Get All Access for $5/mo

ინფლუენსერ მარკეტინგულმა სააგენტო echolize-მა პლატფორმა განაახლა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

echolize

სულ ცოტა ხნის წინ, ქართულმა ინფლუენსერ მარკეტინგულმა სააგენტო echolize-მა პლატფორმა echolize.com-ი განაახლა და მომხმარებლებს, ახლა უკვე განახლებული სერვისით, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას სთავაზობს.

ვინაიდან, მარკეტინგული კამპანიების სწორად დაგეგმვაში დიდი როლი უჭირავს მონაცემებსა და მათზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებებს, echolize.com-ი ყველა ბრენდსა თუ მარკეტერს 10 დღის მანძილზე პლატფორმაზე უფასო წვდომის შესაძლებლობას სთავაზობს, რაც მათ სასურველი კამპანიის სწორად დაგეგმვაში დაეხმარება.

ახლა უკვე, 10 დღის მანძილზე ბრენდსა თუ მარკეტერს შესაძლებლობა აქვს:

  • აღმოაჩინოს პლატფორმაზე რეგისტრირებული 500+ ინფლუენსერი
  • დაგეგმოს კამპანია და ნახოს მოსალოდნელი შედეგები წინასწარ
  • გაეცნოს კრეატორების პროფილსა და მონაცემებს დეტალურად

,,პლატფორმის განახლების იდეა ერთი თვის წინ გაჩნდა. როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ მომხმარებელს წარმატებული კამპანიის განსახორციელებლად მარტივი, დახვეწილი და მოსახერხებელი პლატფორმა სჭირდებოდა, გადავწყვიტეთ პლატფორმის ვიზუალი უფრო დაგვეხვეწა და პლატფორმაზე 10 დღიანი უფასო წვდომის სერვისი დაგვემატებინა" - ამბობს echolize-ის დირექტორი გოგა ბერიძე.



echolize.com-ზე 2 სახის კამპანიის შექმნაა შესაძლებელი:

ღია კამპანია

ღია კამპანიაში ინფლუენსერი გირჩევს შენ!

1. შექმენი ბრიფი 10 წუთში

2. აირჩიე შენი სამიზნე აუდიტორია და მიეცი საშუალება 500-ზე მეტ ინფლუენსერს მიიღოს მონაწილეობა შენს კამპანიაში

3. ბრიფის გაცნობის შემდეგ შენი კამპანიით დაინტერესებული ინფლუენსერები საკუთარ კონტენტს შემოგთავაზებენ დასადასტურებლად

4. თუ კმაყოფილი იქნები კონტენტით და მოსალოდნელი შედეგით, ინფლუენსერს კამპანიაში მონაწილეობას დაუდასტურებ ანაზღაურების სანაცვლოდ

5. თვალი ადევნე კამპანიის შედეგებს live რეჟიმში.

დახურული კამპანია

დახურულ კამპანიაში შენ ირჩევ ინფლუენსერს!

1. შექმენი ბრიფი 10 წუთში

2. სტატისტიკაზე და მონაცემებზე დაყრდნობით აირჩიე სასურველი ინფლუენსერები და გაუგზავნე შეთავაზება

3. შეთავაზება მხოლოდ შენ მიერ არჩეულ ინფლუენსერებს გამოუჩნდებათ და დაინტერესების შემთხვევაში დაგთანხმდებიან კამპანიაში მონაწილეობაზე

4. ინფლუენსერების კამპანიაში დათანხმების შემდეგ ისინი შექმნიან კონტენტს შენი ბრენდისთვის

5. თვალი ადევნე კამპანიის შედეგებს live რეჟიმში.

გარდა იმისა, რომ საქართველოში პირველი მარკეტინგული პლატფორმა echolize-ი სააგენტოს რეჟიმში უზრუნველყოფს კამპანიის განხორციელებასა და მენეჯმენტს, ახლა უკვე ბრენდებს შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებლად დაგეგმონ სასურველი კამპანია და გაეცნონ მოსალოდნელ შედეგებს.

ამ ეტაპზე, echolize.com-ზე 10 დღის მანძილზე კამპანიის უფასოდ დაგეგმვის შესაძლებლობა უკვე ხელმისაწვდომია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!