Get All Access for $5/mo

ინოვაციური პარტნიორები საქართველოს დემოკრატიის დასაცავად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

USAID

USAID-ის, Zinc Network-ისა და Startup Grind-ის თანამშრომლობის ფარგლებში დეზინფორმაციასთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის ინოვაციური კონკურსი გამოცხადდა, რომლის საპრიზო ფონდი $42,500-მდეა განსაზღვრული.

კონკურსი სამშაბათს, 29 ივნისს, 19:25 სთ-ზე, ექსპერტების მონაწილეობით გაიხსნება. მათ შორისაა, Bellingcat, წამყვანი საგამოძიებო ჟურნალისტური ორანიზაცია, რომელმაც არაერთ ტაბუდადებულ საქმეს ახადა ფარდა, მათ შორის რუსეთის ოპოზიციის ლიდერის — ალექსანდრე ნავალნის გახმაურებულ საქმეში რუსული "უსაფრთხოების ფედერალური სააგენტოს" ბრალეულობა დაადასტურა. მასტერკლასზე Bellingcat-ის მკვლევარისგან — ნარინე ხაჩატურიანისგან გავიგებთ, თუ როგორ უწყობს ხელს თანამედროვე ტექნოლოგიები წარმატებულ ჟურნალისტურ საგამოძიებო საქმიანობას. მას შემოუერთდება ალისტერ ქოულმანი – BBC Monitoring-ის წამყვანი ექსპერტი, რომელსაც ირანის თუ ჩრდილოეთ კორეის არაერთი პროპაგანდისტული საქმე აქვს გამოაშკარავებული. ბათუ ქუთელია, საქართველოს ყოფილი ელჩი ვაშინგტონში და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე. ის გაგვიზიარებს თავის ცოდნას რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ჰიბრიდული ომის შესახებ. ხოლო ქვეყნის წამყვანი არჩევნების მონიტორნიგის ორგანიზაციის ISFED-ის წარმომადგენელი ნინო რიჟამაძე ისაუბრებს, თუ როგორ გამოიყენება ტექნოლოგიური ინსტრუმენტები სოციალურ მედიაში ყალბი ინფორმაციის და მანიპულაციის გამოსავლენად.

"ქართულ საინფორმაციო გარემოს საფრთხეს უქმნიან არაკეთილსინდისიერი მოთამაშეები, რომლებიც საზოგადოების გაყოფის და ქვეყნის შესუსტების მიზნით დეზინფორმაციას ავრცელებენ. ინფორმაციით მანიპულაცია რუსეთის "ჰიბრიდული ომის" მნიშვნელოვანი ელემენტია. "საქართველოს ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის" მიზანია, ებრძოლოს დეზინფორმაციას საქართველოს საზოგადოების მედეგობის განმტკიცების გზით. ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით საქართველოში არსებული ტალანტის მობილიზაციით ჩვენ ხელს შევუწყობთ ქვეყანას დეზინფორმაციასთან ბრძოლაში", — განაცხადა მიხეილ ბენიძემ, "საქართველოს ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის" ხელმძღვანელმა.

კონკურსის ფარგლებში, ჟიურის წევრები გამოავლენენ იმ გამარჯვებულებს, რომლებიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ყველაზე ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს შეიმუშავებენ. საპრიზო ფონდი გარანტირებული $7,500-ით იწყება და აღწევს $42,500-ს აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში ტექნოლოგიური გადაწყვეტილების განსავითარებლად.

"ეს პირველი პროექტია, რომელიც ტექნოლოგიების პროფესიონალებს გააერთიანებს, რათა დაიცვან საქართველო მტრულად განწყობილი აქტორების მავნე ზეგავლენისგან. ჩვენ გვჯერა, რომ კრეატიული სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების დახმარებით შევძლებთ ამ მანიპულაციებისგან თავის დაღწევას. თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გაღელვებთ, მოგიწოდებთ, მონაწილეობა მოიიღოთ ინფორმაციის ინტეგრირებისთვის ბრძოლაში." — აცხადებს კოლინ დონოჰიუ, Startap Grind-ის თბილისის ოფისის დირექტორი.

"დეზინფორმაცია სოციალური და ინსტიტუციური ნდობის შელახვით საქართველოს დემოკრატიაზე პირდაპირი შეტევაა. განსხვავებული მოსაზრებები დემოკრატიის ჯანსაღი ნაწილია. თუმცა, უცხოური ძალების მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირების ხელშეწყობა დემოკრატიის ფარგლებში არ ჯდება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მედეგობის განმტკიცება გარე მავნე ზეგავლენის, მათ შორის დეზინფორმაციის, საპასუხოდ, საზოგადოების გაერთიანების პრიინციპით, რაც მოიცავს საჯარო და კერძო სექტორის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობას" — აცხადებს დევიდ ჰოფმანი, USAID-ის საქართველოში მისიის დირექტორი.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების გახსნის დღის შემდეგ იქნება ცნობილი.

ივენთის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაციის ბმული იხილეთ Facebook event-ის გვერდზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია