Helio AI სომხეთის ბაზარზე ოფიციალურად შევიდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართულმა AI-ზე დაფუძნებულმა რეკრუტინგ პლატფორმამ Helio AI ოფიციალურად განაცხადა სომხეთის ბაზარზე შესვლის შესახებ, რაც მისი რეგიონული გაფართოების მნიშვნელოვანი ეტაპია.

Helio AI-ის მიზანია ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა ინოვაციური, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული რეკრუტინგის გადაწყვეტილებებით და აქტიური ჩართულობა სომხეთის განვითარებად ბიზნეს ეკოსისტემაში. ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულებები სომხურ პარტნიორ ორგანიზაციებთან, რაც ქმნის საფუძველს ადგილობრივი ოპერაციების დაწყებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

ია ჯიქია, Helio AI-ის დირექტორი:
"დღეს უკვე წარმოდგენილი ვართ რვა ქვეყანაში და მოხარულები ვართ, რომ სომხეთი ჩვენი მერვე ბაზარი გახდა. უკვე ვაფორმებთ შეთანხმებებს მსხვილ კომპანიებთან, რაც ჩვენი რეგიონული გაფართოების მნიშვნელოვანი ეტაპია. სომხეთის ბაზარი გვთავაზობს ახალ და ძლიერ შესაძლებლობებს, ხოლო GABA-სთან თანამშრომლობამ მოგვცა შესაძლებლობა წარმატებით შევსულიყავით ბაზარზე და წარმოგვედგინა ჩვენი პროდუქტი. მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორსა და ასოციაციას ამ შესაძლებლობისთვის."

Helio AI-ს, როგორც სტარტაპს, საწყის ეტაპზე მხარს უჭერდა CARE Caucasus-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა "Her Power, Her Future" "Her Power, Her Future", რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის განვითარებაში.

2026 წლის 14 აპრილს, ერევანში, სწორედ CARE Caucasus-თან და ქართულ-სომხურ ბიზნეს ასოციაციისთან (GABA) თანამშრომლობით გაიმართა სტარტაპის სომხურ ბაზარზე ოფიციალურად წარდგენის ღონისძიება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი