iPhone 11 - უკვე გაყიდვაში! ბილაინის მაღაზიებსა და ვებგვერდზე ახალი iPhone 11-ის, iPhone 11 Pro-სა ან iPhone 11 Pro Max-ის შეძენისას მომხმარებელი ბონუსს მიიღებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თბილისი, 29 ოქტომბერი, 2019 – საერთაშორისო ჯგუფ "ვიონი"-ს წევრი ბილაინი, Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, ბილაინის მაღაზიებსა და ვებგვერდზე iPhone 11-ის, iPhone 11 Pro-სა ან iPhone 11 Pro Max-ის შეძენისას მომხმარებელს საჩუქრად ურიცხავს 64GB მობილურ ინტერნეტს ყოველ თვე. ერთიანი გადახდისას მობილური ინტერნეტი მომხმარებელს ერიცხება 12 თვის განმავლობაში, ხოლო განვადებით სარგებლობის შემთხვევაში - განვადების სრული პერიოდის განმავლობაში.
ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს სამ მოდელს:
- iPhone 11 64GB - თვეში 137,89₾ (24 თვიანი განვადების შემთხვევაში); 2899₾ ერთიანი გადახდისას;
- iPhone 11 Pro 64GB – თვეში 194,53₾ (24 თვიანი განვადების შემთხვევაში); 4099₾ ერთიანი გადახდისას;
- iPhone 11 Pro Max 64GB - თვეში 213,71 ₾ (24 თვიანი განვადების შემთხვევაში); 4499₾ ერთიანი გადახდისას.
ბილაინი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს 12, 18 და 24 თვემდე განვადებით როგორც მაღაზიებში, ასევე ვებგვერდიდან www.beeline.ge და ყოველთვიური გადასახადი პირდაპირ საკუთარი მობილური ბალანსიდან დაფაროს.
###
შეკითხვებით მოგვმართეთ:
ბილაინის შესახებ
ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს "ვიონი საქართველო") შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში "ვიონი" (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის "ვიონი" ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com