Get All Access for $5/mo

ილონ მასკის თქმით, Tesla-ს როდსტერი 100 კმ/სთ-მდე 1,1 წამში აჩქარდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Absolute Knowledge

ცოტა ხნის წინ, Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა, საკმაოდ თამამი განცხადება გაავრცელა. მეორე თაობის როდსტერი, რომლის გამოშვებაც კომპანიამ, ჯერ კიდევ 2017 წელს დააანონსა, აღჭურვილი იქნება SpaceX Rocket Thruster ტექნოლოგიით, რაც მას საშუალებას მისცემს 0-დან 100 კმ/სთ-მდე 1.1 წამში აჩქარდეს. ეს პროექტი, ფართო საზოგადოების წინაშე 4 წლის წინ წარსდგა. იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ იგეგმებოდა მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენება, თუმცა ამის მიუხედავად Tesla მომხმარებელს საკმაოდ შთამბეჭდავ 1,9 წამს დაპირდა, რაც სერიული ავტომობილების ბაზარზე დღემდე რეკორდული მაჩვენებელია.

Tesla როდსტერის გამოშვებას 2022 წელს ვარაუდობენ, თუმცა კომპანიას უკვე შექმნილი აქვს პროტოტიპი, რომელიც ლოს-ანჯელესის "პეტერსენის საავტომობილო მუზეუმშია" წარმოდგენილი. ამ ეგზემპლარის საინფორმაციო ბროშურაზე 100 კმ/სთ-მდე აჩქარების გრაფაში, 1,9 წამია მითითებული, რაც ისედაც სკეპტიკურად აღიქვა აუდიტორიამ, თუმცა მასკმა, როგორც ჩანს ეს არ იკმარა და თავის "ტვიტერის" გვერდზე, მორიგი სენსაციური განცხადება გააკეთა. 1,1 წამში აჩქარება, შეიძლება ითქვას, ფიზიკის კანონებსაც კი ეწინააღმდეგება.

ილონ მასკის როდსტერის SpaceX Rocket Thruster-ით აღჭურვა, ავტოინდუსტრიაში ახალი სიტყვაა და მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი დიდი ალბათობით, ვერ იფრენს, როგორც თავად მილიარდერი გვპირდებოდა, იგი თანამედროვე სტანდარტებითაც კი საკმაოდ სწრაფი იქნება.

"ტვიტერის" გვერდზე მასკმა აღნიშნა, რომ როდსტერის მაქსიმალური სიჩქარე ადამიანისათვის უსაფრთხოა, თუმცა იგი ამატებს, რომ ამ ავტომობილით გადაადგილება, გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების მქონე მომხმარებლისთვის არაა რეკომენდებული.

SpaceX Rocket Thruster-ის პაკეტი Tesla როდსტერისთვის 10 მცირე ზომის რაკეტას მოიცავს, რომლების ავტომობილის გარშემო იქნება დამონტაჟებული. ჯერ კიდევ 2018 წელს, მასკი ავტოინდუსტრიაში მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვას წინასწარმეტყველებდა და აღნიშნავდა, რომ ეს სარაკეტო ძრავები ავტომობილს საშუალებას მისცემს გაზარდოს აჩქარება და მაქსიმალური სიჩქარე, შეამციროს სამუხრუჭე მანძილი და მოსახვევებში მანევრი გაამარტივოს.

კომბინაციით - ელექტრომობილი+რაკეტა, ილონ მასკს შიდა წვის ძრავების გამოდევნა და სკეპტიკოსების ელექტრო მანქანების უპირატესობაში საბოლოოდ დარწმუნება სურს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი არაა, დანამდვილებით ვიცით, რომ Model S-ის მსგავსად, როდსტერიც სამძრავიანი ტრანსმისიის სისტემით იქნება აღჭურვილი, რაც გულისხმობს, რომ წინა თვლები მოძრაობაში მოჰყავს ერთ ელექტრო ძრავას, ხოლო უკანა თვლები - ორს.

ავტომობილის საბაზო კომპლექტაციის სავარაუდო ფასი - 250 000 ამერიკული დოლარია, ხოლო სპეციალური რაკეტებით აღჭურვილი ვერსიის ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია. აქვე აღსანიშნავია, რომ როდსტერის შესაძენად წინასწარი რეგისტრაციისათვის, მომხმარებელს რიგის დაკავება და 50 000 დოლარის გადახდა მოუწევს.
არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

ქართული ჩაის ახალი ბრენდი გურიიდან

უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაი ჩაის მოყვარულთათვის!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია