Sponsored Content

Hapttic x m²: მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი უძრავ ქონებაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რა ხდება მაშინ, როცა უძრავი ქონების სფეროში მარკეტინგი მონაცემებით იწყება და არა ინტუიციით? როგორ გარდაქმნის რეალურ დროში მომხმარებლის აღქმების ცოდნა ბრენდთან ურთიერთობას? ამ კითხვებზე პასუხს m²-ის მიდგომა გვაძლევს, რომელიც Hapttic-ის გამოყენებით მარკეტინგსა და კომუნიკაციებს საფუძვლიანად უკავშირებს ანალიზს, ტენდენციებს და მომხმარებლის ხმას.

მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა უძრავი ქონების მარკეტინგში

უძრავი ქონება სენსიტიური და ემოციურად დატვირთული გადაწყვეტილებაა ადამიანისთვის. ასეთ სფეროში მარკეტინგული კომუნიკაცია ვეღარ ეყრდნობა მხოლოდ ლამაზ ვიზუალურ მასალებსა და ზოგად დაპირებებს. m²-ის პრაქტიკა აჩვენებს, რომ აუდიტორიის მოლოდინის, შეხედულებებისა და ემოციების ღრმად გაცნობიერება დღეს უკვე აუცილებელია.

ამიტომაც, კომპანია ყოველდღიურად იყენებს ინტერნეტ ინტელექტსა და მედია მონიტორინგს, რათა მიიღოს პასუხები კითხვებზე, როგორიცაა:

  • როგორ ესმის მომხმარებელს ბრენდის ღირებულება?
  • რა რეაქციები აქვს პროდუქტებზე?
  • რაზე საუბრობს მედია და ონლაინ საზოგადოება კომპანიის პროექტებთან მიმართებით?


Hapttic-ის პლატფორმის გამოყენება ყოველდღიურ პროცესებში

ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე საუბრები და კონტექსტი ხშირად ფარულად გვეუბნება იმას, რასაც ტრადიციული კვლევები ვერ ასახავს.

სწორედ ამიტომ, m² იყენებს ინტერნეტ მონიტორინგის ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას აძლევს ყოველდღიურად გადახედოს, როგორ იცვლება ბრენდის იმიჯი და მის ირგვლივ დისკუსია ონლაინ სივრცეში.

არა უბრალოდ სტატისტიკა, არამედ სტრუქტურირებული ინტელექტი - Hapttic-ის პლატფორმა საშუალებას იძლევა სეგმენტირებულად დაახარისხოს:

  • რა არხზე და რა კონკრეტულ თემაზე საუბრობს ონლაინ საზოგადოება;
  • რა საკითხებზე აკეთებენ ადამიანები ონლაინ სივრცეში აქცენტს;
  • როგორია კონკურენტების პოზიციონირება;
  • როგორია ონლაინ მედიაში ზოგადი და კონკრეტული თემატიკების გარშემო არსებული საუბრების სენტიმენტი, შინაარსი, ემოციური რეაქციები და თემატური ტენდენციები.

ამ მიდგომამ მნიშვნელოვნად შეცვალა არა მხოლოდ კამპანიების დაგეგმვის, არამედ რეაგირების კულტურა.

მაგალითად, კონკრეტული მედია პოსტის ირგვლივ გაჩენილი გამოხმაურება შესაძლოა გახდეს არგუმენტი დიზაინის ან მესიჯის შესაცვლელად. სწრაფი ანალიზის მეშვეობით შესაძლებელი ხდება კამპანიის ოპტიმიზაცია ჯერ კიდევ გაშვების პროცესში - ეს კი ბრენდის მიმართ ნდობას ზრდის.

m²-ის მიდგომა აჩვენებს, როგორ შეიძლება ტექნოლოგია იქცეს ადამიანის უკეთ გაგების გზად. რეალურ დროში მომხმარებლის მოლოდინების გაცნობიერება, ბრენდის იმიჯის რეგულარული მონიტორინგი და მონაცემებზე დაფუძნებული კომუნიკაცია ქმნის გარემოს, სადაც ბრენდი მომხმარებელთან არა უბრალოდ ლაპარაკობს, არამედ უსმენს.

ეს უკვე არა ტენდენცია, არამედ მოთხოვნაა - და m² სწორედ ამ სტანდარტზე მუშაობს Hapttic-თან ერთად.