Get All Access for $5/mo

ინოვაციების გლობალური ინდექსი და საქართველო - რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ინოვაციები?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

დღესდღეობით ინოვაციების მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება იმდენად, რამდენადაც ის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ეკონომიკისთვის. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ცდილობენ, საკუთარი ეკონომიკა დააფუძნონ ინოვაციურ პროცესებზე და ამ მიმართულებით ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებას როგორც კერძო, ისე - სახელმწიფო ინსტიტუციების ჩართულობით.

2007 წლიდან დღემდე ქვეყნებში არსებული ინოვაციების დონე The Global Innovation Index (GII)-ით იზომება. ყოველწლიური რეიტინგი ქვეყნების ინოვაციურ შესაძლებლობებს 7 კრიტერიუმით აფასებს:

  • ინსტიტუტები − პოლიტიკური და ბიზნესგარემო;
  • ადამიანური კაპიტალი და კვლევა − ზოგადი და უმაღლესი განათლება, კვლევა და განვითარება;
  • ინფრასტრუქტურა − საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების არსებობა, ეკოლოგიური გარემო და მდგრადობა;
  • ბაზრის განვითარება − ინვესტიციები, კონკურენტული გარემო, ბაზრის სიდიდე, კრედიტები;
  • ბიზნესგარემო და მისი განვითარების დონე − დასაქმებულთა ცოდნის დონე და ზოგადად, ცოდნის მიღების/გაღრმავების შესაძლებლობები, ინოვაციისთვის საჭირო კავშირების არსებობა;
  • ცოდნა და ტექნოლოგიები − ცოდნის გავლენა ინოვაციების შექმნის პროცესში და შეძენილი ცოდნის გავრცელება;
  • შემოქმედებითობა − შემოქმედებითი პროდუქტებისა და მომსახურების არსებობა, ციფრული შემოქმედებითობა.

2022 წლის რეიტინგის მიხედვით, გლობალური ინდექსის სიის პირველ ხუთეულს შვეიცარია, აშშ, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები იკავებს. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა ინოვაციების გლობალურ ინდექსში 74-ე ადგილს ფლობს. რომელი კომპონენტები უნდა გააუმჯობესოს სახელმწიფომ ინოვაციების მიმართულებით და რა პოტენციალი აქვს საქართველოს გლობალურ ინოვაციურ თუ ტექნოლოგიურ ბაზარზე? – Entrepreneur-ის შეკითხვებს Future Laboratory-ის დამფუძნებელი − ირაკლი ქაშიბაძე უპასუხებს.

ირაკლი, თქვენი აზრით, ომელია ის ძირითადი გამოწვევები და პრობლემები, ომელთა გამო გლობალურ რეიტინგში საქართველომ ვერ შეინარჩუნა ადგილი, ომელი 2018 წელს ქონდა?
ინოვაციების გლობალურ რეიტინგში მოწინავე ადგილების დაკავებისთვის საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება. ეს არის პროცესების ერთობლიობა, რომელიც საბოლოო ჯამში განაპირობებს ქვეყანაში ინოვაციებზე დამყარებული ეკონომიკის ფორმირებას და ქვეყანაში ექსპორტირებადი ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისების შექმნას.

რეფორმა, რომელიც 2013 წელს ინიციირდა ინოვაციების მიმართულებით, საკმაოდ კარგი შედეგების მომტანი გახდა ქვეყნისთვის: შეიქმნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ინოვაციებისა და განათლების საბჭო, პირველი ტექნოპარკი, სტარტაპების დაფინანსების მექანიზმები და სხვა. თუმცა ეს იყო ნაწილი იმ ქმედებებისა, რომლებიც საბოლოოდ უზრუნველყოფენ ინოვაციების ეკოსისტემის სწრაფ განვითარებას. სამწუხაროდ, 2017 წლიდან ამ მიმართულებით სტაგნაცია შეიმჩნევა და ერთ ადგილზე ვტრიალებთ. არ ხდება სხვა ხელშემწყობ მიმართულებებში, მაგალითად განათლებაში, გამოყენებით მეცნიერებასა და კვლევებსა და სახელმწიფო ელექტრონულ სერვისებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

