Get All Access for $5/mo

ილონ მასკსა და ბერნი სანდერსს შორის ''ჭარბი სიმდიდრის'' თემაზე Twitter-კონფლიქტი გაჩაღდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ ყველას მოგეხსენებათ, თუ რამდენად აქტიურია ილონ მასკის Twitter-გვერდი და როგორ უყვარს მას საკუთარი მოსაზრების საჯაროდ ხმამაღლა დაფიქსირება. 14 ნოემბერს მან არ უღალატა ამ ტენდენციას და სენატორ ბერნი სანდერსთან, ჭარბი სიმდიდრისა და ქონების თემაზე საკმაოდ ცხარედ იკამათა.

სანდერსის "ტვიტს" მოთხოვნით, რომ მდიდარმა ამერიკელებმა ბიუჯეტში თავიანთი სამართლიანი წილი გადაიხადონ, მასკმა უპასუხა: "მუდამ მავიწყდება, რომ ისევ ცოცხალი ხარ". გარდა ამისა, მან სხვა მომხმარებლის ხუმრობას სანდერსის "ტვიტთან" დაკავშირებით, სიცილის ემოჯით უპასუხა და აუდიტორიის წინაშე Tesla-ს მეტი აქციის გაყიდვის შეთავაზებით წარდგა.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ანგარიშის თანახმად, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, მასკმა 7 მილიარდ დოლარამდე ღირებულების Tesla-ს აქციები გაყიდა. ამას წინ უძღოდა მის მიერ ჩატარებული გამოკითხვა Twitter-გამომწერებს შორის, სადაც მან საკუთარ მიმდევრებს აქციების გაყიდვის შესახებ აზრის დაფიქსირება სთხოვა.

Twitter-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში მასკმა სენატორ რონ ვაიდენის მიერ ინიციირებულ, ე.წ. "მილიარდერთა გადასახადის" შესახებაც ახსენა, რომელიც მდიდარი ადამიანების არარეალიზებული კაპიტალის დაბეგვრას ითვალისწინებს. იმის ფონზე, რომ Tesla-ის აქციები პანდემიის დროს მკვეთრად გაიზარდა, რამაც მასკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად აქცია, მილიარდერმა არაერთხელ გააკრიტიკა დემოკრატიული პარტიის მიერ შეთავაზებული საგადასახადო კანონპროექტები.

ექსპერტთა პროგნოზების თანახმად, ამ კანონების დამტკიცებით, ილონ მასკი წლიურად დაახლოებით 10 მილიარდი დოლარით დაიბეგრებოდა.

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი