Get All Access for $5/mo

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი პროგრამა მიზნად ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას ისახავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Impact Hub

Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარეობს სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 20 საუკეთესო გუნდი, რომელიც 2 თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

შერჩეული სტარტაპები:

Home Cooking Adventures - პოპულარული კულინარიული ფბ.ჯგუფით და მათი აქტიური წევრებით ინსპირირებული ვებ.პლათფორმა, რომელიც ეხმარება ენთუზიასტ სახლის მზარეულებს, ჰობი აქციონ ბიზნესად, გაყიდონ სახლში მომზადებული კერძები ონლაინ, მარტივად მოიზიდონ მომხმარებელი, შეფასების სისტემით აიმაღლონ სანდოობა და გაზარდონ შემოსავალი. მომხმარებელი შეძლებს სასურველი კერძების გასინჯვას, ახალი კერძების აღმოჩენას ან საჭირო ინგრედიენტების გამოძახებას და თავად მომზადებას.

UpWay-ს პლატფორმა გააერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველა სასწავლო კურსს, სპორტულ თუ სამოყვარულო წრეს. აქ მომხმრებელს შეეძლება გაფილტროს და შეადაროს კურსები კატეგორიის, ფასის, ლოკაციის ან შეფასების მიხედვით, დარეგისტრირდეს და შეიძინოს სასურველი კურსი.

სამბრელას ახალი პროექტი "ფაბულა" არის eSports მობილური თამაშების პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მობილური თამაშების დეველოპერებს ჩააშენონ ფასიანი ტურნირების სისტემები საკუთარ თამაშებში. ჩვენს მიერ შექმნილი SDK დააკავშირებს თამაშების დეველოპერებს მათ მომხმარებლებთან, გასართობი და საინტერესო ტურნირების საშუალებით. ფაბულა შექმნის მობილური თამაშების დეველოპერებისთვის, პროდუქტის მონეტეზაციის ახალ მექანიზმს, ხოლო ამ თამაშების მომხმარებლებისთვის, ახალ პლატფორმას მრავალფეროვანი თამაშების დიდი არჩევანით.

https://www.facebook.com/sambrela

  • გლიმგოუ - მობილურ აპლიკაციაზე დაფუძნებული დისტანციური ავტოსამრეცხაოა, რომელიც აღნიშნულ სერვისს კიდევ უფრო მოქნილს და კომფორტულს ხდის.
  • Art Inception Georgia - თანამედროვე ონლაინ გალერეა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაათვალიეროთ, აღმოაჩინოთ და იყიდოთ ან გაყიდოთ ხელოვნების ნიმუშები თქვენი სახლიდან.
  • Edupay - სწავლის გადასახადის მენეჯმენტის პლატფორმა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის.

https://www.facebook.com/edupay.ge

ბრეინერი - ვებ.პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ გათამაშებას, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი ცოდნისა და სისწრაფის დახმარებით მოიპოვონ გამარჯვება და მიიღონ ფინანსური სარგებლი.

Easypay - საგადახდო სისტემა, რომელიც მიკროსაფინანსო და სალომბარდე სფეროს მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრონულ საფულეს. პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლებს, შეეძლებათ გადაიხადონ მიკროსაფინანსო და ლომბარდის გადასახადები, აითვისონ თანხა ლომბარდებიდან, ისარგებლონ სხადასხვა საფინანსო და კომუნალური მომსახურებით, მიიღონ საერთაშორისო გადარიცხვები სახლიდან გაუსვლელად და გაანაღდონ თანხა ქვეყნის მასშტაბით 500-მდე ობიექტში.

  • D.tale app - ღონისძიებების დაგეგმარების მობილური აპლიკაცია და ვებ.პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ღონისძიების დამკვეთი იმარტივებს დაგეგმარებისა და ინვენტარის შეკვეთის პროცესს, იღებს კონსულტაციას, დახმარებასა და ინსპირაციას ერთ სივრცეში.
  • Farco - სათბურისა და ფერმის ავტომატიზირებული მართვის სისტემა, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მეურენობაში არსებული კლიმატის შესახებ და მართონ ამ მონაცემებზე დაყრდნობითი სხვადასხვა სისტემა, როგორიცაა: გამათბობელი, მატენიანებელი, გამწოვი, მორწყვისა თუ განათების სისტემა და სხვა.

http://farco.ge/https://www.facebook.com/farco.online

  • Lobby - მობილური პლატფორმა, რომელიც პანდემიის შედეგად დისტანცირებულ სტუდენტებს საერთო ინტერესების მიხედვით აკავშირებს.
  • 361.ge - საქალაქთაშორისო გადაადგილების ერთიანი პლატფორმა, რომელიც გაუმარტივებს მგზავრებს სამარშრუტო ტაქსის ბილეთების შეძენას, ხოლო მეორე მხრივ, სადგურებს დაეხმარება თავიანთი მომსახურების გაუმჯობესებაში.

https://facebook.com/361.ge/

  • The Desire Therapy / წადილის თერაპია -ს ახალი პროექტი "ნეიროპილოტი/NeuroPilot" არის მენტალური ჯანმრთელობის მობილური აპლიკაცია - ვირტუალური ფსიქოლოგი. წარმატებისა და შემოქმედების პროცესში, ემოციური ბალანსის, თვითშეფასების ამაღლებისა და ტრავმის შიშის მართვის აპლიკაცია.
  • wowchy - არის სასაჩუქრე ვაუჩერების ონალინ მაღაზია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, მარტივად შეარჩიონ ცნობილი ბრენდების სასაჩუქრე ვაუჩერები, გადაიხადონ ონლაინ და მიიღონ სასურველ მისამართზე, ან პირდაპირ ადრესატს გაუგზავნონ მზა საჩუქრის ფორმით.

www.wowchy.ge

https://www.facebook.com/wowchy/https://

instagram.com/wowchy.ge?igshid=1g4ad6zswag99

  • ლისტი არის სტრიმინგისა და საკვების მიწოდების პლატფორმა, რომელიც სახლის მზარეულებს, გლობალურ აუდიტორიასა და ადგილობრივ მომხმარებლებთან წვდომის საშუალებას სთავაზობს. პლატფორმის მიზანია, კულინარიის ენთუზიასტებისთვის, ხშირ შემთხვევაში, არა-ანაზღაურებადი უნარის (საჭმლის კეთების) მონეტიზაცია და პირადი ბრენდინგის ინოვაციური საშუალების დანერგვა.
  • ფლემუდი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს და ორგანიზაციებს სთავაზობს სპორტული მატჩების და ტურნირების დაგეგმვის და მართვის ვებ და მობილურ პლატფორმას, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილი სერვისები, მომხამრებელს გაუმარტივებს აღნიშნულ პროცესს, დაუზოგავს დროს და წაახალისებს ჯანსაღი ცხოვრების წესს.

https://plamood.com

https://www.facebook.com/plamoodcom

  • პევატონი - B2B ვებ.პლატფორმა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ ევროპელ დიზაინერებს დასავლეთ ევროპულ ბუტიკებთან. სტარტაპის მიზანია, ბუტიკებმა სწრაფად და ეფექტურად შეძლონ პროდუქციის პოვნა, საჭირო კონტაქტების მოძიება, ყიდვა და ტრანსპორტირება. ხოლო მეორე მხრივ, პლატფორმა დიზაინერებს დაეხმარება გაყიდონ პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში.

https://www.facebook.com/Pevaton

www.Pevaton.com

  • Georgian Travel Guide ეხმარება მოგზაურებს, მოგზაურობის დაგეგმვასა და მართვაში, ვებ.გვერდსა და მობილურ აპლიკაციაში წარმოდგენილი ინფორმაციითა და კომერციული შეთავაზებებით, ხოლო მასპინძლებს - ტურისტული მომსახურების ონლაინ გაყიდვაში.

https://georgiantravelguide.com/ka

Apple Store - https://apps.apple.com/us/app/georgian-travel-guide/id1532788206

Android - https://play.google.com/store/apps/details?id=com.georgiantravelguide.app

https://www.facebook.com/GeorgianTravelGuideCom

  • Terminalio - რეკრუტმენტისთვის შექმნილი ვებ.პლატფორმა, რომელიც ეხმარება კერძო და იურიდიულ პირებს მოძებნონ სხვადასხვა უნარ-ჩვევის მქონე ტალანტები კონკურენტულ ფასად.

პრე-აქსელერაციის პროგრამას უძღვება იმფაქთ ჰაბ თბილისის მიერ შექმნილი პროფესიონალების გუნდი, გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში.

პრეაქსელერატორის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ფასეული შეთავაზება (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება. პროგრამა დასრულდება 4 ივნისს დემო დღით, სადაც პრე-აქსელერატორის მონაწილე სტარტაპები ინვესტორების წინაშე წარდგებიან და ექნებათ შესაძლებლობა მოიპოვონ დამატებითი დაფინანსება სტარტაპის განვითარებისა და გაფართოებისთვის.

პროგრამის მხარდამჭერები: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, EFSE Entrepreneurship Academy, რედბერის სტარტაპ სტუდია და ჰოლანდიის საელჩო, რომელიც პრე-აქსელერაციის დასრულების შემდეგ, Startup Fellowship Orange-ის ფარგლებში, საუკეთესო მონაწილეებს უზრუნველყოფს სამუშაო სივრცითა და დამატებითი კონსულტაციებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

10 დოკუმენტური ფილმი ბიზნესზე, საიდანაც ანტრეპრენერები ბევრს ისწავლიან

დოკუმენტურ ფილმს იმიტომ უნდა უყუროთ, რომ დაისვენოთ კიდეც და გაცილებით ჭკვიანიც გახდეთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"