Get All Access for $5/mo

იმოგზაურე ლიტერატურაში - მატარებლის მგზავრები "საბას" ბიბლიოთეკით სარგებლობას შეძლებენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

აქ.ახლა ელექტრონული წიგნის პლატფორმა "საბა" და ბილეთების ონლაინ პლატფორმა TKT.GE 15 ივნისიდან მგზავრებს არა მარტო საქართველოში, არამედ ლიტერატურულ სამყაროში უსასრულო მოგზაურობასაც ჰპირდებიან. ხვალიდან ნებისმიერი მგზავრი, რომელიც TKT.GE-ზე მატარებლის ბილეთს შეიძენს ნებისმიერი მიმართულებით, "საბას" ბიბლიოთეკის 1 თვიან პაკეტს მიიღებს, რაც ნიშნავს, რომ მას 6 500-ზე მეტ ელექტრონულ და ხმოვან წიგნთან ულიმიტო წვდომა ექნება.

ხშირად მგზავრობა მოსაწყენ, დამღლელ და გაწელილ პროცესად გვეჩვენება, თუმცა ხვალიდან ის ბევრისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება. იდეა პანდემიური რეალობიდან გამომდინარე გაჩნდა. მაშინ, როცა ჩვენი გადაადგილების მარშრუტი უფრო მეტად შეზღუდულია, ვიდრე აქამდე იყო, ლიტერატურა თავგადასავლებისა და მოგზაურობის ულიმიტო სივრცედ რჩება. ახალი ამბები და თავგადასავლები კი არავისთვის არ არის ისეთი საინტერესო, როგორც ადამიანისთვის, რომელიც თავად მიდის სამოგზაუროდ და თავგადასავლების საძიებლად.

შეგახსენებთ, რომ "საბას" ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია "საბას" დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი "საბა", რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა "საბკულტურა" და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია SABA Reader-ი. დღესდღეობით "საბას" ბიბლიოთეკაში 6500-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

რაც შეეხება TKT.GE-ს, იგი კავკასიაში ონლაინ ბილეთების ყველაზე დიდი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს ქმნის. ქართული პლატფორმა დღეისათვის 450,000 -ზე მეტ ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს კინოს, სპორტის, თეატრების, ოპერის, კონცერტების, ფესტივალების, მატარებლისა და ავია ბილეთების შეძენას ელექტრონული ფორმით.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