ილონ მასკი გერმანიის გიგაქარხნისთვის თანამშრომლებს ეძებს ავტომობილების წარმოების დაწყება 2021 წლის ივლისში იგეგმება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ცნობილი ამერიკელი ანტრეპრენერი ილონ მასკი, ისეთ ადამიანებს ეძებს, ვისაც "პრობლემების მოგვარება" შეუძლია და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად ახერხებდნენ ამას, სკოლაში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას.
ამჟამად მასკი თანამშრომლები Tesla-ს ახალი ქარხნისთვის ეძებს, რომელიც ბერლინის გარეუბანში, გერმანიაშია. მილიარდერმა ბიზნესმენმა თავის Twitter-ზე დაპოსტა, რომ ინჟინრებს ეძებს.
ინჟინრების დაკომპლექტება Giga Berlin-ისთვის! ინტერვიუებს ხვალ ადგილზე ჩავატარებთ. რეზიუმე შემდეგ მისამართზე გამოაგზავნეთ: 25Guns@Tesla.com.
Recruiting ace engineers for Giga Berlin! Will interview in person tomorrow on site. Send resume to 25Guns@Tesla.com.
— Elon Musk (@elonmusk) November 5, 2020
ამერიკული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია თავის პირველ ქარხანას 2021 წელს გახსნის ევროპაში. ამისთვის მან უკვე შეარჩია მიწის ნაკვეთი, რომელიც გერმანიის ქალაქ გრუნჰაიდეში, ბერლინიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და აქტიური მშენებლობაც მიმდინარეობს. ილონ მასკის კომპანიამ 41 მილიონი ევრო გადაიხადა იმ სივრცეში და იქ Model 3-ის ნახევარ მილიონამდე ერთეულს დაამზადებს.
კომპანიის ერთ ერთი პრობლემა სპეციალისტების მოძებნა და დაქირავება იქნება ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროებში. ავტომობილების წარმოების დაწყება 2021 წლის ივლისში იგეგმება.