Get All Access for $5/mo

ibis Styles Batumi - მსოფლიოში ცნობილმა ბიუჯეტური სასტუმროების ბრენდმა ბათუმში პირველი ობიექტი გახსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტუმარმასპინძლობის სფერო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი მიმართულებაა რომლის, განვითარების ხარისხი ქვეყანაში ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. დღესდღეობით თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, სასტუმროები მომხმარებელს არა მხოლოდ კომფორტს, არამედ უნიკალურ გამოცდილებასაც სთავაზობს. სწორედ ასეთ სტანდარტებს ითვალისწინებს ibis Styles Batumi, რომელიც ბათუმში გაიხსნა.

ibis Styles სტუმარმასპინძლობის სექტორში წამყვანი საერთაშორისო კომპანიის - Accor-ის ბიუჯეტური სასტუმროების ბრენდია,რომელიც არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ibis Styles სასტუმროები მაღალი ხარისხის სერვისით, კომფორტული გარემოთი, ხელმისაწვდომი ფასით და კონცეპტუალური დიზაინით ტურისტებისა და დამსვენებლებისათვის ერთ-ერთ რჩეულ ბრენდად იქცა.

ibis Styles Batumi შავი ზღვის სანაპიროზე Accor-ის პირველი სასტუმროა. Accor-ის პორტფოლიო ჩვენს ქვეყანაში არაერთ უძრავ ქონებას და 15-ზე მეტი სასტუმროს განვითარების პროექტს მოიცავს, რაც თავისთავად მნიშვნელოვან ინვესტიციას გულისხმობს.

როგორც Accor-ის ახალი აღმოსავლეთ ევროპის მთავარი ოპერაციული ოფიცერი, ექსოს დელაროფი აღნიშნავს, ბათუმის სასტუმროს გახსნა კომპანიისათვის მნიშვნელოვანი პროექტია.

"ბათუმი თავისი ისტორიული მომხიბვლელობითა და თანამედროვე არქიტექტურით, რბილი კლიმატითა და არაჩვეულებრივი ბუნებით, ევროპის ერთ-ერთი მთავარი სამოგზაურო მიმართულებაა. ბათუმში ჩვენი უახლესი სასტუმრო Accor-ისათვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, რამდენადაც ეს ჩვენი დებიუტია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. საქართველო გაფართოების მრავალ შესაძლებლობას გვთავაზობს და მზად ვართ, ჩვენი ცნობილი ბრენდები ქვეყნის უფრო დიდი მასშტაბით წარვადგინოთ,"- აღნიშნავს ექსოს დელაროფი.

ibis Styles Batumi-ის შესახებ ერთ-ერთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ ბრენდის დამახასიათებელი ხელწერა დიზაინის კრეატიული კონცეფციაა. ეს სტრატეგია ბათუმის შემთხვევაშიც წამყვან როლს ასრულებს. ოთახების თემატური დიზაინი სპორტის სახეობებით არის შთაგონებული. სწორედ სპორტული თემატური ინტერიერი განაპირობებს იმას, რომ სივრცე ფერადოვნებით და დეკორატიული ელემენტებით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ ბათუმი 2019 წელს ევროპის სპორტულ ქალაქებს შორის დასახელდა, 2020 წელს კი მაღალი სტანდარტების საფეხბურთო სტადიონიც გაიხსნა. ქალაქში სპორტული ცხოვრების და მისადმი სიყვარულის არაერთ გამოვლინებას შევხვდებით, ამიტომაც სასტუმროს დიზაინის ამგვარ გადაწყვეტას გარკვეული სიმბოლური დატვირთვაც აქვს.

როგორც უკვე ვახსენეთ, ibis Styles Batumi 121 ოთახისაგან შედგება და თითოეული მათგანიდან მთისა და ზღვის შთამბეჭდავი ხედები იშლება. გარდა ნომრებისა, სასტუმრო აერთიანებს სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებს, როგორებიც დასვენებისა და გართობის იდეალურ გარემოს ქმნის. ibis Styles Batumi სრულყოფილი ადგილია ოჯახებით დასვენებისათვის, რამდენადაც აქ ბავშვებისათვის განკუთვნილ არაერთ კუთხეს აღმოაჩენთ.

ამასთან ერთად, სასტუმროში სპეციალური ბარ მენიუც დაგხვდებათ, რომელიც ძირითადად ჯანსაღ წასახემსებელ და საბავშვო მენიუს აერთიანებს.

დასვენებასთან ერთად, სასტუმროს ადაპტირებულია სტუმრების საქმიან და პროფესიულ ცხოვრებაზეც. ibis Styles Batumi მოიცავს საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, რომლებიც შესაბამისი ინფრასტრუქტურით არის უზრუნველყოფილი.

დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს სასტუმროს ლოკაცია - ibis Styles Batumi ბათუმის ბულვარიდან ქვეითად სავალ გზაზე მდებარეობს. მისი ადგილმდებარეობა იმგვარად არის შერჩეული, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელად სულ რაღაც 5 წუთია საჭირო. ამავდროულად ibis Styles Batumi ახლოს არის ბათუმის ისტორიულ ნაწილთან.

ამ ყველა დეტალის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მთავარ ტურისტულ ქალაქს ის სივრცე შეემატა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებისათვის დასვენების ახალ სტანდარტებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე