📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ილონ მასკმა ოსტინში Tesla-ს გიგაქარხანა გახსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

7 აპრილს ტექსასის შტატში, ქალაქ ოსტინის მახლობლად, Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა ელექტრომობილების მწარმოებელი ახალი, $1,1 მილიარდად შეფასებული ქარხანა გახსნა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო Tesla-ს ახალი მოდელები, მათ შორის Cybertruck და Robotaxi, რომლებიც, მასკის თქმით, სულ მალე ჩაეშვება გაყიდვაში.

„მარტივი არ ყოფილა ასეთი მასშტაბის ნაგებობის აღმართვა და მისი მომარაგება ყველა საჭირო ინვენტარით. თუკი ქარხანას გვერდზე დავაწვენთ, მისი სიმაღლე დედამიწის ყველაზე მაღალ შენობას − ბურჯ-ხალიფას გადაასწრებს, ხოლო Tesla-ს გუნდის გათვლით, ახალ ქარხანაში თეორიულად შესაძლებელია 194 მილიარდი ზაზუნას განთავსება", − განაცხადა მასკმა ქარხნის პრეზენტაციაზე.

7 აპრილის ღონისძიებაზე Tesla-ს დირექტორმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ოსტინის ქარხანა 500 000 ერთეულ Model Y-ს გამოუშვებს. გარდა ამისა, კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი წლისთვის დაიწყება Cybertruck-ის სერიული წარმოება.

„უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ჩვენ მილიონზე მეტი ელექტრომობილი მივაწოდეთ მსოფლიო ავტობაზარს, თუმცა წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ისევე, როგორ სხვა ავტომწარმოებლები, Tesla ცდილობს გაუმკლავდეს წარმოებისათვის საჭირო ჩიპების დეფიციტსა და ნედლეულის უკმარისობას, რასაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრა მხოლოდ ამძაფრებს", − აცხადებს ილონ მასკი.

Auto Forecast Solutions-ის კვლევების თანახმად, Tesla-ს ავტომობილები აშშ-ის ტერიტორიაზე გაყიდული ელექტრომობილების ჯამური მოცულობის 75%-ს შეადგენს. ამასთან, სრულად ელექტრომანქანების გაყიდვები ახალი ავტომობილების ბაზრის მხოლოდ 4%-ს შეადგენს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული