Sponsored Content

ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, როგორც უკეთესი მომავლის შექმნის წინაპირობა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეს მსოფლიოში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა 1.3 მილიარდს უტოლდება და ჯანმოს განცხადებით, 2025 წლისთვის ეს რიცხვი უცვლელი დარჩება.

უდავოა, რომ მწეველთათვის საუკეთესო არჩევანს ნიკოტინისა და თამბაქოს შემცველი პროდუქტების მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს, თუმცა, მათი დიდი ნაწილი ვერ ანებებს თავს მოწევას.

"მწეველთა 70%-ს აქვს სურვილი, თავი დაანებოს თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარებას, მაგრამ ისინი ვერ ახერხებენ სასურველი მიზნის მიღწევას", - ამბობს ჯეიმს გლასმანი, Glassman Advisory-ს თავმჯდომარე.

მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი თამბაქოს ზიანის შემცირებას ანიჭებს დიდ მნიშვნელობას.

"საზოგადოებრივი ჯანდაცვა მიიღწევა მაშინ, როდესაც მთავრობა ჩვენს საზიანო ჩვევებს აღიქვამს როგორც პრობლემას, რომლის რეგულირება არის საჭირო და არა როგორც ქცევას, რომელიც უნდა აიკრძალოს... სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული, უკვამლო მოწყობილობები წარმოადგენს ინოვაციას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, გააუმჯობესოს ადამიანების ჯანმრთელობა", - ამბობს მეთ რაიდლი, House of Lords-ის წევრი და ავტორი.

სამეცნიერო მტკიცებულებები, როგორც გადაწყვეტილების საფუძველი

საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობა და დეზინფორმაცია ინდივიდების ქცევასა და გადაწყვეტილებებზე აისახება.

"თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება იმას, თუ როგორ აღიქვამენ თამბაქოს მომხმარებლები ნიკოტინის შემცველ თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებს. შესაბამისად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა, ხელი უნდა შეუწყონ მათთვის სანდო, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებას", - ამბობს მირტა მოლინარი, ორგანიზაცია Smoke Free World-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კონსულტანტი.

ექსპერტების მოსაზრებით, ზიანის შემცირების პროცესში აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოების აქტიური ჩართულობა და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია.

"საკანონმდებლო ორგანოებმა უნდა მიიღონ ბალანსირებული, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც ინდივიდების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებას", - განაცხადა კარლ ფაგერსტრომმა, კომპანია Fagerstrom Consulting-ის პრეზიდენტმა.

როგორც ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, სანდო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და სწორი საკანონმდებლო ინიციატივები შესაძლებელს გახდის, თამბაქოს უკვამლო მომავლის განხორციელებასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობას.

"თამბაქოს კონტროლის ინიციატივები მიზანმიმართულად ახდენს მწეველთა მარგინალიზაციას და ხშირად ისინი პროტექციონისტურ მიდგომებს ეფუძნება. ამის მიზეზი კი არის ის, რომ საკანონმდებლო ინსტიტუტები მწეველებს აღიქვამენ როგორც ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ უნარი, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვისა და საკანონმდებლო ინსტიტუტები ცდილობენ, დაიცვან ინდივიდები თამბაქოს ინდუსტრიისგან, თუმცა არ ითვალისწინებენ იმას, რომ ეს ადამიანები საჭიროებენ მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას", - აღნიშნავს ლაურა ოილერი, კომპანია Turning Point Brands-ის რეგულაციური დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტი.

როგორც ოტავას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი, დევიდ სვეანორი ამბობს, ტრადიციულ სიგარეტზე მკაცრი აკრძალვების დაწესება არარაციონალურ მიდგომას წარმოადგენს, რადგან ის ხელს უწყობს შავი ბაზრის გაჩენას. სწორედ ამიტომ, რისკის პროპორციული საკანონმდებლო ინიციატივების გატარება და ნიკოტინის შემცველ თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ზიანის შემცირების საუკეთესო გადაწყვეტად სახელდება.

"თამბაქოს ზიანის შემცირება წარმოადგენს შესაძლებლობას, გადავარჩინოთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე", - აღნიშნავს დევიდ სვეანორი, ოტავას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი.