Join our Waitlist for Expert Advice!

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო TechSummit-ს მასპინძლობს! ღონისძიების ფარგლებში "Startup Battle" გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო "TechSummit"- ს მასპინძლობს. ორდღიანი ღონისძიება ტექნოპარკში უკვე მეორედ ტარდება და ის ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნა.

2018 წელს მიღწეული შედეგების გათვალისწინებით 2019 წელს დაგეგმილმა ღონისძიებამ საერთაშორისო ხასიათი შეიძინა და მასში მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

სამიტის მიზანია, მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის, გამოცდილების გაზიარება და პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირება.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება "Startup Battle". გამარჯვებული სტარტაპები გაივლიან უფასო აქსელერაციის და ინკუბაციის პროგრამას პოლონეთსა და აზერბაიჯანში.

"TechSummit"- ის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტექნოლოგიური მეწარმეობის გაერთიანება (FPT) და პოლონეთის საინვესტიციო და ვაჭრობის სააგენტო (PAIH).

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი