Get All Access for $5/mo

ილონ მასკმა Tesla Tequila გამოუშვა ბოთლის ფასი - $250

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Tesla-მ უკვე ოფიციალურად გამოუშვა Tesla Tequila-ს ექსკლუზიური, მცირე პარტია: პრემიუმ კლასის ტეკილა100% აგავათი.

Tesla Tequila-ს იდეა 2018 წელს საპირველაპრილო ხუმრობად დაიბადა და მის განხორციელებაზე მუშაობა ორ წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამ დღეს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა საკუთარი ფოტოსურათი გამოაქვეყნა, და ხუმრობით გააკეთა განაცხადი კომპანიის გაკოტრებაზე. Tesla აცხადებდა, რომ ფული ამოეწურა და მასკი თავის დარდებს "Teslaquila"-ს ბოთლებით იქარვებდა.

ამ ხუმრობის შემდეგ, Tesla-ს საზოგადოება სწრაფად ჩაებღაუჭა მდგრადი ენერგიისა და ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის იდეას, რომ მას საკუთარი, ექსკლუზიური ტეკილა დაემზადებინა. მასკის იუმორის გრძნობამ გაიმარჯვა და ეკოლოგიურად სუფთა ალკოჰოლის ბრენდი აღმასრულებელი დირექტორის კიდევ ერთი პროდუქტი გახდა. სამწუხაროდ, მასკს უარის თქმა მოუწია ამ
პროდუქტისთვის Teslaquila-ს დარქმევაზე, პატენტის რეგისტრაციამ უჩვენა, რომ ეს შეუძლებელი იყო.

Tesla Tequila-ს გამოწერა ამჟამად კომპანიის ვებ-გვერდზე შეიძლება. მყიდველები $250-ად შეძლებენ 40% ან 80%- იანი Tesla Tequila-ს 750 მლ-იანი ბოთლის შეძენას.
"წარმოგიდგენთ Tesla Tequila-ს, ექსკლუზიურ, პრემიუმ 100%-იან de agave tequila añejo-ს (2-3 წლიანი დაძველების ტეკილა) მცირე პარტიას, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მაღალმთიან და დაბლობ რეგიონებში შეგროვილი აგავათია დამზადებული. Tesla Tequila-ს 15 თვის განმავლობაში ფრანგული მუხის კასრებში და მინამბერების მიერ ხელით დამზადებულ მინის ბოთლებში ავარგებენ, მას ჩირისა და ვანილის მსუბუქი არომატი აქვს და კაიენის წიწაკის ნოტებითაა დაბალანსებული. ყველაზე დიდ სიამოვნებას მისი თანდათანობით წრუპვისას მიიღებთ", – აცხადებს კომპანია.

პროდუქტი მაღალია ძაბვის სიმბოლოს ფორმის მინის ბოთლითაც გამოვიდა, რომელიც იდეალურად გამოხატავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების მოპოვება.

Tesla Tequila-ს შეძენა რომ შეძლოთ, ბუნებრივია, 21 წლის უნდა იყოთ. ინდუსტრიის რეგულაციების გამო კი, პროდუქტის მიწოდება მხოლოდ შემდეგ შტატებში ხდება: ალაბამა, არიზონა, კალიფორნია, კოლორადო, კონექტიკუტი, დელავერი, კოლუმბიის ოლქი, ფლორიდა, აიდაჰო, ილინოისი, ინდიანა, აიოვა, ლუიზიანა, მერილენდი, მასაჩუსეტსი, მისისიპი, ნევადა, ნიუ ჰემფშირი, ნიუ - ჯერსი, ნიუ -მექსიკო, ნიუ-იორკი, ოჰაიო, ოკლაჰომა, ორეგონი, პენსილვანია, როდ-აილენდი, ტენესი, ტეხასი, ვირჯინია, ვაშინგტონი, ვისკონსინი.