ომელ მიმართულებებს უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება? რა უნდა გავაუმჯობესოთ იმისათვის, რომ განვაგრძოთ განვითარება? რამდენად გრძელვადიანი სამუშაო გვაქვს განსახორციელებელი და ვინ გვჭირდება ამ პროცესში?
ერთ-ერთი კომპონენტი, რომელშიც გვაქვს დაბალი მაჩვენებელი ან საერთოდ არ გვაქვს, არის წვდომა ვენჩურულ კაპიტალთან. ზოგადად, ამ მიმართულებით მოქმედებს გადასახადების გადამხდელთა თანხების ინვესტირების საკმაოდ სარისკო სტრუქტურა. 2016 წელს როდესაც არ არსებობდა არანაირი ე.წ. ბენჩმარკები და მონაცემები, ამ ფორმით ინვესტირება "სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში მიზანშეწონილი იყო, მაგრამ ახლა უკვე არსებობს მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია ტენდენციების შესწავლა და პროცესების მკაფიო ანალიზის გაკეთება. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში სტარტაპების დაფინანსების ხელშეწყობისთვის შესაძლებელია უფრო ეფექტიანი სისტემების ფორმირება. ასევე, გვეძლევა შესაძლებლობა, დავამატოთ კომპონენტები, რომლებიც უკვე უზრუნველყოფს კერძო სექტორის ჩართულობის ზრდას, კერძო სააქსელერაციო პროგრამებში სტარტაპების მიგრაციასა და მათი მეშვეობით დაფინანსების განხორციელებას. შემდგომ კი ვენჩურული კაპიტალის ამოქმედებას ზრდის უზრუნველსაყოფად.

ირაკლი, წინსვლა გვაქვს IT-აუთსორსინგის ექსპორტის მიმართულებით. რამ განაპირობა საქართველოს, როგორც პოტენციური "ტექნოლოგიური ჰაბის", წარმოჩენა გლობალურ ბაზარზე? ამ ნაწილშიც, როგორ ფიქრობთ, რა გვაქვს გასაუმჯობესებელი?
საკმაოდ ძლიერი კომპანიები შემოვიდნენ საქართველოში. ერთ-ერთია EPAM. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების მაგალითიც. ბელორუსში, EPAM-ში, სპეციალისტები მიდიან დაწყებით ეტაპზე, იღებენ იქ შესაბამის კვალიფიკაციას, მაგრამ შემდგომ მუშაობენ საკუთარ პროექტებზე ან ქმნიან სტარტაპებს. შესაძლოა, ჩვენთანაც გაჩნდეს მსგავსი ტენდენცია გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგრამ ამ ეტაპზე, EPAM-ის შემოსვლამ უარყოფითად იმოქმედა IT-დასაქმების ბაზარზე, რადგან პროგრამისტების მომზადების დაბალი ტემპის გამო, გაჩნდა უზარმაზარი დეფიციტი. პატარა კომპანიებიდან, სტარტაპებიდან სპეციალისტები გადავიდნენ კარგ ხელფასებზე და საბოლოოდ მივიღეთ ძალიან ბევრი გაჩერებული საინტერესო IT-პროექტი ან სტარტაპ-ინიციატივა. ამ სიტუაციის გამოსწორება IT-სპეციალისტების მომზადების გაცილებით მეტი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი.

ვისაუბროთ სახელმწიფოს როლზე ინოვაციების განვითარებაში რა დოზით და ომელი ქმედითი ნაბიჯებით უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ ქვეყნის ინოვაციურ განვითარებას?
აქ პასუხი ძალიან მარტივია. როდესაც ვიწყებდი GITA-ს, ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით, რადგან არ იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც აღნიშნულ პროცესს ხარისხიანად შეასრულებდნენ და ექნებოდათ შესაბამისი კომპეტენცია. დღეს უამრავი ასეთი მოთამაშეა. შესაბამისად GITA-ს როლი უფრო "უხილავი" უნდა გახდეს, სადაც ის რესურსებით უზრუნველყოფს ბევრ საინტერესო ინიციატივასა და შესაძლებლობას.

ზოგადად, აქვს თუ არა საქართველოს პოტენციალი, თქვას საკუთარი სიტყვა გლობალურ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ბაზარზე? რამდენად გვაძლევს საშუალებას ჩვენი შესაძლებლობები, მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ინვესტორი?
ჩვენ მოკლე პერიოდში გავედით ლიდერულ პოზიციაზე, რეგიონში ინოვაციებისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების კუთხით და ვაკეთებდით ამ პროცესს თანმიმდევრულად, ყველა საჭირო ეკოსისტემური ბლოკის განვითარებით. სამწუხაროდ, ახლა რეგიონში ძალიან დიდი კონკურენციაა და ბევრმა ქვეყანამ გაგვისწრო აღნიშნულ პროცესში.

თუმცა კი, შანსი დიდი გვაქვს, თუ განვახორციელებთ სწრაფ ცვლილებებს სახელმწიფო დონეზე.

ვთანხმდებით, რომ ინოვაციების განვითარება უნდა იქცეს ქვეყნის სტრატეგიულ მიზნად და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით, შესაძლოა იყოს განათლება. როგორ ფიქრობთ, რა ფორმით უნდა დავაინტეგრიროთ ინოვაციების შესწავლა სხვადასხვა საგანმანათლებლო დონეზე?
ინოვაციები გადამწყვეტია ქვეყნის განვითარებისთვისა და სტაბილურობისთვის, შესაბამისად, გაცილებით მეტი თანხები უნდა დაბანდდეს, ვიდრე დღეს ხორციელდება ინვესტირება სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ საჭიროა ამ თანხების სწორედ მართვა და კერძო სექტორის ჩართულობის ზრდა.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია