Get All Access for $5/mo

იმუშავე ნებისმიერი ადგილიდან - რას გულისხმობს დასაქმების პლატფორმა Awork-ის ინიციატივა თანამშრომლებისთვის? Awork-ის ახალი ინიციატიცით, აგვისტოს თვეში თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ლოკაციიდან სრულად დისტანციურად იმუშაონ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე სამყაროში კომპანიების ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არა მხოლოდ მომხმარებლებთან, არამედ თანამშრომლებთან ურთიერთობაცაა. დღესდღეობით, სულ უფრო მეტი მენეჯერი ცდილობს გააჩინოს გუნდის წევრებში ზრუნვის შეგრძნება, რაც საბოლოო ჯამში, საერთო მიზანზე ორიენტირებულ ძლიერ გუნდს ქმნის.

სწორედ ამ მიდგომას იზიარებს Awork − დასაქმების პლატფორმა, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს დასაქმებაში, ხოლო ბიზნესს პერსონალის უფრო სწრაფად და მარტივად პოვნაში ეხმარება. Awork პირველი ქართული პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, ბიზნესპროფილის მეშვეობით სრულად გააციფრულონ HR-პროცესები, ხოლო მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად მოძებნონ ვაკანსიები და პლატფორმიდან გაუსვლელად გააგზავნონ აპლიკაციები. Awork 1 წლის წინ დაფუძნდა და მას შემდეგ უკვე 60 000 მომხმარებელსა და 900-ზე მეტ ბიზნესს აერთიანებს. სტარტაპი 2022 წელს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტის გამარჯვებულიც გახდა.


Awork-ის სამუშაო კულტურა არა მხოლოდ მისი პლატფორმის მომხარელების, არამედ დასაქმებულების კეთილდღეობასა და განვითარებაზე ზრუნვას გულისხმობს.


სტარტაპის გუნდი 15 ადამიანისგან შედგება, თუმცა კომპანიაში ღრმად იაზრებენ ერთმანეთის მხარდაჭერის, ნდობისა და მოტივაციის მნიშვნელობას.

"თითოეულ რგოლს აქვს ძალიან ზუსტი ინტრუქცია, თუ რა უნდა აკეთოს და იმ სტარტაპში, რომელიც წელიწადზე მეტია თვიდან თვემდე აგრძელებს მინიმუმ 25%-იან ზრდას, ყოველი მათგანის ჩართულობა და ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, ერთმანეთის მიმართ გვაქვს სრული ნდობა და ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმთან ღია მიდგომა", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს Awork-ის კომერციული დირექტორი, ნინი ზექალაშვილი.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ზაფხულში თანამშრომლების მოტივაცია მეტი სიახლოვეა ბუნებასთან და არა სამუშაო ოფისი და მაგიდა, რომელიც ისედაც, როდესაც პასუხისმგებლობით ასრულებ საქმეს, ნებისმიერ ადგილზე შეგიძლია მოიწყო. სწორედ აქედან გამომდინარე, Awork-ის თანამშრომლები, შვებულების პარალელურად, 2 კვირა სრულიად დისტანციური რეჟიმით მუშაობას შეძლებენ. გუნდის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, დაისვენონ საყვარელ ადამიანებთან ერთად სასურველ გარემოში და სამუშაო დრო და პროცესი მართონ ისე, როგორც თავად იგრძნობენ თავს კომფორტულად − ისე, რომ კომპანიის განვითარება არ შეფერხდეს.

"დისტანციური სამუშაო არის გამოწვევა მხოლოდ პასუხისმგებლობიან ადამიანებს გამოსდით ამ დროს ხარისხიანად მუშაობა და სრული პასუხიმგებლობით ვიტყვი, რომ სწორედ ასეთი ადამიანები მუშაობენ Awork-ში. სხვა შემთხვევაში, ირგვლივ ძალიან ბევრი გასართობი, ყურადღების გამფანტავი საშუალებაა, რაზე გადართვითაც შესაძლებელია დააზარალო კომპანია, საკუთარი შრომა ან შენს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი. ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთთან ღია ვიყოთ, არა მხოლოდ სამუშაო პრობლემებზე, არამედ ზოგად გამოწვევებზეც. ხშირად ვსაუბრობთ, რამ შეიძლება დაგვაბრკოლოს ამა თუ იმ დროს მუშაობაში. საუბრით ვცდილობთ გადაწყვეტის ძიებასა და სიტუაციის გამოსწორებას, შემდეგ კი გაუმჯობესებას. რაც მთავარია, ყოველი თანამშრომელი ცდილობს ერთმანეთს მოტივაცია შესძინონ. ჩვენს გუნდს არასდროს ენანება შექებაეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანი ბედნიერების კომპონენტია, რომელიც სხვა ენერგიით გავსებს", − განმარტავს ნინი ზექალაშვილი.

Awork-ისთვის ჰიბრიდული რეჟიმი იმ ბენეფიტებითაც გამოირჩევა, რომ თუკი სხვა შემთხვევაში შესაძლოა კონკრეტული საქმე უფრო გაწელილიყო, როდესაც სხვა გარემოდან მუშაობ, ცდილობ, დროის დაზოგვის მიზნით, უფრო სწრაფად დაასრულო საქმე. ეს მიდგომა კი, თავის მხრივ, სამუშაო ეფექტიანობას ზრდის, კადრების ენერგიას ზოგავს და შესაბამისად, გავლენას ახდენს საერთო კეთილდღეობაზე. კომპანიაში, თვის ბოლოს, შედეგების ანალიზი იგეგმება, რის მიხედვითაც განისაზღვრება, რამდენად გაამართლა ამ ინიციატივამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Awork აქტიურად განაგრძობს მეტი ინიციატივის განხორციელებას თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებლად, ჯანსაღი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად − იმისათვის, რომ თითოეულ მათგანს უყვარდეს კომპანიაც და საკუთარი საქმიანობაც. კომპანია სამომავლოდაც განაგრძობს შრომითი ბაზრის გაუმჯობესებას ახალი მიდგომებითა და მოთხოვნებით დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან მიმართებით.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია