Get All Access for $5/mo

იანტრეპრენერე ''სინერჯი კაპიტალის'' პორტფელით ჩვენ ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დასაწყებად საკმარისი დრო ან ფული არ აქვთ, "სინერჯი კაპიტალმა" მათ განსაკუთრებული შანსი მისცა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სინერჯი კაპიტალი

თუ საკუთარი ბიზნესის ფლობა გსურთ, მაგრამ ჯერჯერობით ამ ოცნებას ფრთები ვერ შეასხით, "სინერჯი კაპიტალი" თქვენს იდეებს რეალობად აქცევს.

"სინერჯი კაპიტალი" საინვესტიციო კომპანიაა, რომლის საქმიანობა სწრაფად მზარდი პოტენციალის მქონე კომპანიების ყიდვა, ინვესტორების მოზიდვა და ორგანიზაციების ღირებულების გაზრდაა. "სინერჯი კაპიტალის" დამფუძნებელია 1999 წელს შექმნილი საკონსულტაციო კომპანია "სინერჯი ჯგუფი" და მას ერთი და იგივე გუნდი მართავს. "სინერჯი კაპიტალის" დანიშნულებაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს მზარდი მომგებიანობის საინვესტიციო პორტფელის შექმნაში. ამისათვის ორგანიზაცია ეძებს, აფასებს და არჩევს სწრაფი ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებს და მათი წილების ფლობის შესაძლებლობას აძლევს კერძო ინვესტორებს.

გასულ წელს შექმნილმა ორგანიზაციამ უკვე შეძლო და საკუთარ პორტფელში 15-მდე კომპანიასა და 40-მდე ქართველ ინვესტორს მოუყარა თავი. ფიზიკურ პირებს ან პრივილეგირებული აქციები აქვთ ნაყიდი (რაც მხოლოდ კერძო შეთავაზების გზით ხდება, ინდივიდუალურად), ან კომპანიების წილები. მათი ჩადებული ინვესტიცია ხმარდება ამ ბიზნესების განვითარებას. მეორე მხრივ, სინერჯიდან გამოყოფილი გუნდი მუშაობს მათ სისტემურ განვითარებაზე, რაც იწვევს კომპანიებისა და შესაბამისად, ინვესტორის აქტივის ღირებულების ზრდას.

რადგან ჩვენ ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დასაწყებად საკმარისი დრო ან ფული არ აქვთ, "სინერჯი კაპიტალმა" მათ განსაკუთრებული შანსი მისცა – გასაყიდი კომპანიების წილების დაპატარავებით შესაძლებელი გახდა 1000$-ით რომელიღაც პორტფელური კომპანიის წილის შესყიდვა. დამეთანხმებით, ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომელმაც ადამიანებისთვის სასურველ სფეროში მოქმედი, თან სწრაფად მზარდი ბიზნესის მესაკუთრეობა ხელმისაწვდომი გახადა. ის, რომ ნულიდან არ გიწევს ბიზნესის წარმოების დაწყება, დამატებითი უპირატესობაა ამ საქმეში.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ძირითად სამსახურს, საქმეს შეგიძლია არ მოწყდე, ისე დაიწყო ამის კეთება ამ შემთხვევაში. "სინერჯის" სახით გყავს პარტნიორი, რომელიც ამ კომპანიების მენეჯმენტის გუნდებთან სისტემურ განვითარებაზე ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობს, აწესრიგებს რეპორტინგის სისტემას დამფუძნებლებისთვის, რათა განცდა გქონდეთ კომპანიებში მიმდინარე პროცესებზე. სურვილის შემთხვევაში, ერთვებით სამეთვალყურეო საბჭოებში, რომელიც ყველა კომპანიის შემთხვევაში რეგულარულად თვეში ერთხელ ტარდება. ამგვარად, ბიზნესის მართვის მონაწილე ხდებით სხვა როლიდან და თვალს ადევნებთ თითოეულ ცვლილებას, ორგანიზაციის პულსზე გიდევთ ხელი.

სურვილის შემთხვევაში, სინერჯი კაპიტალი ასევე უზრუნველყოფს ბიზნესის თანამფლობელების წილების გაყიდვას გაზრდილი ღირებულებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ შინაგანი მოტივაცია, ჩაერთონ ამა თუ იმ ბიზნესსაქმიანობაში, იშვიათად იღებენ წილის გაყიდვის გადაწყვეტილებას, პირიქით – ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ცოდნა დააგროვონ იმ ბიზნესინდუსტრიაში, მიღებული სარგებლით კი დივერსიფიკაცია გააკეთონ და საკუთარი პორტფელი შეიქმნან.

"სინერჯი კაპიტალი" არჩევს ისეთ ბიზნესებს, რომელთაც სწრაფად ზრდის და თან რამდენჯერმე გაზრდის პერსპექტივა აქვთ. ეს შესაძლოა იყოს საექსპორტო პოტენციალის წარმოებები, საცალო გაყიდვების ქსელები, ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის წარმომადგენლები; ასევე IT-ის, სამედიცინო და განათლების სფეროები.

"სინერჯი კაპიტალის" პორტფელით სარგებლობისთვის, საჭირო ფინანსური რესურსების გარდა აუცილებელია, ადამიანს შეეძლოს სწორი კითხვების დასმა. შესაძლოა მას არ ჰქონდეს პროფესიული გამოცდილება, თუმცა ესმოდეს სპეციფიკა, ერკვეოდეს მომიჯნავე სფეროში, რათა სათანადო ოპონირება გაუწიოს იმ კომპანიის მმართველ გუნდს და კვალიფიციური მეთვალყურის როლი მოირგოს.

გასაყიდი წილების დაპატარავებით, "სინერჯი კაპიტალის" გუნდმა უკვე ბევრ ადამიანს მისცა შანსი მინიმალური რესურსით ჩართულიყო მიმზიდველი ბიზნესის მართვაში. კომპანია ვარაუდობს, რომ მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. "სინერჯი" აგრძელებს კომპანიების დამატებას პორტფელში, რათა უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეთ ადამიანებს, შეიქმნან საკუთარი საინვესტიციო პორტფელი, აიხდინონ ოცნებები და თამამად იანტრეპრენერონ.

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს

Business News

რა არის სეო (SEO)?

გაიგეთ მეტი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის შესახებ