Get All Access for $5/mo

iGrove ანუ უნიკალური ქართული აპლიკაცია - ციფრული სამყარო, სადაც ერთობი შენი საყვარელი თამაშებით, დამატებით კი პრიზებსაც იგებ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"აიგროვე" ქართველი გეიმ დეველოპერების მიერ შექმნილი აპლიკაციაა, რომელსაც ანალოგი არ აქვს. მისი ეკოსისტემის და შესაძლებლობების შესახებ Entrepreneur "აიგროვეს" მარკეტინგის ხელმძღვანელს, ლილე ხოფერიას ესაუბრა.

პირველ რიგში, რომ მოგვიყვეთ, რა არის "აიგროვე" და როგორ მუშაობს აპლიკაცია?

წარმოიდგინე ციფრული გასართობი სამყარო, სადაც შეგიძლია ითამაშო და გამოიწვიო საკუთარი თავი, შეხვდე მეტოქეებს და დაუმეგობრდე მათ. მოიგო პრიზები და, რაც მთავარია, გაიზიარო ბევრი დადებითი ემოცია.
"აიგროვეში" ოცამდე მარტივი, ბევრისთვის საყვარელი, გასართობი თამაში დაგხვდება. ოქროსა და ვერცხლის მონეტებს ნებისმიერ თამაშში აიგროვებ, შემდეგ კი ირჩევ სასურველ პრიზს. აიგროვეში ვალუტა მხიარუალებაა, მაგრამ ისეთი მხიარულება, რომელიც შეგიძლია დამატებით სასურველ საჩუქრებში გადაცვალო.კი, შეიძლება არარეალურად ჟღერდეს, მაგრამ ეს არის ნამდვილად აიგროვე.

ეს ციფრული ეკოსისტემაა, სადაც ყოველდღიური ქაოსი ქრება. ნაცვლად ამისა, დროს მხიარულად ატარებ.როგორ გაჩნდა იდეა და რა სიახლის შემოტანა გსურდათ ქართულ რეალობაში?
ხომ იცი ის შეგრძნება, როდესაც გინდა დროებით დაპაუზების ღილაკს დააჭირო, "აიგროვე" სწორედ ეს დიდი ბრჭყვიალა ღილაკია, რომელიც მხიარულ სამყაროში მოგახვედრებს, გაეცლები ყოველდღიურ რუტინას და დარჩები შენ, თამაშებსა და უამრავ პრიზთან ერთად.

"აიგროვე" ბრენდია, რომელიც არაერთ ბედნიერ მომენტს, გულწრფელობას, ღიაობას, მუდმივ მხარდაჭერასა და საინტერესო სიახლეებს გპირდება.

აპლიკაციის იდეა ქართველ გეიმ დეველოპერებს ეკუთვნით. ჩვენი ეკოსისტემა ეხმარება ბიზნესს, შექმნას საკუთარი ბრენდული თამაშები, მათ სიცოცხლისუნარიანობაზე წუხილის გარეშე.

ასევე მარტივად გახდეს "აიგროვეს" პარტნიორი, განათავსოს პრიზი, შეთავაზება და ვაუჩერი, რომელსაც უამრავი ადამიანი შეხვდება და მათ გამოცდილებას ეს საჩუქრები უფრო ჯადოსნურს გახდის.რით არის გამორჩეული "აიგროვე" და რატომ უნდა დააინტერესოს მან მომხმარებელი?

"აიგროვე" არ არის მხოლოდ თამაშები, აქ კოლექტიური მოგზაურობის ერთ-ერთი წევრი ხარ, სადაც უმნიშვნელოვანესია გაზიარება. გაზიარება ანგარიშების, იდეების, ემოციებისა და გამოცდილების. ეს განსხვავებული ეკოსისტემაა, სადაც თამაშისას რეკლამა არ გხვდება და თითოეული თამაში ჯილდოს ტოლფასია.აპლიკაციის პრინციპი ძალიან სახალისოა, შენ თამაშობ მარტივ თამაშებს, პარალელურად კი აგროვებ ვერცხლისა და ოქროს მონეტებს. დაგროვებულ ოქროს მონეტებს ცვლი შენთვის სასურველ პრიზში, ვერცხლის მონეტებით კი ლიდერბორდში ხვდები, სადაც დამატებით უამრავი საინტერესო საჩუქარი გელოდება.

"აიგროვეს" სამყაროში არიან ადამიანები ნებისმიერი სფეროდან, თუმცა გულის სიღრმეში ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ზოგიერთი მათგანი თამაშების მოყვარულია და შეუძლია დაუსრულებლად დაამყაროს რეკორდები, გაუზიაროს მეგობრებს და იხალისოს გამოწვევებით, ზოგსაც სიამოვნებას საჩუქრების მიღება, ექსკლუზიური ფასდაკლებების მოძიება და მონეტების კუპონებში გადაცვლა ანიჭებს.როგორ შეიქმნა ბრენდი და რა არის ის მთავარი ფაქტორები, რაც თქვენს პლატფორმას გამოარჩევს?

"აიგროვეს" ბრენდის შექმნა საკმაოდ საინტერესო და გამორჩეული გამოცდილება იყო, ბრენდის პლატფორმაზე, ვიზუალურ იდენტობასა და სასაუბრო ენაზე სტრატეგიისა და ბრენდგამოცდილების დიზაინის სააგენტო ORS PAIR-თან ერთად ვიმუშავეთ. განვსაზღვრეთ "აიგროვეს" უნიკალურობა, მისი პოზიტიური და განსხვავებული ხასიათი გამოვხატეთ ბრენდში, რაც, ვფიქრობთ, მომხმარებლისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება.

"გახდი "აიგროვეს" პარტნიორი კომპანია. ბრენდული თამაშების შექმნა შესაძლებელია ნებისმიერი კომპანიისთვის, ეს იქნება მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესი.მზად ხარ, დაიწყო შენი ჯადოსნური მოგზაურობა აიგროვეს სამყაროში?
გადმოწერე აპლიკაცია, ითამაშე და აიგროვე".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი