Get All Access for $5/mo

"იმუშავეთ დაბრკოლებების გადასალახავად, ისწავლეთ მათგან და არასდროს დანებდეთ" - სტელა ბობილინას გზა წარმატებისკენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტელა 1987 წელს დაიბადა ციმბირში. თუმცა 7 წლის ასაკში ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადავიდა საცხოვრებლად.

როგორც იხსენებს, სტატისტიკის, ანალიტიკისა და, რაც მთავარია, კერძო საკუთრებისადმი ინტერესმა საბოლოოდ სწორედ ამ ბიზნესში აპოვნინა საკუთარი თავი.

სტელა ერთ-ერთ საუკეთესო და რთულ სკოლაში სწავლობდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

"კლასში საუკეთესო ვიყავი სტატისტიკაში. დროთა განმავლობაში ამ უნარ-ჩვევებზე ვიმუშავე და კრიტიკული აზროვნების პროექტებში გამოყენებაც დავიწყე" - გვეუბნება სტელა ბობილინა.

მენეჯმენტი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ საუკეთესო, უორვიკის უნივერსიტეტში ისწავლა და წარმატებით დაასრულა. მისი კარიერაც სწორედ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში დაიწყო.

სტელა Entrepreneur-თან ინტერვიუში გვიყვება, რომ კერძო საკუთრების მიმართ ინტერესი მას მერე გაუჩნდა, რაც მისმა მშობლებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადასვლის შემდეგ სასტუმრო გახსნეს და 7 წლის ასაკში მთელ სამზადისს დიდი ინტერესით აკვირდებოდა.

"მთელი პროცესის მოწმე ვიყავი, დაწყებული ოთახებისთვის ფარდების შეძენითა და შერჩევით, დასრულებული რესტორნის გახსნითა და პროდუქციის არჩევით. ჩემი მშობლების ბიზნესი იმ პერიოდში ძალიან პოპულარული და წარმატებული იყო, ამიტომ ბავშვობიდან საუკეთესოებისგან ვსწავლობდი", - იხსენებს ის.

2014 წელს ნიკა გოგიამ დუბაიში Cresco Group-ი დააფუძნა. იმ დროისთვის სტელა ნავთობპროექტებსა და კერძო საკუთრების ინვესტიციებზე მუშაობდა. სტელა იხსენებს, რომ მას ყოველთვის განსაკუთრებულად იზიდავდა ამ საკითხებზე მუშაობა.

სტელა მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრს მოგზაურობდა, სხვადასხვა ქვეყანაში ჰყავდა მეგობრები და საკუთარ თუ სხვების გამოცდილებაზე დაყრდნობით ხედავდა, რომ კერძო საკუთრების ინდუსტრიაში ექსპერტული ანალიზის ძალიან დიდი დანაკლისი იყო. სწორედ ამ დაკვირვებამ მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, დაეფუძნებინა Cresco Real Estate-ი.

"როცა ბიზნესს აფუძნებ და ზრდის ეტაპამდე მიდიხარ, ცხადია, იზრდება ხარჯებიც. ხშირად კომპანიები სწორედ იმ ხარჯების მინიმიზაციას ცდილობენ, რაც არასწორია. მათი პოზიციაც, ცხადია, გასაგებია, თუმცა მე პირადად მსგავს ტაქტიკას არ მივმართავდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ CRESCO მომხმარებლებს აწვდის უახლეს ინფორმაციას, ამაზე დაყრდნობით აანალიზებს პროექტებს და იყენებს ექსპერტთა ჯგუფს, რომელთა ღირებულებები სრულ ჰარმონიაშია ჩვენი კომპანიის ხედვებთან", - გვეუბნება ის.

Cresco Real Estate-სთვის მთავარი სერვისის მიწოდებაა კომპანიებისთვის ისე, რომ მათთვის პროექტების განხორციელება მაქსიმალურად პრობლემებისგან დაცლილი პროცესი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის სეგმენტი ძალიან ფართოა და კერძო საკუთრების ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროს მოიცავს, შეთავაზებული მომსახურება ყველასთვის უმაღლეს დონეზეა აყვანილი.

სტელა ამბობს, რომ კერძო საკუთრებაში ინვესტირებით დაინტერესებულნი არიან ისეთი კომპანიებიც კი, რომლებიც თავად ამ სფეროდან ძალიან განსხვავებულ ინდუსტრიაში მუშაობენ. თუმცა მათ ესმით მსგავსი ინვესტიციების მნიშვნელობა.

კიდევ ერთი სეგმენტი, ვინც Cresco Real Estate-ის მომსახურებით სარგებლობს, არიან ოჯახები, ვინც პირადი გამოყენებისთვის ეძებენ კერძო საკუთრებას. ახალი სახლის პოვნა, საჭიროებებზე მორგება და შემდეგ საცხოვრებლად გადასვლა ხშირად დიდ სტრესთან არის დაკავშირებული, სტელა კი ამბობს, რომ მათი მომსახურებით სწორედ ამ რთულ პერიოდებს უმარტივებენ ადამიანებს.

CRESCO მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, წარმატებით ოპერირებს. სტელასთვის აქ ინვესტირების წახალისებას მხოლოდ პროფესიული ინტერესი არ აქვს - მისი მეუღლე და შვილები ქართველები არიან, თავად სტელაც საქართველოს მოქალაქეა და ამიტომაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა ეგზისტენციალური მნიშვნელობისაც კია.

ამბობს, რომ ქართული ბაზარი ძალიან დინამიკურია და აქ პორტფოლიოს გამდიდრება საინტერესო პროცესია. ისევე, როგორც გლობალურ ბაზარზე, კერძო საკუთრების ინდუსტრიაში Cresco Real Estate-ის პროფესიონალთა გუნდის ექსპერტული ცოდნა უკვე მნიშნელოვნად ცვლის ლანდშაფტს ქართულ რეალობაშიც.

სტელასთვის ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა ძალიან საინტერესო პროცესია. სწორედ აქედან იღებს მისთვის საჭირო მოტივაციასაც და შთაგონებასაც საქმიანობაში.

ჩვენს კითხვაზე, რას ურჩევდა დამწყებ ანტრეპრენერებსა თუ მენეჯერებს, სტელა ასე გვპასუხობს:

"ყოველთვის ფოკუსირდით თქვენს მიზანზე. დაიმახსოვრეთ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლება შეიძლება შეგხვდეთ, თუმცა აუცილებელია, მათ გადალახვაზე იმუშაოთ, ისწავლოთ ამ ყველაფრიდან და, რაც მთავარია, არასდროს დანებდეთ".

CRESCO-სა და სტელას საქართველოსა თუ საერთაშორისო მასშტაბით დიდი მიზნები აქვთ. ამ ეტაპზე დაგეგმილია რამდენიმე დეველოპერული პროექტი, რომელთა განხორციელებაც ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია იქნება საქართველოსთვის.

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი