Sponsored Content

INCOMPASS 2023: შექმენი ისტორია - "ფილიპ მორის საქართველოს" სტაჟირების პროგრამა იწყება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Philip Morris

თუ შესაძლებლობას ეძებ შექმნა ისტორია, აქციო შენი იდეები რეალობად და დაიგროვო საერთაშორისო დონის პროფესიონალებთან ერთად მუშაობის გამოცდილება, მაშინ INCOMPASS 2023 შენთვისაა.

INCOMPASS 2023 "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" მიერ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის შექმნილი ექვსთვიანი სტაჟირების პროგრამაა, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება. ის მიზანდასახულ, მოტივირებულ და აქტიურ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი უნარები, დაიგროვონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, იმუშაონ მათთვის საინტერესო მიმართულებით და მიიღონ მუდმივი განვითარების გამოცდილება.

"ფილიპ მორის ინთერნეიშენალის მთავარ ღირებულებას თითოეული ადამიანი წარმოადგენს. შესაბამისად, გუნდის ახალ წევრებს ვთავაზობთ შესაძლებლობას, შექმნან ისტორია, მიიღონ მუდმივი განვითარების გამოცდილება და იმუშაონ იმ ადამიანებთან ერთად, რომელსაც სჯერა, რომ დიდი ცვლილებების განხორციელება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი".

წელს, INCOMPASS 2023-ის ფარგლებში, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ გამოცდილება ფინანსების, მომხმარებლის გამოცდილების, და მარკეტინგის მიმართულებით.

თუ გსურს, გახდე საერთაშორისო გამოცდილების მქონე გუნდის წევრი, მაშინ გადადი ბმულზე, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა 18 ივნისამდე და გადადგი ნაბიჯი ახალი აღმოჩენებისკენ.