვესმის ტერმინი Software 3.0. რეალურად რას ნიშნავს ეს მარკეტინგული ანალიტიკისთვის?
"Software 3.0 ნიშნავს, რომ AI აღარ არის უბრალოდ დამატებითი ფუნქცია. ის თავად ხდება პლატფორმის მთავარი ინტერფეისი. მომხმარებელი აღარ ეძებს ინფორმაციას ათეულობით Dashboard-ში - ის უბრალოდ სვამს კითხვას, ხოლო სისტემა თავად პოულობს, აანალიზებს, ადარებს სხვადასხვა მონაცემს და აყალიბებს სრულ პასუხს."
რით განსხვავდება ეს მიდგომა ტრადიციული ანალიტიკისგან?
"დღემდე ანალიტიკური სისტემები ძირითადად მონაცემების ჩვენებაზე იყო ორიენტირებული. Software 3.0-ის იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ სისტემა უკვე ფიქრობს მომხმარებელთან ერთად - აკავშირებს სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას, პოულობს კავშირებს, განმარტავს შედეგებს და ხშირად თავადაც სთავაზობს შემდეგ ნაბიჯებს. მომხმარებელი აღარ იღებს მხოლოდ რეპორტს - ის იღებს ანალიზს."
ნიშნავს თუ არა ეს, რომ Dashboard-ების ეპოქა სრულდება?
"არა. Dashboard-ები ყოველთვის დარჩება მნიშვნელოვანი ვიზუალიზაციისთვის. თუმცა მათი როლი იცვლება. მთავარი აღარ არის მონაცემების პოვნა - მთავარი ხდება სწორი კითხვების დასმა და AI-ისგან სწრაფი, კონტექსტური პასუხების მიღება. სწორედ ეს არის Software 3.0-ის არსი."
Software 3.0 მხოლოდ მომხმარებლებისთვის არის, თუ თავად Hapttic-ის განვითარებაშიც იყენებთ ამ მიდგომას?
"სინამდვილეში, სწორედ აქ იწყება Software 3.0. ეს არ არის მხოლოდ პროდუქტის ფუნქციონალი - ეს არის განვითარების ფილოსოფია - Software რომელიც ქმნის Software-ს. დღეს ჩვენი საინჟინრო გუნდი AI-ს ყოველდღიურად იყენებს. დეველოპერები აღარ იწყებენ ყველაფერს ცარიელი ფურცლიდან. ისინი AI-სთან ერთად მუშაობენ - აჩქარებენ კოდის გენერირებას, ამოწმებენ სხვადასხვა გადაწყვეტას, ავტომატიზაციას უკეთებენ განმეორებად პროცესებს და მეტ დროს უთმობენ არქიტექტურას, უსაფრთხოებასა და რთული პრობლემების გადაჭრას. საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის ადამიანი იღებს, მაგრამ AI უკვე ჩვენი გუნდის სრულფასოვანი პარტნიორია."
რა იცვლება ბიზნესისთვის?
Software 3.0 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარკეტინგში, სადაც ყოველდღიურად მილიონობით ახალი მონაცემი იქმნება.
Hapttic უკვე აერთიანებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა:
- Social Listening
- AI Visibility Tracking
- Campaign Analytics
- Crisis Management
- Conversational Intelligence (Inbox Analytics)
- Content Analysis
- Ad Analysis
- Market Research
- Internal Data Sources Analysis
AI ამ მონაცემებს ერთმანეთთან აკავშირებს, ამოიცნობს კავშირებს, აფასებს ტენდენციებს და მომხმარებელს არა მხოლოდ სტატისტიკას, არამედ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კონტექსტსაც აწვდის.
მარკეტინგული ანალიტიკა Software 3.0-ის ეპოქაში
Software 3.0 მხოლოდ ტექნოლოგიური ტერმინი არ არის - ეს არის ცვლილება იმაში, თუ როგორ იქმნება პროგრამული უზრუნველყოფა და როგორ ურთიერთობენ ადამიანები მონაცემებთან.
Hapttic-ის ხედვა სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება. ერთი მხრივ, მომხმარებლები AI-ს ბუნებრივი ენით ესაუბრებიან და წამებში იღებენ პასუხებს ყველაზე რთულ მარკეტინგულ კითხვებზე. მეორე მხრივ კი, თავად პლატფორმაც Software 3.0-ის პრინციპებით იქმნება - AI მონაწილეობს განვითარების პროცესში, რაც ინოვაციების შექმნას მნიშვნელოვნად აჩქარებს.
Hapttic საქართველოში Software 3.0-ის მიმართულებით პირველი AI Marketing Intelligence პლატფორმაა, რომელმაც Software 3.0-ის ფილოსოფია დანერგა როგორც საკუთარი პროდუქტის შესაძლებლობებში, ისე მისი განვითარების პროცესში.
მარკეტინგული ანალიტიკის მომავალი აღარ არის მხოლოდ მონაცემების შეგროვება. მისი მომავალი არის AI-სთან თანამშრომლობა, სადაც ადამიანები სვამენ კითხვებს, ხოლო ინტელექტუალური სისტემები წამებში გარდაქმნიან მილიარდობით მონაცემს ბიზნესისთვის რეალურ გადაწყვეტილებებად. სწორედ ამ მომავლის შექმნაზე მუშაობს Hapttic დღეს.