Get All Access for $5/mo

''ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა'' მასშტაბურ დეველოპმენტს ახორციელებს "ჰუალინგ პლაზაში" 10 სექტემბერს "კარფურის" 52-ე ფილიალი გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კავკასიის რეგიონში უმსხვილეს "ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზას" სავაჭრო კომპლექსში, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ჰიპერმარკეტი "კარფური" ოფიციალურად გაიხსნა და საქართველოში ოპერირების 9 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებლებს ახალ ფილიალში უსასრულო ქულებს, საჩუქრებსა და აქციებს ჰპირდება.სავაჭრო ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებებისა და "ჰუალინგის" სამომავლო პერსპექტივების შესახებ, Entrepreneur "ჰუალინგ პლაზას" გენერალურ დირექტორს, თიკო მაღრაძეს გაესაუბრა.

"ჰუალინგ პლაზას სრული დეველოპმენტის ფარგლებში, მომხმარებლებისთვის განსხვავებული კონცეპტის სივრცეების შექმნაა დაგეგმილი. ამ დროისთვის პლაზაში უკვე ფუნქციონირებს სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი", სადაც 60 000 სხვადასხვა დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი. დღეს Carrefour გაიხსნა, ასევე იმავე სართულზე ოქტომბრის შუა რიცხვებში მოხდება ტექნიკის წამყვანი ბრენდების შემოსვლა. ამ ეტაპზე, აქტიური მოლაპარაკების ეტაპზე ვართ ავეჯისა და ტექნიკის სხვადასხვა კომპანიასთან, ხოლო რაც უკვე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, "ჰუალინგის" ზღვის პლაზაში ახლო მომავალში ავეჯის მაღაზიები - Ashley და Embawood გაიხსნება. მოლის ახალი კონცეფციაა - "ყველაფერი სახლისთვის", რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს სახლისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქცია, დაწყებული სამშენებლო-სარემონტო მასალებით, დამთავრებული - ტექნიკით, ავეჯით, ტექსტილით და სახლის აქსესუარებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვგეგმავთ "Made In Georgia" სივრცის გახსნას, სადაც ჩვენთან მოსული ადამიანი, ადგილობრივი წარმოების პარფიუმერიას, სასაჩუქრე ნივთებსა და სხვა მრავალფეროვან პროდუქციას შეიძენს", - აცხადებს თიკო მაღრაძე.

"ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა", რომელიც კავკასიის რეგიონში უდიდესი ცენტრია და მისი საერთო ფართობი 110 000 კვ/მ–ს შეადგენს, გამართული ინფრასტრუქტურისა და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა საცალო გაყიდვების კომპანიებისთვის.

"კარფურის" გარდა, "ჰუალინგ პლაზაში" უკვე დაგეგმილია ციფრული და საოჯახო ტექნიკის ცნობილი ბრენდების მაღაზიების დამატებაც. როგორც "ჰუალინგში" აცხადებენ, ტექნიკის მაღაზიები, როგორებიცაა "ალტა", "ბეკო" და "ზუმერი", პლაზას ტერიტორიაზე 15 ოქტომბრიდან გაიხსნებიან. გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრში ყოველ 2 თვეში ერთხელ, სხვადასხვა სართულზე, სხვადასხვა კონცეპტის მაღაზიების გახსნას გეგმავენ, რასაკვირველია, გრანდიოზული აქციებისა და "პრომო" შეთავაზებების თანხლებით.

სავაჭრო სივრცის გარდა, "ჰუალინგში" მისულ მომხმარებელს დროის სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარების სხვადასხვა შესაძლებლობა ეძლევა. "ჩვენ გვაქვს თბილისში ერთ-ერთი უნიკალური საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო სივრცე. პანდემიამდელ პერიოდში აქ უამრავ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ. მათ შორის იყო სხვადასხვა სახის პრეზენტაციები, კონფერენციები, გამოფენები. ჩვენი სივრცით სარგებლობდნენ, როგორც კერძო პირები, ისე კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურები. იმედი გვაქვს, პანდემიის დასრულების შემდეგ კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ ამ მიმართულებით თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს", – აცხადებს თიკო მაღრაძე.

შეგახსენებთ, რომ "ჰუალინგ" პლაზას ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი. გარდა ამისა, როგორც თიკო მაღრაძემ გვიამბო, მიმდინარეობს მოლაპარაკება "იუსტიციის სახლთან" ჰუალინგში" ახალი ფილიალის გახსნაზე, იმისათვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ იურიდიული სერვისების მიღება მათთვის ხელსაყრელ ლოკაციაზე შეძლოს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

"თუ საჭიროა, იტირე, შემდეგ გაიღიმე. წინ წადი, იყავი შეუპოვარი"

როჯერ ფედერერის სიტყვა დარტმუთის კოლეჯის გამოსაშვებ საღამოზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!