Sponsored Content

Hubs.ge - პირველი სპორტული E-commerce პლატფორმა საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Hubs.ge არის პირველი ქართული სპორტული e-commerce პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს წამყვანი სპორტული ბრენდების: NIKE, ADIDAS, PUMA, MACRON-ის ოფიციალურ პროდუქციასა და სწრაფი მიტანის სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია ,,MACRON''-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია ბოლო წლების მანძილზე, ხოლო სხვა ბრენდებთან კოლაბორაცია 2024 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო.

,,HUBS''-ის კონცეფცია დაფუძნებულია წარმოადგინოს სრულიად ქართული სპორტის მერჩენდაიზინგი, გააერთიანოს ერთ სივრცეში და ხელმისაწვდომი გახადოს ის სპორტის გულშემატკივრებისთვის. ჩვენი პლატფორმა, ასევე, წარმოგიდგენთ პროფესიონალი სპორტსმენების ეკიპირებასა და ფეხსაცმელს ინდუსტრიის წამყვანი ბრენდებისგან. გარდა სპორტული ხაზისა, ,,HUBS''-ი თავის მომხმარებელს სთავაზობს ყოველდღიური ფეხსაცმლის ფართო ასორტიმენტს: ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის.

Hubs.ge ამ დროისთვის წარმოდგენილია ორი ფიზიკური სივრცით, რომელიც აერთიანებს ,, MACRON SPORTS HUB TBILISI''-ისა და ,,HUBS''-ის შოურუმს.

,,MACRON SPORTS HUB TBILISI'' 2024 წლის აგვისტოში გაიხსნა და ერთადერთი შოურუმია ამიერკავკასიაში. კონცეფცია გათვალისწინებულია კორპორატიული კლიენტების მასპინძლობითვის, როგორც საქართველოდან - ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა: სომხეთი და უზბეკეთი. მიუხედვად იმისა, რომ ,,MACRON SPORTS HUB TBILISI'' შოურუმია, ის ღიაა ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ შეიძინონ ,,MACRON''-ის ნებისმიერი პროდუქცია, მათ შორის: საქართველოს ფეხბურთისა და რაგბი ეროვნული ნაკრების ფორმები.

,,MACRON SPORTS HUB'' მოიცავს დიდ ლაბორატორიას, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი ხარისხის ქსოვილზე ბეჭდვა.

,,HUBS''-ის შოურუმი მოიცავს გადასაღებ სივრცეს, ფოტო და ვიდეო კონტენტის შესაქმნელად, სპორტული კლუბებისთვის.

,,HUBS'' გეგმავს 2025 წლის მანძილზე ახალი ფიზიკური მაღაზიების გახსნას თბილისსა და ბათუმში. ასევე, პლატფორმის გამრავალფეროვნებას სხვადასხვა ბრენდებით.