Get All Access for $5/mo

ჰოლივუდის კინოსტუდიები ინტერნეტმეკობრეობის გამო, საქართველოს სანქციებით ემუქრებიან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები − "დისნეი", "ვორნერი", "უნივერსალი", "სონი", "პარამაუნტი", "ნეტფლიქსი" და ყველა დიდი კინოსტუდია, რომლებსაც MOTION PICTURE ASSOSSIATION OF AMERICA წარმოადგენს, შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში არსებულ ინტერნეტსაიტებზე ფილმების არალეგალურად ჩვენების გამო. ორგანიზაციის მიერ კომუნიკაციების კომისიის, საქპატენტისა და ინტერნეტმეკობრების წინააღმდეგ შექმნილი ასოციაციაციისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ონლაინ ვებგვერდები − adjaranet.com და imovies.ge წლების განმავლობაში, უკანონოდ მოიპოვებენ და ათავსებენ სხვადასხვა სახის კონტენტს.

ამერიკული კინოსტუდიები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ინტერნეტმეკობრეობის მიმართულებით არსებული მდგომარეობის გამო და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, სანქციების დაწესებას აპირებენ, რაც კინო და ტელე მსოფლიო პრემიერების დაგვიანებაში, ან რიგ შემთხვევაში, სრულად გაუქმებაში იქნება გამოხატული.

ჰოლივუდის კინოსტუდიები ამავე წერილში მადლობას უხდიან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გაწეული შრომისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, ასევე, სამაუწყებლო და საკაბელო პლატფორმებიდან არალეგალური ფილმებისა და სხვა კონტენტის ამოღებაში შეტანილი წვლილისთვის. კინოსტუდიები იმედოვნებენ, რომ კომისიის დახმარებითა და აქტიური ჩართულობით, ინტერნეტსივრცის გათავისუფლებაც მალე მოხდება არალეგალური, არაკანონიერი ფილმებისა და სერიალებისგან.

ჰოლივუდის კინოსტუდიები ასევე მიესალმებიან ქართული კომპანიების მიერ საქართველოში ცოტა ხნის წინ დაარსებულ ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ შექმნილ ასოციაციას, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყნის იმიჯის დაცვა და კინო და ტელეკონტენტის ინდუსტრიის ცივილიზებული ფორმებითა და კანონის ფარგლებში განვითარებაა. ასოციაციის წევრები არიან წამყვანი მედიასაშუალებები, ინტერნეტპროვაიდერები, კინო და ტელე სადისტრიბუციო კომპანიები, ასევე მრავალი სხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 რამ, რის ცოდნასაც 25 წლის ასაკში ვისურვებდი

P.S.: ყოველთვის შეგიძლია დაიწყო თავიდან...

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან