Cyber Week Sale! 50% Off All Access

HL Holding – "ჰორიზონტის ლოგიკა"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ლოგისტიკის სფეროში ათწლეული გავატარე. როგორც ანტრეპრენერი, ამ საკითხით დიდად გატაცებული ვარ. კავკასიის ბიზნესის სკოლა ჩემი მოგზაურობის დასაწყისი იყო, მსურდა მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში დავრჩენილიყავი. ამჟამად გერმანიაში ციფრული ლოგისტიკის პროგრამას ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კავკასიის ტექნოლოგიურ სკოლასთან თანამშრომლობით გავდივარ", - ანამარია ბობოხიძე, HL Holding – "ჰორიზონტის ლოგიკა" დამფუძნებელი.

როგორც ანამარია გვიყვება, ინოვაციების წყურვილით გამსჭვალულ პარტნიორთან ერთად დინამიკური მიწოდების ჯაჭვის ჰოლდინგი დააარსა. ეს საქმიანობა საერთაშორისო ვაჭრობას, ლოგისტიკას, მიწოდების ჯაჭვის მართვას და უახლეს ციფრულ გადაწყვეტილებებს აერთიანებს, რომლებიც ქართული ლოგისტიკური ბაზრის დიჯითალიზაციის პროცესში რევოლუციას გვიწინასწარმეტყველებენ.

"რაც გამოგვარჩევს, არის ჩვენი არატრადიციული მიდგომა მენეჯმენტის მიმართ. მტკიცედ გვჯერა გუნდში ინოვაციების, გაძლიერების და თანამშრომლობის კულტურის ხელშეწყობის, კრეატიულობისა და განვითარებადი ტექნოლოგიების ათვისების".

ანამარია ამბობს, რომ იდეა ტრადიციული მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში არსებული ხარვეზების აღიარებით და ინოვაციური ციფრული ლოგისტიკური გადაწყვეტილებების დანერგვის სურვილით გაჩნდა.

მათ მიზანს პროცესების გამარტივება და ბიზნეს ეფექტიანობის გაზრდა წარმოადგენდა. პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა ისეთი მოწინავე სისტემების ინდუსტრიაში ჩართულობის პროცესი, როგორიცაა IoT და ბლოკჩეინი.

"ხელოვნური ინტელექტის გააქტიურებამ საშუალება მოგვცა, მუშაობა პროგნოზირებადი ანალიტიკით დაგვეწყო, ჭკვიანი საწყობები დაგვეგეგმა, მიწოდების ჯაჭვის ხილვადობა და ყოველდღიურ ოპერაციებში მართვის ეფექტურობა გაგვეუმჯობესებინა.



ბიზნესის წამოწყება ხშირად დიდი რისკის აღებას და გამოწვევებთან გამკლავების სურვილს მოითხოვს. მთავარია, გვჯეროდეს ჩვენი იდეებისა და ხედვის, მაშინაც კი, როდესაც სხვებმა შეიძლება ჩვენში ეჭვი შეიტანონ".

ანამარია მიიჩნევს, რომ ინიციატივები, მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება და ბაზარზე სწორი ნავიგაცია მნიშვნელოვანია იმ მეწარმეებისთვის, რომლებსაც რაიმე მნიშვნელოვანის შექმნის სურვილი ამოძრავებთ.

უფრო მეტიც, ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებულ შემაფერხებელ გარემოებებს შეიძლება ეკონომიკური გაურკვევლობა, კონკურენცია, პირადი გამოწვევები და სხვა დაემატოს. ყველაფერთან გამკლავება განსაკუთრებულ სიმამაცეს მოითხოვს, რომლის გაგება მხოლოდ დამფუძნებლებსა და ტოპმენეჯერებს შეუძლიათ.

ბიზნესის დაწყებას გამბედაობა და გამძლეობა სჭირდება. ეს არის აღმავლობითა და დაღმავლობით სავსე მოგზაურობა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს რისკების აღებისა და მოთმინების სურვილიცაა, რაც ანტრეპრენერებს სხვებისგან განასხვავებს.

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც ახალი ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვისას შევეჩეხეთ, ჩვენი არსებული სისტემების ახალ ციფრულ ინსტრუმენტებთან შეუფერხებლად ინტეგრირება იყო.

თავდაპირველად ეს გადაულახავ დაბრკოლებად ჩანდა, ოპერაციების სირთულისა და ჩართული მონაცემების დიდი მოცულობის გამო. თუმცა, ინტეგრაციის ნაბიჯების ფრთხილად დაგეგმვითა და პრიორიტეტების მინიჭებით, ჩვენს IT გუნდსა და გარე პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით უკუკავშირისა და ტესტირების საფუძველზე, გამოწვევების უმეტეს ნაწილთან გამკლავება შევძელით. მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს".

ანამარია მიიჩნევს, რომ ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც შეუპოვრად მისდევს საკუთარ ხედვას, სტატუს-კვოს იწვევს, სწევს რისკებს, ქმნის ღირებულებებს და საზოგადოებაზე დადებით გავლენას ახდენს.

სხვა ანტრეპრენერებს ურჩევს, რომ გამძლეობა, ადაპტაცია და უწყვეტი სწავლა ყველაზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია პარტნიორის სწორად შერჩევა. ამბობს, რომ ამ მხრივ თავად ძალიან გაუმართლა.

"დაინახონ გამოწვევები, ზრდის შესაძლებლობა. პრიორიტეტები ძლიერი და სასარგებლო კავშირების ჩამოყალიბებას მიანიჭონ. არ შეწყვიტონ ძიება და ახლის შექმნა. ყოველთვის იყვნენ საჭირო ადგილას. რაც მთავარია, არ დაივიწყონ ფიქრები, რომლებიც ეწვევათ მაშინ, როცა მოწოდებით ანტრეპრენერები არიან.

ჩემი მთავარი შთაგონება ინოვაციები, პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების ძიებაა. ლოგისტიკის ინდუსტრიაში ხელშესახები ცვლილებების დანერგვის სურვილი მყარად მიბიძგებს, ტრადიციულ პრაქტიკაში ჩავერიო, ის ახლით შევცვალო და ღირებულებები შევქმნა.

ანამარია ამბობს, რომ გუნდის ხედვა ციფრული ლოგისტიკური შეთავაზებების გაფართოებას მოიცავს, ოპერაციების გლობალურ მასშტაბირებას, სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებას საერთაშორისო წამყვან ლოგისტიკურ ჰაბებსა და გაერთიანებებთან.

"აქსელერაციის პროცესის პარალელურად, ამ ეტაპზე ორიენტირებულები ვართ ბაზარზე შეღწევადობის გაზრდისა და სერვისზე გათვლილი მომსახურების შეთავაზების მიმართულებით.

2025 წლის მეორე ნახევარში, როცა გერმანიიდან დავბრუნდები, დასრულებული პროდუქტის პრეზენტაციას ვგეგმავთ. მანამდე კი ჰოლდინგის ორი შვილობილი კომპანია ვაჭრობისა და საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ტრადიციული წესით მუშაობას აგრძელებს და ურყევ საძირკველს ქმნის".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია